"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

ნუ იკითხავ თუ ვისთვის რეკს ზარი!


CrisisManagement…და აი კრიზისიც დაიწყო!

თავიდან თქვენ ცოტა არ იყოს მსუბუქად უყურებთ მას, როგორც მორიგ სტრესს ან ყოფითი უსიამოვნების საწინდარს.

მაგრამ იგი თანდათან სულ უფრო უმართავად ქრონიკული და სულისმხუთავი ხდება.

…მერე, როდესაც ვითარებას ცოტა შეეგუებით, გააცნობიერებთ, როგორც შემდგარ ფაქტს – მიიხედ-მოიხედებით, გაისეირნებთ-გამოსეირნებთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი ვინმეს გამოელაპარაკოთ, აუხსნათ თქვენი კრიტიკული მდგომარეობა. თანაც ისე სახელდახელოდ კი არა; ახსნათ პროფესიონალურად, თანამედროვე მეცნიერული ლექსიკით, ფსიქიატრიისა და სოციოლოგიის მიდგომებით, ამასთან ერთად ალაგ-ალაგ რაღაცისათვის შეურიოთ პირდაპირი თუ ანონიმური ნაგლეჯები ფუკოს, ბოდრიარის, ჰაიდეგერის ნაშრომებიდან.

ასეა თუ ისეა, საქმე მაინც იმაშია, რომ ნებისმიერი IQ-სა და EQ-ს პირობებში თქვენ ოდესღაც მაინც აღმოაჩენთ, რომ სხვებიც კრიზისში არიან!!!

communicate-in-a-crisis-pop_3257თუკი უფრო გულითადად დაინტერესდებით და თქვენს ინსაითს მიჰყვებით, გამობრძანდებით თქვენი ყოველდღიური წრიდან, დაეკონტაქტებით მართლა გაჭირვებულ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, დეპრესიით დათრგუნულ VIP-ებს, წესით, უნდა აღმოაჩინოთ, რომ კრიზისი დიდი ხანია დამდგარა!

არა მხოლოდ ამ საზოგადოებაში, არამედ თქვენს თავს, სწორედ თქვენს თავს!

უბრალოდ თქვენთვის სოციალური ტკივილგამაყუჩებლის მოქმედება სწორედ ახლა შეწყდა…

და თქვენც ამ ბოლო დროს აგორებული, მსოფლიოს გლობალური ფორმატირების კვალდაკვალ, ხელახლა გიწევთ გაიაზროთ თქვენი ადგილი და როლი ყოველდღიურობაში, ოჯახში, “მეორე ოჯახში”, სამსახურში, უბანში, ქალაქში, სახელმწიფოში, სამყაროში.

თუ გახსოვთ რას გვეუბნება დიდი ჰემინგუეი რომანში „ვისთვის რეკს ზარი”? (ნაწარმოების არაჩვეულებრივად ამაღლევებელ ეპიგრაფს მწერალი ინგლისელ პოეტ ჯონ დონს (1572-1631) დაესესხა.)
„არც ერთი ადამიანი არ არის კუნძულივით, თავისთვის. ყოველი კაცი მატერიკის ნაწილია, მთლიანის ნაწილი. და თუ ტალღა ზღვაში კლდოვან ნაპირს ჩაიტანს, უფრო მცირე იქნება ევროპა, და ასევე თუ ჩარეცხავს მიჯნას კონცხისას ან დაანგრევს ციხესიმაგრეს შენსას ან შენი მეგობრისას… ყოველი ადამიანის სიკვდილი მამცირებს მე, რამეთუ კავშირში ვარ კაცობრიობასთან, ამიტომ ნუ იკითხავ თუ ვისთვის რეკს ზარი; ის შენთვის რეკს!”

– ანუუუ??? (შინაგანი ხმა)

“ანუ” ის, რომ: 

  • კრიზისი მაშინ იწყება, მძვინვარებს და დაუსრულებელი ხდება, როდესაც თქვენ საკუთარი თავის მნიშვნელობის გადაფასებას იწყებთ და თავი გალაქტიკებს შორის გიგანტური მასშტაბის მოვლენა ან, კიდევ პირიქით, შეუმჩნეველი არარაობა გგონიათ. კარგი იქნება თუ ცოტა ხანს მაგიდასთან მშვიდად და უმოძრაოდ დაჯდებით და ფიქრს მიეცემით. ასევე კარგი იქნება თუკი ცალ მხარეს ტუალეტის ქაღალდს დაიდებთ, მეორე მხარეს კი – ჯორდანო ბრუნოს ან თქვენი შვილის ფოტოს დააბრძანებთ. პირველი საგანმა უნდა შეგახსენოთ, რომ მართლა ზეგარდმო მადლით მოფენილი უწმინდესობა არ ხართ, მეორე კი – იმ ფიქრით უნდა მოგესიყვარულოთ, რომ რაც არ უნდა იყოს ადამიანური სულის, ხორცისა და იდეის მარადიულობის განსახიერება, მებრძოლი გული და ზოგადსაცობრიო ესტაფეტის გადამცემი ხართ.
  • Bell-tollsკრიზისი მაშინ იწყება, როდესაც თქვენ პირადი მისიის განცდას და
    კაცობრიობასთან სულიერ კავშირს კარგავთ. ასეთ ვითარებაში სწორედ კრიზისი ხდება ერთადერთი საშუალება მოწყდეთ ამაოებას და იმას დაუბრუნდეთ, რისთვისაც ამქვეყნად მოვლენილი ხართ;
  • კრიზისი იწყება მაშინ, როდესაც თქვენ მიღება-გაცემის ბალანსს არღვევთ. რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბალანსი იმ დროსაც ირღვევა, როდესაც თქვენ მხოლოდ გასცემთ და უარს ამბობთ მიღებაზე.

უყურეთ რას და როგორ გასცემთ!

დააკვირდით რას და როგორ იღებთ!

  • კრიზისი იკრეფს ძალას, როდესაც თქვენ საკუთარი თავი სხვებზე უიღბლო, დაჩაგრული, არასრულფასოვანი, ნატანჯი, უფლისაგან გამორჩენილი გგონიათ.
  • კრიზისი მაშინ მძაფრდება, როდესაც თქვენ ეფექტური, ხშირად რევოლუციური გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებთ; გადაწყვეტილებების, რომლებიც ენის წვერზე გადგათ, თვითონ სიცოცხლევე გკარნახობთ, იცით, მაგრამ ვერ ბედავთ!

ამიტომ ხანდისხან მაინც გაითვალსწინეთ ერთი შესანიშნავი მოაზროვნის რჩევა:

“არასოდეს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში.
რაც არ უნდა მოხდეს, რარიგ ძნელიც არ უნდა იყოს, გახსოვდეს – უნდა გადადგა ერთი ნაბიჯი, და კიდევ ერთი.
და თუ საჭირო გახდა, მაშინ კიდევ ერთი.
ეს ნაბიჯები იქ გაგიყვანს, საითაც შენი გული მიისწრაფვის.
მთავარია, არ შეჩერდე, გადადგა ნაბიჯები მაშინაც, როდესაც ვერ ხედავ, სად უნდა წახვიდე. მაინც იარე წინ!
მხოლოდ შენ ირჩევ, სად უნდა გაჩერდე, ამიტომ იმოძრავე, სანამდე იქ არ აღმოჩნდები, სადაც დარჩენას მოისურვებდი.”

იცხოვრეთ გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: