ცეცხლი ნავთზე

სახალისო სტატუსები :)))


” – იგი ძალიან მომწონს, მაგრამ მასზე შეყვარებული არ ვარ.
– მას კი სიგიჟემდე უყვარხართ, თუმცა მოწონებით დიდად არ მოსწონხართ.“

ოსკარ უაილდი „დორიან გრეის პორტრეტი“

 

ხელების სპეციალური ვარჯიში – ფულის დათვლა! ხსნის ტკივილს სახსრებში, არეგულირებს წნევას, მთლიანად ხსნის კბილებისა და თავის ტკივილს, აუმჯობესებს მხედველობას, აწესრიგებს მადას, გარდერობს, გარეგნობას და საოჯახო პირობებს! რეკომენდირებულია!

 

„როდესაც ქმარი მაბრაზებს და შეურაცხმყოფს… გატრუნული ვარ! და ჩუმად ვხეხავ უნიტაზს… მისი კბილის ჯაგრისით“ (სტატუსებიდან)

 

„მამაკაცებო! გსურთ გათიშოთ ქალი 30 წუთით? ჰკითხეთ მას, რას ჩაიცმევს ხვალ სამსახურში წასასვლელად?“ (სტატუსებიდან)

 

„ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – ჯერ ჭკვა არ გაქვს, მერე კი ჯანმრთელობა.“

 

„…ოდესღაც უბრალოდ მსურდა ვყვარებოდი და ბედნიერი ვყოფილიყავი… ეხლა კი უბრალოდ მანქანა მინდა“.

 

მივიდა დედამთილი რძალთან სტუმრად. გაიარ-გამოიარა ოთახებში…ტელევიზორს, შკაფებს, სარკეს თითი გაუსვა. და აჩვენებს თითს აყოლილ მტვრის უზარმაზარ ფენას, თან ეუბნება:
„აბა რა ანდაზა გახსენდება ამაზე?“ (მიანიშნებს, ვითომ „სისუფთავე ჯანმრთელობის წინაპირობააო“)
რძალმაც არც აცია არც აცხელა და უთხრა:
– ღორი ყველგან სათავისო ტალახს იპოვის!“

„გაუღიმე უცნობს – დაე იოცნებოს!“

 

„პარადოქსი – 60 წლის შემდეგ კატეგორიულად აკრძალულია მატარებლების, თვითმფრინავების, ავტობუსების მართვა. ქვეყნის სამართავად – კი მიდი და მიდი!“

 

„საკუთარ თავზე რასაც არ მოყვები, ზურგსუკან მაინც უფრო საინტერესო რამეს იტყვიან“.

 

„ცხოვრება მძ..რია, მარა ჩვენი „ლაფატკით“ ვართ!“

 

„ყველა მამაკაცს აქვს სამი სახეობის ტანისამოსი:
1. გამოსასვლელი;
2. საშინაო;
3. საშინაო, რომლითაც შეიძლება მაღაზიამდე გასვლა.“

 

„საკუთარი ტვინის ტ…ნის ხელოვნებას ნამუსი ეწოდება.“

 

„ქალს უყვარს ყურებით, მამაკაცს – თვალებით. ყველაზე აღმგზნები პოზა – მამაკაცი უყურებს ქალს ყურში“.

„რეცეპტი მელოტებისათვის. „თავზე თაფლი წაისვით უხვად. სამი დღე მოიცადეთ, შემდეგ მთელი ძალით ტაში შემოჰკარით. ბუზები გაფრინდებიან, ფეხები კი დარჩება“.

„გინეკოლოგი – ადამიანია, რომელიც პრობლემებს იქ ეძებს, სადაც სხვები ბედნიერებას ეძებენ“. (სტატუსებიდან)

 

„ასაკიანმა ქალებმა ქორწილებში შემაღონეს ლაპარაკით – „ეხლა უკვე შენი ჯერია“. ამის თქმა მხოლოდ მაშინ-ღა შეწყვიტეს, როდესაც ავდექი და იგივეს დაკრძალვებზე ვეუბნებოდი.“

 

„შეყვარებული ხარ – როდესაც იდიოტივით ჩამომდგარხარ ქალების ტუალეტის წინ, ქალის ხელჩანთით და გიხარია!“

 

„მხოლოდ ორი რაღაც აიძულებს ქალს უცნაური პოზა მიიღოს – ფოტოაპარატი და რევმატიზმი“.

 

„ადამიანებისაგან განსხვავებით კატები მხოლოდ საკუთარ ტ..კს ილოკავენ.“

 

„ქალის სამი ასაკი:
1. ანერვიულებს მამას. 2. აღიზიანებს ქმარს. 3. აცოფებს სიძეს.“

 

„საკუთარი თავის შესახებ ხშირად კარგი რაღაცეები თქვით. წყარო ავიწყდებათ – ინფორმაცია რჩება“.

 

„თუ სარკეში ტრაკი დაინახე, ნუ შეშინდები! გაუღიმე, და ისიც საპასუხოდ ღიმილს დაგიბრუნებს!“

 

„მამაკაცები წიგნებივით არიან: არის მოსაწყენები, საინტერესოები და არის, რომ მათში ფულია დამალული.“

 

„თქვენ ახლახანს იმ სტატუსის კითხვა დაიწყეთ, რომლის კითხვას ახლა ასრულებთ!“

 

„როცა პირს წარსულისაკენ იბრუნებ, ამ დროს მომავალს უქცევ ტრაკს!“

 

„ადვილად ხელმისაწვომად რომ არ მოსჩვენებოდა, სვეტლანა პირველ პაემანზე ბანანს კოვზით ჭამდა…“

 

„დალტონიკი ვასილი ახლაც დარწმუნებულია, რომ რუბიკის კუბიკს 13 წამში აწყობს.“

 

„ამბობენ, სილამაზე გადაარჩენს სამყაროს. გუშინ ავტობუსით ვბრუნდებოდი სახლში… მგონი, მალე ომი იქნება… მხოლოდ ჩემი სილამაზე სამყაროს არ ეყოფა.“

 

ასფალტზე საღებავით წერია: „ანი, მომეცი შანსი!“. ვერ მოვითმინე და მანქანა სიტყვაზე „შანსი“ მივაპარკინგე“.

 

„ისე საინტერესოა, რიკშა, რომელსაც ელექტროშოკით უცაცხანებ, შეიძლება ელექტროტრანსპორტად ჩაითვალოს?“

 

„მიხმობდნენ ოცნებები, თავგადასავლები, დიდი საქმეები და აღმოჩენები! თუმცა დივანი ყველაზე ხმამაღლა მიხმობდა!“

 

„მთავარია ცხოვრებაში – იპოვო ადამიანი, რომელსაც შენი დარჩენილი წლები ტვინს ახდი.“

 

„სიყვარული ადამიანს აწმინდავებს. ყოველი შემთხვევისათვის აიძულებს იბანაოს, პირი გაიპარსოს და „ნასკები“ გარეცხოს ხოლმე“.

 

„ყველა ქალიშვილს, რომლებიც ელოდებით თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს, გატყობინებთ! რაში გარდაიცვალა, ფეხით მოვდივარ, ამიტომ ვყოვნდები!“.

 

„თუ სასწრაფოდ ჭკვიანური სახე უნდა მიიღოთ, გადაამრავლეთ გუნებაში 289 345-ზე.“

 

„ღიმილი – ადამიანში პოზიტივის არსებობის ნიშანი არაა, ეს ნიშანია უნარის დააიგნოროს გარშემო არსებული მძ..რი.“

 

„სხვა უცხოპლანეტელების მიერ გატაცებული უცხოპლანეტელები, თავს უხერხულად გრძნობენ“.

 

„თავი კონკია მგონია: თუ 12-მდე სახლში არ ვიქნები – გოგრაში მომხვდება!“

 

„თუნდაც იმიტომ უნდა დაქორწინდე, რომ იცოდე, რატომ არ უნდა დაქორწინებულიყავი!“

 

„იჯდე სოც. ქსელებში და გეამაყებოდეს, რომ ტვ-ს არ უყურებ, იგივეა, რაც იჯდე გეროინზე და გიხაროდეს, რომ არ სვამ“.

 

„ფრენბურთელი გოგონას ქორწილში დედოფლის დაქალებმა საქორწილო თაიგულს ორი საათის განმავლობაში დაცემის საშუალება არ მისცეს“.

 

„უხერხულია, როდესაც რის ვაივაგლახით გამოსთხოვე, ამ დროს კი არ გიდ….ება“.

 

„მამაკაცი, რომელსაც შეუძლია ქალს გაუგოს, როგორც წესი, სხვა მამაკაცთან ერთად ცხოვრობს“.

 

„თუ მამაკაცი წყვეტს ყოველდღიურად პირის პარსვას, „ნასკების შეცვლას“, ბოდიშის მოხდას, კომპლიმენტების თქმას, ყვავილების მოძღვნას, მაშ, მორჩა, დამშვიდდი: ის უკვე შენია!“

 

„ქალი – ეს არის მაკიაჟით დაფარული საიდუმლო“

 

„რა საყვარლობაა, როცა შეყვარებული გვერდით გყავს! ნებისმიერ წუთს შეგიძლია ყველაფერი მას დააბრალო!“

 

„თუ ჩემს ხელფასს ოლიგარქის ხელფასს მიუმატებ და ორზე გაყოფ, გამოდის, რომ საშუალოდ ორივე კარგა მაგრად ვშოულობთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ სტატისტიკურად კი იყოფა, მაგრამ ცხოვრებაში – გაყოფა არ უნდა :(“

 

დღეს ქუჩაში ერთი ბებო შემხვდა, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით: „თუ გინდივარ – გაიღიმე“. ცხოვრებაში არასოდეს ამდენი ძალისხმევა არ დამჭირვებია, რომ სახის სერიოზული გამომეტყველება შემენარჩუნებინა“.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: