"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

უსუსურობის კრიზისი


უსათაუროთითქმის ყველა ადამიანისათვის ასე თუ ისე მწარედ ნაცნობია უსუსურობის გრძნობა. თუ უმწეობის განცდა და შეგრძნებები ქრონიკულ ხასიათს იღებს, ადამიანს დაუცველობა, იმედგაცრუება და დეპრესია ემართება. უსუსურობასთან ერთად შიში, დათრგუნულობა, დარდი, უხერხულობა, პანიკა, სულიერი ტკივილი, გამოუვალი მდგომარეობის ფიქრები პიროვნების დამანგრეველი ემოციების მთელ კასკადს ქმნიან.

მართალია, უსუსურობა მოულოდნელად და თავზარდამცემად იწყება, თუმცა თანამედროვე მოქალაქის, ისევე, როგორც მისი ნაკლებადგანათლებული და უმეცარი წინაპრის, ქვეცნობიერებას ყოველთვის ატყვია და რეგულარულ ფონად გასდევს უსუსურობის შენიღბული სულიერი მდგომარეობა. თუკი პიროვნება უსუსურობას რაღაც პერიოდის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ აცნობიერებს და ანგარიშს არ უწევს, ეს ჯერ კიდევ სულაც არ ნიშნავს, რომ გრძნობა საერთოდ გამქრალია და აღარ არსებობს.

უსუსურობის ემოციის ხელოვნურად გამოწვევის კლასიკური შემთხვევად შეიძლება მივიჩნიოთ ფიზიკური სხეულის ვარჯიშით „ზედასტრესვა“.

მაგალითად დაიწყეთ იატაკიდან აწევები (რასაც ზოგიერთები „ატჟიმანიებს“ უწოდებენ)/ან კიდევ თქვენთვის მეტად უსიამოვნო (!) ნებისმიერი ვარჯიში („პრესები“, ბიცეფსებით აწევა, ჩაჯდომები და სხვა). გააკეთეთ 50-ჯერადი გამეორება, დარჩით სავარჯიშო პოზაში (იატაკის თითქმის პარალელურ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხელებზე). გააკეთეთ კიდევ 10 აწევა, შემდეგ კიდევ 10, კიდევ 20 და ასე მანამ, სანამ არ გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ კუნთი/ები სრულიად გაითიშა, „მეტი აღარ შეგიძლიათ“ და ეხლა უბრალოდ დაეცემით/მოკვდებით, რადგან სუბიექტურად საყრდენისა და ძალის განცდა აღარ გაქვთ. თუკი მოულოდნელად შეწყვეტთ მოძრაობას, იატაკზე დაწვებით და საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით – აღმოაჩენთ, რომ მეტისმეტად მოწყვლადი გახდით, რომ წამოდგომაც კი გიჭირთ, თავბრუსხვევა, გულისრევა, უმწეობა დაგემართათ; სხეული კი თქვენზე, ხატოვნად რომ ვთქვათ, უბრალოდ ძალზედ „ნაწყენია“.

გაიაზრეთ – რა მომენტიდან დაიწყო ფიზიკურმა სხეულმა ტვინში პანიკური სიგნალების  გაგზავნა, რომ „აღარ სიამოვნებს“, რომ „ვეღარ გაუძლებს მეტად“ და რომ „ეს რა ნამდვილი ჯოჯოხეთია“.

აი ეს წინააღმდეგობა, რომელშიც სხეულთან ერთად ფსიქიკაცაა ჩართული, არის სწორედ ის ბარიერი, ზღუდე, რომლის მიღმა თქვენი უსუსურობა იბუდებს. რა თქმა უნდა, ის, რაც იმალება ამ კედლის უკან, გაცილებით უფრო მტკივნეული და ძნელი ასატანია, და მისი დანახვაც კი მძაფრი და აუტანელია. თუმცა მყესების, იოგებისა და კუნთების შებოჭილობები/ბლოკები მაინც საკუთარი სისუსტის დანახვაში საკმაოდ კარგად გეხმარებიან.

მას შემდეგ, როდესაც თქვენ მიუახლოვდებით და პირისპირ დაუდგებით თქვენს უსუსურობას, შიშისაგან გაშეშებულობას (რასთანაც შეგიძლიათ ფიქრითაც მიხვიდეთ), სცადეთ პირადად (ან გამოცდილი ადამიანის დახმარებით) დარჩეთ ამ შეგრძნებებისა და გრძნობის პირისპირ. მაქსიმალურად ეცადეთ უსუსურობის გამოჩენისთანავე არ მოძუძგოთ – სხვა ფიზიკურ სივრცეში, სხვა აზრებში, სხვაგან!

Javier Campuzanoმორჩილად დარჩით პირისპირ უსუსურობასთან, სიტყვასიტყვით დააკვირდით მის გარეგნობას, ფორმებს, სამოსს.

რა არის, რა ფორმისაა, რისი თქმა სურს თქვენთვის?

ესაუბრეთ!

ესაუბრეთ, როგორც სულიერ არსებას, გარკვეული დიდი ძალის განსახიერებას (რაც, მთლიანობაში შეესაბამება კიდეც სინამდვილეს).

უსუსურობის ძლევამოსილების საფუძველი ხომ თქვენი უმეცრება, არცოდნა და მისთან მიუკარებლობაა. რაც უფრო მეტი იცით და რაც უფრო ახლოს ხართ უსუსურობის გრძნობასთან, მით უფრო უსუსური ხდება იგი თქვენს წინაშე.

და რაც მთავარია, უსუსურობის ნეიტრალიზაცია გონების ძალით და სიყვარულის გრძნობით უნდა მოხდეს. ის, რომ დღესდღეობით უსუსურობა ესოდენ ძლიერია თქვენთვის – არა მხოლოდ თქვენი ადამიანური სხეულის ზოგადი ფიზიკური შეზღუდულობით და სამყაროში გამეფებული თავზარდამცემი უსამართლობით არის გამოწველი, არამედ აზრების ხაფანგებით, რომელსაც თქვენს გონებასა და სულს სხვადასხვა ენერგეტიკული ძალა უგებს. ხაფანგებით, სადაც თქვენ რეგულარულად ეგებით.

ანუ საქმე მაინც ისაა, რომ ძირითადი თამაში, მოქმედებები, ბრძოლა (როგორც გინდათ ისე უწოდეთ) მაინც სულიერ-მენტალურ დონეზე მიმდინარეობს. კი, გარეგნული, მატერიალურ-ფიზიკური დონე – ზომით, კონკრეტულობით, მოცულობით და ფორმებით, ხილვადობით გაცილებით დიდი და გრანდიოზული ჩანს, მაგრამ პიროვნული ზრდისა და ძლიერების ძირითადი საკითხები მაინც სწორედ ფაქიზ და შეუმჩნეველ მენტალურ-სულიერ პლანზე წყდება.

და წყდება უმთავრესად მატერიალურსა და სულიერს შორის ბალანსის შენარჩუნებით.

უსუსურობის გრძნობის ზეობა სწორედ იმას ეფუძნება, რომ თქვენ ამ ბალანსსაც არღვევთ.

არღვევთ, როდესაც ფიზიკური და მატერიალური მეტისმეტად ძლიერი გგონიათ, ხოლო სულ სულიერი – მეტისმეტად უსუსური.

ამგვარად, დაიწყეთ იქიდან, რომ იპოვეთ თქვენი ძალა სწორედ უხილავ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, უწონო, შეუმჩნეველ სამყაროში.

იპოვეთ იმით, რომ სწავლობდეთ და აქარწყლებდეთ თქვენს უსუსურობას!

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: