ცეცხლი ნავთზე

ხელის გაშვების ნიჭი


I-will-posses-your-heartცივილიზებულობამ ბევრზე ბევრი სრულყოფილი ნივთი მოგვიტანა: თვითმართვადი რობოტები და უპილოტო ავტომატიზირებული თვითმფრინავები, 3-D პრინტერები, ავტომოპასუხეები და დეშიფრატორები, იმპლანტირებული მიკროჩიპები, ადამიანური ურთიერთობების და საერთოდ ნებისმიერი სცენარის გენერატორები, კლონირებული ადამიანები…
თუმცა ყოფითი ნივთების სიმრავლემ ადამიანს ფლობის და დაუფლების ბუნებრივი დაუოკებელი ჟინი კიდევ უფრო გაუმძაფრა. სურვილების სიმძიმის ცენტრმა ფლობის, მითვისებისა და დასაკუთრების შეგრძნებებისაკენ გადაინაცვლა. დღეს ადამიანები მასიურად უარს ვაცხადებთ საკუთარი სიცოცხლით, ემოციების ფეირვერკების ყოველი წამით ტკბობაზე, იმპროვიზაციაზე, წამიერების უნიკალობაზე, მიწასა და ზეცაზე, უსასრულობასა და შინაგანი იმპულსით დაწყებულ მაკროცვლილებებზე და, თითქოს კონტრაქტით აღებული საქმე ყოფილიყოს, ენთუზიაზმით ვაგრძელებთ ერთიმეორის განივთებას და საგნადქმნას.

ალბათ, დედამიწა რომ მსოფლიოში მიმოფანტულ მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმის ფილიალებად არ გადაქცეულიყო, ძეხორციელმა გადაწყვიტა, ეს ქანდაკებები სახლში, გნებავთ საკუთარ სულში, შეეზიდა. და ამჟამად, ეს სანიმუშოდ ბრწყინვალე ფიგურები ცალკ-ცალკე თითოეულ მიმთვისებელ პიროვნებას ეკუთვნის, მისი გაუსხვისებელი საკუთრებაა… რასაც უნდა იმას დამართებს; გადააწყობს, დაშლის, კიდურებს დააწყვეტს, გულს ამოგლეჯს და ამ ორგანოს ანატომიას დაისწავლის, ან, როდესაც გარე სინამდვილეში ვერ იკმარებს სცენისა და თამაშის გასაქანს, აატინგიცებს, ააბუქნებს და ამ ფიგურაზე იყრის საკუთარი უმწეობის ჯავრს.

…ფლობის სიამოვნება ხომ თავისთავად მხოლოდ ფლობა არაა, მას თან ნივთის გამოყენების ტკბობა ახლავს. გამოყენების სიამე კი თითქოს საკმაოდ ბუნებრივია, და ადამიანს პრესიტორიული აკვნიდან მოსდევს – სიმშვიდე, კომფორტი, ფსიქოლოგიური მშვიდობა, სტაბილურობა, სულიერი სისრულე, პიროვნული აღზევება და სხვა. სამწუხაროდ, ეს ე.წ. „ფლობა“ საკმაოდ მაცდური და მოჩვენებითი გრძნობაა. იგი ადამიანს გზას უღობავს უფრო მეტი რამის გასააზრებლად…
ხანდახან ჩვილი ბავშვიც, თუკი თითებში შენს თითს ჩაუდებ, ხელს მტკიცე მუშტად ჰკრავს და არ უშვებს არასდიდებით. თუმცა მანაც იცის, რომ მოკუმულ მტევანზე არაჩვეულებრივად გავლენიანი, საცქერლად საამო და გასაგები, რა თქმა უნდა, გაშლილი ხელისგულია. განა სიბრძნეც არ ცხადყოფს, რომ უფრო დიდი რამის ფლობისათვის უფრო მცირესათვის ხელის გაშვება უნდა შეგეძლოს?!

ამასთანავე იმისი გაცნობიერების კეითილგონიერებაც უნდა შეგვწევდეს, რომ წუთისოფლად არავის არაფერი არ ეკუთვნის (!).
საკუთრებისა და დასაკუთრების აზრი უფრო სხვა სააზროვნო შრეზეა, რომელსაც, რაგინდ ძნელი არ უნდა იყოს და ჩანდეს, ხელი უნდა გავუშვათ, თუნდაც იმიტომ, რომ, ყველაზე მცირე, მატერიალური მდგომარეობა გავიუმჯობესოთ.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი უბრალო ადამიანის ხელი (იგივე სულის ნივთიერი ანალოგი), ორ სხვა ადამიანს, ორ დიდ ნივთს, ორ მოვლენას, ერთდროულად ვერ დაიკავებს.
და საერთოდ, არც ხელი და არც სული იმისათვის არაა შექმნილი, რომ მთელი ცხოვრება ერთ რამეს იყოს ჩაბღაუჭებული.
გაშვება უნდა ვისწავლოთ და გავუშვათ კიდეც! მხოლოდ ასეა შესაძლებელი კვლავ მიღება და თავისუფალ გულში ჩახუტება!

(„განა შესაძლებელია ვინმე სამუდამოდ შენს გვერდით ამყოფო, ისე რომ მასში ის ყველაზე ძვირფასი არ მოკლა, რასაც აღმერთებდი?“ – „მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ“, https://sosomikeladze.wordpress.com/2014/03/30/მე-შენ-ისე-ძალიან-მიყვარხ/)

© SM

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: