ცეცხლი ნავთზე

აზრების კალეიდოსკოპი


10533210_10152626549125477_6114349237251660863_nდღეს საზოგადოებაში აქტიურად რამდენიმე აზრი და მოსაზრება მუსირებს:
1. სამოქალაქო არეულობისა და ომის უკრაინისმაგვარი სცენარი ჩვენ არ გვემუქრება, რადგან ხელისუფლებამ დააბალანსა ურთიერთობები რუსეთთან;
2. ახლანდელი ხელისუფლება არაფერს რეალურს აკეთებს, წინა ხელისუფლება კი – ცოცხების პენეტრაციით იყო დაკავებული (რეზიუმე – “ჩვენ პატრონი არ გვყავს, არც გვყოლია და არც გვეყოლება/ჩვენ მაგის ბედი ვინ მოგვცა/ყველა თავის ჯიბეზე იყურება);
3. ქვეყანაში ყველაფერი გაჩერდა/გაჭირვებაა/ძნ რთული მდგომარეობაა, მაგრამ… (ეს „მაგრამ“ რა არის ნორმალურად ვერავინ აგიხსნის. IMHO – „ცოცხებისაც“ ეშინიათ, თან მაინც ჩვენი ხალხის ბუნებრივი მიდრეკილება ბარდაკისაკენ თავისას იქმს);
4. დასავლეთი ჰეტეროების, ბოზების/პიდარასტლესბიანკების/მასონების/სატანისტების/“კაზანტიპების“ ხაზის გამტარებელია, რუსეთი – კი ერთმორწმუნე, „დიდძუძუებიანი’, უხვადმეწველი, „რაკარგადვიყავით“აა და ა. შ.;
5. „მიშა დაბრუნდება“! და იქვე „ნაციონალები ვეღარ მოვლენ!“ („რანაირად უნდა მობრუნდნენ, ჰა, რა პირით-ჰა? შანსი არარი!“);
6. „ქვეყანას ბიძინა მართავს!“
7. „აბა ასოცირების ხელშეკრულება სად იყო ნაციონალების დროს! ადამიანს ეხლა აღარ გეშინია აზრის გამოხატვის!“
8. აზრების კალეიდოსკოპი: „ქართულ ღვინოს გზა გაუხსნეს, მწვანილი გაიტანეს, „ბორჯომი გაიტანეს“… ეკლესიას უნდა დავუჯეროთ. ეგ ერთია მართალი გზა… რუსეთთან დაპირისპირებით რას მოვიმკით? ან რა მივიღეთ-როოოო?!!“
კიდევ უამრავი მსგავსი იდეის ჩამოყრა შეიძლება…
თუმცა მოვლენები ცხადყოფენ, რომ ის მსხვილი დაჯგუფებები და რეგიონალური ბლოკები, პოლიტიკური მეგამოთამაშეები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში არათუ პარტიებს, არამედ ათწლეულების განმავლობაში ჩაშვებულ პროცესებს და ორიენტირებს, ემზადებიან გადამწყვეტი დაპირისპირებისათვის. ამ თვალსაზრისით ადგილობრივი და, თუნდაც საერთაშორისო, მასმედია, ზოგადი პოლიტიკური ცხოვრება წინასაბრძოლო მანევრების საუკეთესო ინდიკატორია.
ბევრ რამეს, ალბათ, გადაწყვეტს ის, თუ რამდენად დროულად შეძლებს უკრაინა 10330490_10152626541580477_8447284482458258644_nლიბერტარიანული რეფორმების გატარებას და სამოქალაქო ომის დასრულებას… აგრეთვე ისიც, თუ რამდენად მალე მოახერხებს საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ქართველი ხალხისათვის თავის მოძულებას.
პარალელურად კი ყველაფერი მრავალჯერ ნაცადი სტრატეგიით წარიმართება – პროვოცირება, მაქსიმალური პროვოცირება, და კიდევ ერთხელ პროვოცირება. დარჩენილ საქმეს ნგრევას მოწყურებული ხალხი თვითონ ჩაათავებს – ქუჩაშიც და საარჩევნო ურნებთან.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: