სხვადასხვა

უნებური ფანდი


10509589_10152552643255477_2409215564861989405_n

დღეს მთა ცივზე ვიყავი ინდივიდუალური ლაშქრობით და ასეთი სახალისო ამბავი გადამხდა. ამბავიც არა, ალბათ, ჩემდაუნებურად ფანდი, მისტიურობის სამყაროს გამჭოლი ილეთი გამომივიდა. 
ცივის მწვერვალამდე მისვლისას, დაღლილმა წახემსება დავაპირე; წყაროდან დამრეცი ფერდობისაკენ დასასვენებლად გავეშურე და ამ დროს ნახირის თანმხლები რამდენიმე ქოფაკი და ახალგაზრდა მეცხვარის ძაღლი ჩემსკენ გაავებული გამოვარდა.
ძაღლები ძალიან მიყვარს და საკმაოდ კარგად ვიცი მათი ფსიქოლოგია (შემიძლია მივაყოლო მოარული ბანალობაც, რომ ბევრ ადამიანს მირჩევია). კარგად ვიცი, რომ არ არის საჭირო ძაღლს აგრესიაზე აგრესიით უპასუხო. საჭიროა უბრალოდ ცხოველს არ მისცე თავდასხმის საშუალება, აგრძნობინო, რომ შენ აკონტროლებ სიტუაციას, შენ ხარ აქ მთავარი, მით უმეტეს ისეთ გონიერ არსებას, როგორიც ნაგაზია.
…ჩემსკენ გამონთებულმა ძაღლებმა წრეში მომიქციეს, და კიდევ კარგი ჯოხი მქონდა, როგორღაც შევძელი და მათი ენერგიული იერიში მოვიგერიე. ცოტა გამოვერიდე, ვაჩვენე, რომ არაფერს ვერჩი მათ სამფლობელოს და მოძრავ ქონებას. ქოფაკების აგრესია ცოტა დაშოშმინდა, მარა ისინი მაინც თავს არ მანებებდნენ, კიდევ ამედევნენ და კვლავ ნახევარ-წრეში დამიდგნენ.
პირველი შეტევის წარმატებულად მოგერიების შემდეგ, მე უფრო თავდაჯერებულად დავხვდი თავდამსხმელებს და ძლიერი და მკაცრი ინტონაციით მივმართე:
– კარგი ეხლა, წადით პატრონთან! წადით!
ძაღლები ისტერიულ ყეფას განაგრძობდნენ.
მე საჩვენებელი თითი ავწიე და ტუჩებთან მივიტანე და დაუფიქრებულად ვუთხარ:
– ჩუუუუუ! ნუ ხმაურობთ ამდენს! არ არის საჭირო ამდენი ხმაური!
და გინდ დაიჯერეთ გინდ არა – მსგავსი სასწაულის მოწმე არ ვყოფილვარ – ამ ხუთმა ძაღლმა თითქოს ზემდიწევნით კარგად გაიგო, რაც ვუთხარ („ა, ყველაფერი გასაგებიაო!“). თავები მომენტალურად ასწიეს მაღლა და შემდეგ თითქოს თანხმობის ნიშნად დამიქნიეს. შემდეგ ყეფა შეწყვიტეს და რიგრიგობით, ვით კაი დადგმული სპექტაკლი ყოფილიყოს, გაეშურნენ ნახირისაკენ. ხუთი განრისხებული ზრდასრული ადამიანისათვის ასეთი რამ რომ მეთქვა, ამგვარი გაგებისა და გაცნობიერებისათვის საეჭვოა რომ მიმეღწია.
იმასაც დავამატებდი, რომ ორი ძაღლი მალე კვლავ მომიბრუნდა და ერთი 10-იოდე მეტრის მოშორებით ჩამოჯდა, ალბათ, ელოდებოდნენ, რომ ვაჭმევდი… მაგრამ რამდენი ნაჭერიც გადავუგდე, არც ერთი მათგანი, არც ერთს არ გაჰკარებია…

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: