"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

რას ეძებენ ადამიანები?


photodune-2360842-700x319რას ეძებენ ადამიანები?

ბევრს ამ კითხვაზე შეიძლება ერთი და იგივე პასუხი გაუჩნდეს.

ალბათ, ადამიანები იმას ეძებენ, რაც აკლიათ, რის სიმწირესაც ფიზიოლოგიურ, ფსიქიურ, სამოტივაციო და ემოციურ დონეებზე განიცდიან:

  1. შინაგანი თავისუფლება;
  2. სიხარული;
  3. ენერგია;
  4. შინაგანი ძალა;
  5. სიყვარული (გაცემული და მიღებულიც);
  6. აღიარება;
  7. მოტივაცია;
  8. რწმენა
  9. კომფორტი და უსაფრთხოება.

თუკი საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე თქვენ გაგაჩნიათ უნარი პირდაპირ და, გნებავთ, ირიბად, დაუკმაყოფილოთ ადამიანებს ეს საძიებო ზრახვა, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ადვილად შეძლოთ დასაქმება და წარმატებული ბიზნესის ჩაშვება. მაგრამ თუკი თქვენ თვლით, რომ ასეთი უნარ-ჩვევები არ გაგაჩნიათ, მაშინ გმართებთ ყველა ღონე იხმაროთ, რათა ეს მოჯადოებული წრე დროულად გამოარღვიოთ და თქვენი ცხოვრება ბედნიერებასა და წარმატებისაკენ, მკაცრად შედეგზე დამიზნებულ რელსებზე დააყენოთ.

როგორ უნდა გააკეთოთ ეს?

ყოველი ახალი სკოლა, მასწავლებელი, ფილოსოფოსი, ტრენერი, ქოუჩი ან ფსიქოთერაპევტი ახალ და სპეციფიკურ რეკომენდაციას მოგცემთ. ყოველი ახალი საიტი, ახალი სტატია და ავტორი თქვენს მენტალურ ქაოსს კიდევ ერთ დეტალს დაუმატებს და გააღვივებს. მაშინ როდესაც თქვენი უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს არა საინფორმაციო წყაროების ექსპონენციალური გადამრავლება, არამედ, შეიძლება ითქვას, პირიქით – შემცირება, და უფრო მეტიც, მაქსიმალური შემცირება!

სანამდე თქვენ არ დაეუფლებით/გაააქტიურებთ მოვლენების გაფილტვრას, პროცესების და ვითარების გამარტივების ტექნიკას – ყოველთვის შეეჯახებით გადაღლის, გადატვირთვის, და ინფორმაციული დასტრესვის მძიმე შედეგებს.

ასე რომ, პირველი და ყველაზე შინაარსიანი მოქმედება, რაც შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში, ეს არის ის, რომ მოახდინოთ ყველაფრის გამარტივება; სამოტივაციო და ემოციური სიმწვავის, სიმძაფრის მოხსნა თქვენს შიგნით – შეხედულებებში, ღირებულებებში, დამოკიდებულებებში, შეფასებებში, აზრებში.

რას ვგულისხმობ? მაგალითად, თუკი რაღაც არ მოგწონთ თქვენს თავში, უბრალოდ გაამარტივეთ და დაარწმუნეთ თქვენი „მე“:

„ეს მხოლოდ შეფასებებია, არ ღირს დრამატიზირებად! ეს დღეს და ახლა არის ასე და ამიტომ მოდი ყველაფერს ცოტა უფრო მშვიდად შეხედე. რამდენი რამ მომხდარა შენს თვალწინ და რამდენი ჩანაფიქრი აგსრულებია. ესეც იქნება!“.

ან ვთქვათ, რამეს ვერ ლახავთ საკუთარ თავში და ვერ იღებთ გადაწყვეტილებას და ვერ იცვლებით. უთხარით თქვენს თავს:

„ეს უბრალოდ დროის ამბავია, ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, მე აუცილებლად მივაღწევ ჩემსას. თუ დღეს ეს საქმე არ გამოდის, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. საიდუმლო უბრალოდ სწორ მეთოდოლოგიასა და მიზნის მიღწევის უფრო დახვეწილი სტრატეგიის პოვნაშია“.

ბევრ რამეს უფრო და უფრო მარტივად შეხედეთ!

1399936429_zhenschinaშეგეშალათ? მერე რა?! კიდევ ბევრჯერ შეგეშლებათ🙂 და მერე რა?!

სასურველს მიაღწიეთ? ბედნიერი ხართ? მშვენიერია!!!

ვინმემ გაწყენინათ? მერე რა?! კიდევ იქნება მსგავსი შემთხვევები. ან იქნებ ჯობს სულაც მოიცილოთ სამყაროს ამგვარი აღქმა: წყენა/განაწყენება/ბოღმა/დარდი!

რაღაც ვერ ლაგდება და ვერ გვარდება?! გაამარტივეთ!

ჩვენს დროში მორიგი შინაგანი კონფლიქტის შექმნა ნამდვილად ამაოებაა. 5 წლის თავზე ეს თქვენი კონფლიქტი არავის დასჭირდება. დღესაც და ახლაც იგი არავის სჭირდება, რადგან უბრალოდ ძალებს, ენერგიას და დროს გართმევთ, თანაც თქვენს პიროვნებაში მთელ რიგ მავნე ჩვევებსა და ნევროზების საფუძვლებს ამყარებს.

მაშინაც კი, როდესაც საქმეს განსაკუთრებული დეტალიზაცია სჭირდება, მხოლოდ იმიტომ ჩაჰყევით დეტალებს, რომ შემდგომში დროულად ამოხვიდეთ ხოლმე წვრილმანების მორევიდან და უფრო ოსტატურად მოახდინოთ გლობალური ვითარების გამარტივება.

ყოველთვის იმუშავეთ გამარტივების პრინციპით!

დაიკიდეთ თუ გეტყვიან: „უიმე რა უბრალო ხარ!“ ჩათვალეთ, რომ ეს ქათინაურია თქვენი წინსვლის სანაცვლოდ!

და ბოლოს, წარმატების შექმნა არ იწყება მხოლოდ ბიზნეს-იდეის ფორმირებით და მით უმეტეს საბანკო კრედიტის ინვესტირებით სარისკო საქმიანობაში.

იგი იწყება ეფექტური და ლაღი ურთიერთობებით საკუთარ თავთან და ადამიანებთან.

აგრეთვე იმით, რომ ადამიანებს უკმაყოფილებდეთ და უვსებდეთ იმას, რაც მათ აკლიათ; რასაც ისინი ესოდენ დიდი თავგამოდებით ეძებენ სამყაროში. და თუკი მოცემულ ეტაპზე თქვენ მომხმარებლისათვის ჯერჯერობით არც ორიგინალური პროდუქტი და არც მომსახურება შესათავაზებელი არ გაქვთ, მაშინ უბრალოდ ასეთი მეთოდით იმუშავეთ.

ყოველდღიურ ადამიანურ ურთიერთობებში გადაერთეთ „აღებიდან“, „მიღებიდან“, „გამორთმევიდან“ – „გაცემაზე“.

როგორ?

სხვადასხვა ფორმითა და საშუალებებით, ნებისმიერ ინდივიდთან კომუნიკაციის პროცესში  ეცადეთ:

  • შეუქმნათ მას შინაგანი თავისუფლების შეგრძნება;
  • მიანიჭოთ სიხარული;
  • აღავსოთ ენერგიით;
  • მისცეთ ძალა;
  • შთააგონოთ სიყვარული;
  • პირდაპირ აღიაროთ;
  • შთაუნერგოთ მოტივაცია;
  • გაამყაროთ რწმენაში;
  • შემოსოთ კომფორტითა და უსაფრთხოებით.

იმოქმედეთ ამგვარად…

და თავად ვითარება და ადამიანები გიკარნახებენ თუ რა საქმიანობა/ბიზნესი/პროდუქტი მიგიყვანთ წარმატებასთან.Google-Search

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: