"ლიდერის დღიური"

საბრძოლო სიტყვა


10377027_10152509693765477_7612123241456585572_n

მივმართავ საქართველოს თოთოეულ სრულწლოვან მოქალაქეს (აგრეთვე უფროსკლასელს!!!), რომლებიც მიჩვეულები ხართ აზრის გამოუთქმელობას, ქედის მოხრას, სიმართლისათვის ბრძოლისაგან თავის არიდებას; რომლებსაც აშინებენ, ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მანიპულირებენ (მატერიალური და სიტყვიერი წახალისებით), ყველაზე ბინძური ხერხებით აშანტაჟებენ, ცდილობენ გადაბირებას, აწარმოებენ მათ წინააღმდეგ ცილისწამებასა და საინფორმაციო ომს, შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს!!!

1. საქართველოს სატკივარზე ხმა უნდა ამოიღოთ ჯერ თქვენ, აზრის გამოთქმა გეკუთვნით უპირველესყოვლისა თქვენ და შემდეგ პოლიტიკოსებს!!! არ უნდა დაივიწყოთ და არ უნდა დაუშვათ, რომ საქართველო 2-3 კაცის მიერ იჯარით აღებული საწარმოსავით სულდგმულობდეს.

2. ქვეყნის შიგნით ჩამოყალიბებული სოციალ-პოლიტიკური სისტემა აუცილებლად დაინგრევა და ფუნდამენტური ცვლილებები აუცილებლად მოხდება. თქვენი სიჩუმე და დუმილი და კიდევ ერთი თავის არიდება ვერაფერს შეაჩერებს. შესაბამისად, ნუ დარჩებით ისე, როგორც განგიხილავენ და გექცევიან – „ბიომასად“.
დააფიქსირეთ თქვენ აზრი ღიად, თავისუფლად და მტკიცედ და იბრძოლეთ იმისათვის, რომ იყოთ პოზიტიური ცვლილებების მონაწილე.

შეიტანეთ ეჭვი იმაში, რომ სისტემა ყოვლისშემძლეა, რადგან თქვენს თვალწინ ათასჯერ უფრო ძლიერი სისტემა დაემხო.

შეიტანეთ ეჭვი იმაში, რომ თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ, რადგან ეხლაა თქვენი დრო – თქვათ და მოიქცეთ სწორად, მოსპოთ ქვეყნისადმი „გამომყენებლობით-მოსწრებითი“ მიდგომა.

3. იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ, უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს თქვენს განწყობას, პოზიციას, შეხედულებებს.

საზოგადოების არსებობა ურთიერთპასუხისმგებლობას გულისხმობს, ამიტომ ნუ ასწავლით თქვენს შვილებს, და-ძმებს, მეგობრებსა და ახლობლებს, რომ გაჩუმება და გაქცევა ყველაზე კარგი გამოსავალია სიტუაციიდან.

ახლაა თქვენი დრო მოიქციეთ თქვენი თავისუფალი სულის კარნახის მიხედვით! ამაზე კარგი დრო აღარ იქნება!

2012 წელი, შემოდგომა (დღეს უკვე ფრაზა “თელავის უნივერსიტეტი” შეიცვალა სიტყვით “საქართველო”).

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: