"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

შეტევა არასრულფასოვნების კომპლექსზე


Screen-shot-2011-12-11-at-12.01.12-AMთუკი თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტია შედარებები, მსჯელობები, თვითდაკნინება, სხვების უნარების, თვისებებისა და შესაძლებლობების გაზვიადება, საერთო დათრგუნულობა – დროა გონების მეშვეობით შინაგანი სამყაროს ე. წ. „გენერალური“ დალაგებით დაკავდეთ. ამისათვის აუცილებლად მოიხმეთ და შეიარაღდით გამბედაობითა და შეუვალობით, პრინციპულობით და ძლიერი ჟინით, რომ ეს ყველაფერი „ერთხელ და საბოლოოდ უნდა მორჩეს“. ეს იმას ნიშნავს, რომ, რაგინდ ძნელიც არ უნდა იყოს, მიუხედავად თქვენში მობინადრე ჩვევის მოთხოვნისა, ამ სტატიის კითხვის დასრულების შემდეგ:

  • ინტერნეტ-სივრცეში სრიალი;
  • ფსიქოლოგიური თვითდახმარების სხვა სტატიებისა და პოსტების გაცნობა;
  • ინტერნეტ-მაღაზიებში საქონლის თვალიერება;
  • ფეისბუქზე ლაყბობა;
  • საკუთარი პრობლემების შესახებ ახალ-ახალი დეტალების მოძიებით და საკუთარი დარდით ნებივრობა;
  • ვიღაცასთან წუწუნით დროისა და განწყობის ფლანგვა;
  • თქვენი “მძიმე” ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარჩევა

აღარ უნდა გააგრძელოთ!!!!!!

გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტური, როდესაც მისი ხორცშესხმა დაუყოვნებლივ იწყება:

ახლავე, ამ ადგილიდან და ამ შესაძლებლობებით, ყოველგვარი „ხვალეები“-სა და „ორშაბათების“, „როცა“-ებისა, „თუკი“-ებისა და ა. შ გარეშე უნდა დაჯდეთ და დაგეგმოთ არასრულფასოვნების კომპლექსთან ბრძოლის სტრატეგია!

Inferiority_Complex_Symptoms_სანამ არ გეყოფათ სიმამაცე დასჭექოთ თქვენს ცხოვრებას სიტყვები „მორჩა!“, „კმარა!“, ხოლო თქვენს მიერ წარმოთქმულ არა მხოლოდ „კმარა“-ს, არამედ ნებისმიერ სხვა სიტყვას თქვენთვის უდიდესი ფასეულობა არ ექნება, თქვენ ისევაც ყოფიერების ერთი ჩვეულებრივი “ზომბი” დარჩებით. ერთხელ მაინც თქვით რაღაც თქვენს გუნებაში და გააკეთეთ! ბოლომდე მიიყვანეთ!

რაც შეეხება „გენერალური უბორკის“ (დალაგების) სტრატეგიას.

  1. გამოყავით ერთი თავისუფალი დღე (მინიმუმ 12 საათი, საკვების მიღების და სხვა აუცილებელი პროცედურების საერთო დროის გამოკლებით), სრულიად გამოეთიშეთ რეალურ ცხოვრებას, გამორთეთ მობილური ტელეფონი, ამ დღეს მაინც უარი თქვით სოციალურ ქსელებზე. დათქვით პირობა, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, ეს დღე არასრულფასოვნების კომპლექსის განხილვას უნდა დაუთმოთ. აიღეთ კალამი და სუფთა ფურცლები (ბლოკნოტი) და შეუდექით იმის აღწერილობას თუ, „რა არის თქვენთვის არასრულფასოვნების კომპლექსი“. როგორ ხედავთ? რას განიცდით? რა ემოციები და შეგრძნებები ახლავს მას? ვის თვლით თქვენზე უპირატესად? რა თვისებები აქვს/აქვთ თქვენზე უკეთ განვითარებული? რა მიზეზებმა გამოიწვიეს ამ კომპლექსის ჩამოყალიბება? რა არის თქვენში ასეთი ცუდი და მიუღებელი? დაწვრილებით აღწერეთ რას ვერ პატიობთ საკუთარ თავს?

წერეთ, წერეთ, წერეთ! ნუ ეცდებით დაარედაქტიროთ თქვენი დაწერილი, ან აკონტროლოთ თქვენი აზრები. რაც უფრო ბუნებრივი, გადაუმოწმებელი იქნება ეს მსჯელობა – მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ. იქამდე წერეთ, სანამდე შვება და გათავისუფლების გრძნობა არ დაგეუფლებათ.

არასრულფასოვნების კომპლექსის ანალიზი რეკომენდირებულია სხვა დღეებშიც განაგრძოთ (მაგალითად, ყოველდღიურად 1 საათის განმავლობაში, ერთსა და იმავე დროს). ნუ დაიწყებთ თვითსაბოტირებას, ნუ აჰყვებით სიზარმაცეს და სკეპტიციზმს („უაზრობაა“, „არანაირი აზრი არ აქვს“, „უბრალოდ დროის ტყუილი ხარჯვაა“). მხედველობაში მიიღეთ, რომ თუ ასეთი მწვავე პიროვნული პრობლემები გაგაჩნიათ, ცოტა არ იყოს, უხერხულია, სხვა საქმეს უფრო მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე ფსიქიკიდან მომდინარე ამ საგანგაშო სიგნალებს.

  1. შეხვდით და სთხოვეთ 15-დან 20-მდე ნაცნობ და ახლობელ ადამიანს დაგისახელონ თქვენი ყველაზე ეფექტური თვისებების/უნარების/უნარ-ჩვევების ხუთეული, ანუ ის, რაც მათი აზრით, საუკეთესოდ გამოგდით. (ეს სავარჯიშო განსაკუთრებული აკურატულობით გააკეთეთ!)

შემდეგ ეს ხუთეულები აიღეთ, შეაჯერეთ და გააანალიზეთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • აფასებთ თქვენ ამ ყველაფერს?
  • რას გაძლევთ თქვენი ძლიერი მხარეების უგულუბელყოფა?
  • რა სარგებელს იღებთ ამ უარყოფით?

გამოკვეთეთ თქვენი ძლიერი მხარეები და მათზე მუშაობა დაიწყეთ. ეცადეთ ეს ყველაფერი პროფესიულ საწყისზე დააყენოთ – ანუ შეიტანოთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობებში, შემოსავლის წყაროში, აქციოთ ყოველწუთიერი სიამოვნებისა და სიხარულის საგნად.

3. დაწერეთ 100 ხერხი, როგორ შეიძლება თქვენი არასრულფასოვნების კომპლექსით ფულის შოვნა.

Young Dancers Audition For School Of American Ballet4. ამოირჩიეთ ერთი ახლობელი, გულისხმიერი ადამიანი, შეუთანხმდით, შეხვდით და მოუყევით თქვენს მიერ წინასწარ შეთხზული ზღაპარი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი უკაცრიელ კუნძულზე და აქ მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს. აღწერეთ ზღაპარში თუ როგორ მოიქცეოდით, რას გააკეთებდით, როდის გაგიქრებოდათ კომპლექსი, ვინ იწვევს თქვენში ამ კომპლექსს. ეცადეთ ბოლომდე ჩაუღრმავდეთ მარტოობისა და განმარტოვების პრობლემას. აგრეთვე გააანალიზოთ თქვენს მონოლოგში კომპლექსის წარმოშობის სათავეები (კონკრეტული ადამიანები, მათი ქმედებები, შინაგანი სახეები, თქვენი უძლურება).

5. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, დღეიდანვე შეცვალეთ ცხოვრების წესი. ალბათ, ხედავთ, რომ ამჟამინდელმა ცხოვრების წესმა ასეთ კომპლექსამდე მიგიყვანათ! დაწვრილებით მოიფიქრეთ და გაიაზრეთ, რა ტიპის ცხოვრების წესს ძალუძს მოგიტანოთ სტაბილურობა, შინაგანი ძალა, სიხარული და სილაღე. დაგეგმეთ და დაიწყეთ ახალი ცხოვრების წესის რეალიზება. ნუ ელოდებით სასწაულებს გარედან! სასწაული თქვენშია!

6. ფიზიკური მოძრაობა/ვარჯიში/ტანვარჯიში/ცეკვა/სირბილი დღეიდანვე დღის მოვლენებად აქციეთ.

7. ილაპარაკეთ თქვენს შესახებ თქვენს თავთან და სხვებთანაც მხოლოდ კარგი, თბილი და ფრთებისშემსხმელი რაღაცეები. ამორეცხეთ გონებიდან შედარება და ისწავლეთ გამოხვიდეთ შედარებების ტყვეობიდან.

თქვენ იმდენად კარგი იქნებით, რამდენადაც და რამდენითაც საამისოდ გაირჯებით!

გახსოვდეთ, რომ დარდსა და გულისწყრომას უკეთესობა არ მოაქვს! იღწვოდეთ! ყველაფერი თქვენს ხელთაა!

იცხოვრეთ გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “შეტევა არასრულფასოვნების კომპლექსზე

  1. საინტერესოა, მე მქონდა არასრულფასოვნების კომპლექსი და მემგონი გამოვდივარ ეხლა. საშინელება იყო. რჩევებს გავითვალისწინებ მადლობა

    Posted by Mariam (Maia) | June 27, 2016, 11:38 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: