"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

გინდა, მაგრამ ვერ ბედავ


866138_600როდესაც თავს უტყდები ან საჯაროდ აცხადებ, რომ „გინდა, მაგრამ ვერ ბედავ“, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისად ძლიერად არ გინდა.

წარმატებული, ცნობილი და მშრომელი ადამიანების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ შიში და გაუბედაობა მხოლოდ დიდი სურვილით, მოტივაციით ან ჟინით დაიძლევა. და საერთოდ ცხოვრებისეული გამარჯვებებიც მხოლოდ დიდი ემოციური ძალისა და სტიმულების დატანებით მოიპოვება.

მოკრძალება, ეჭვები და შიშები კი მხოლოდ იმიტომ ვითარდება და მძლავრობს, რომ მისი მეტოქე, საპირწონე ფსიქოლოგიური ძალა, შენში საკმარისად ძლიერი არ არის.

საკმარისად ძლიერი კი იმიტომ არ არის, რომ რაღაც მომენტიდან გაუბედაობას, ორჭოფობას, თვითშეყოვნებას, თვითსაბოტაჟს და ინტელექტუალურ მსჯელობებზე ჩაციკვლას შენ თავად გადააბარე შენს ცხოვრებაში დომინანტის როლი.

და ჩათვალე, რომ შიში უფრო მნიშვნელოვანი, შედეგიანი და მთლიანობაში უფრო მომგებიანი ყოფაქცევითი პატერნია, ვიდრე სურვილი, ჟინი, საჭიროებებზე ზრუნვა და საკუთარი ინტერესების გატანა.

სწორედ შენი გაცნობიერებული თანხმობით შენი სურვილის პინა 1941-03-fear-of-death-and-how-to-get-rid-of-itდამსუბუქდა, შიშისა კი – აუტანლად მძიმე გახდა.

და საქმე სულაც ის არ არის, რომ მებრძოლი არ ხარ, გავლენიანი პატრონი არ გყავს, საკმარისად ახალგაზრდა არ ხარ, რომ დიდი ხანია უკვე რაც ღირებულებები გადააფასე, რომ ნევროზი გკლავს, რომ „ქვეყანაში საშინელი მდგომარეობაა“ და სხვა.

  1. შენი ყურადღება და საფიქრალი სხვადასხვა, ხშირად დიამეტრალურად განსხვავებულ რაღაცეებზე გადაიშალა, გაიფანტა. „გაიფანტა“ იმას ნიშნავს, რომ შენ ეს ყველაფერი, ანუ  სიტყვასიტყვით ყოვლად ურთიერთგამომრიცხავი ამბები, დაიჯერე (!!!).

წარმოიდგინე რა უნდა გადაეტანა შენს სულს მაშინ, როდესაც მას არწმუნებდნენ, რომ:

  • „თეთრი თეთრია;
  • თეთრი შავია;
  • ზუსტად თეთრი ფერი არ არსებობს/რაც თეთრი გგონია, ეგ უბრალოდ რუხია, ანუ შავიც ურევია;
  • ზოგადად თეთრი ფერი არ არსებობს/ეს ილუზიაა;
  • ყველაფერი ტალღებია.

სამწუხაროდ, შენ სიტყვასიტყვით დაიჯერე ის, რასაც გარშემომყოფებმა ჯერ სადღაც ყური მოჰკრეს: მასმედიით, პრესით, ფართო წრის მკითხველზე გათვლილი წიგნებითა და „ბირჟებით“… შემდეგ ქართული სოცსივრცით აკივლებული აზრები ერთმანეთს შეაჯერეს და უტყუარი „სიმართლის“ სახით მზრუნველობით ჩამოგაწოდეს:

„ყველაფერი გაყიდულია, ქვეყანაზე მაფია პარპაშობს, შენ სუსტი და ყოვლად უსუსური ხარ და რამე არაორდინარულის კეთებას აზრი არ აქვს!!!“.

Dignity-Impudence2. შენ წააგე მენტალური ომი და საკუთარ ძლიერებაზე ფიქრს თავი დაანებე. უარი თქვი დიდ ოცნებაზე, საკუთარი თავის მართვაზე, აზრების კონცენტრაციაზე. შენი ფიქრები (თუ ისინი საერთოდ არსებობს და ერთი დიდი გაყინულ-გაშეშებული, ბნელი უარყოფითი განწყობით არაა ჩანაცვლებული) გადაკარგულია.

დაკარგული გაქვს კავშირი შენს „მე“-სთან, ამბიციებთან, მიზნებთან, საკუთარ უნარებთან და უნარქმედითობასთან, მებრძოლურ სულისკვეთებასთან.

მრავალი რამ მენტალური (აზრების) დონიდან შენ ემოციურ დონეზე გადაიტანე. აქ კი გრძნობებმა შენს სამყაროში ემოციური “ქარ-ბორბალა” დაატრიალეს და შენი სულიდან ყველაფრის სურვილი გამორეცხეს. შენი ინტელექტი სადღაც ლოგიკასა და რაციონალიზმში მოსუსტდა და უფრო მეტად არაცნობიერი, გაუაზრებელი იმპულსებით გახდა მართული.

3. შენ იმდენჯერ უარი თქვი და იმდენი უარით გაისტუმრე საკუთარი თავი, რომ საკუთარი თავისუფალი საწყისის მეციხოვნე-დარაჯად იქეცი.

და თუკი ახლა შენი თავისუფლება ციხის ბინძურ კედლებში მძიმედ გმინავს, რა ძალა-ღა უნდა დაუპირისპირდეს იმ შიშს, რომელიც შენს ბატონად იქცა?

თუ შენი სხეული და სიცოცხლე ერთი მძაფრი შებოჭილობის, მარადიული ზღვარგასული კონტროლის სფეროდ იქცა – როგორ-ღა უნდა გააკეთო ის, რაც გსურს, ის, რამაც უნდა გააფართოოს შენი ცოდნა და წარმოდგენა საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ?
ამგვარად, ამ სამი ზემოაღწერილი პუნქტის წაკითხვის შემდეგ საკმარისი მონდომების შემთხვევაში შენ აუცილებლად დაინახავდი გამოსავალს. და საკმარისი მზაობისა და სურვილის ვითარებაში უკვე დაიწყებდი აუცილებელი ზომების დასახვასა და ჩანიშვნას – რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რათა დროულად გადალახო შიშები, ეჭვები, სიზარმაცე, თვითსაბოტაჟი და სხვა.

მე კი, ჩემის მხრივ, ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებულ სავარჯიშოებთან ერთად (ანალიზი, ცხოვრებისეული ქეისები, დებატები, ვიზუალიზაცია, ხატვა, მეხსიერების გაძლიერება, საბრძოლო ხელოვნებები, ემოციების ტრენინგი)  ასეთ რამეს გირჩევდი.

გარკვეული შიშის დამარცხება მხოლოდ მენტალურ ფრონტზე გამარჯვების მოპოვებით არის შესაძლებელი. შიში იმით არის ძლიერი, რომ გიკრძალავს ფიქრს იმაზე, რაც დაუშვებლად „წარმოუდგენია“.

ამიტომ შენი მიზანი უნდა იყოს:

აღადგინო/შექმნა შიშის საწინააღმდეგო სულიერი მდგომარეობა; ანუ წარმოისახო, მაქსიმალურად მკვეთრად დაინახო შენს ცნობიერებაში, და რეგულარულად, ნებისმიერ თავისუფალ წუთს მასზე იფიქრო. შენი ამოცანაა გაამყარო ეს შინაგანი მდგომარეობა შესაბამისი ამაღელვებელი და ძალისმომნიჭებელი გრძნობებით.

ყოველი ასეთი ძალისხმევის შემდეგ შიშის გრძნობა სულ უფრო მეტად სუსტი და დაკნინებული გახდება. 

რაღაც მომენტში კი შენ თვითონ იგრძნობ, რომ მოქმედების ჟამი დადგა!

რაც უფრო დახვეწილად იქნება გააზრებული და გათავისებული შენს მიერ ძლიერების შინაგანი მდგომარეობა, მით უფრო დროულად შეიტან გარდატეხას შიშთან ომში და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებში.

ასე რომ ყველაფერი გენიალური, წესისამებრ, საოცრად მარტივია…

პიროვნების ბედს ფიქრი მართავს!

და მხოლოდ ის პიროვნება მართავს საკუთარ ბედს, ვინც საკუთარ ფიქრს მართავს.

იცხოვრე გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: