ცეცხლი ნავთზე

მენტალური „ლუარსაბობა“


4A473F45-B497-45C1-8C7E-F820A7E15D4E_mw1024_mh1024_sზუსტად არ ვიცი რა არის ეს: თაღლითობა, იდიოტიზმი, მიამიტობა, ფანატიკოსობა, მენტალური „ლუარსაბობა“???
ქვეყანაში ატეხილია ისტერია, თითქოს ათა-ს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების) შემდეგ საქართველოში ერთბაშად:
– ადგილობრივი დემოკრატია იზეიმებს და გამეფდება;
– ადამიანები დაიწყებენ დემოკრატიულად აზროვნებას, ქალაქისა და სოფლის ბიუჯეტს რუდუნებით განიხილავენ და ხელისუფლებას პატრიოტულად მიაწვდიან შავით თეთრზე გაწერილ პრიორიტეტებს;
– ხელისუფლება დაკომპლექტდება, “კაკ მინიმუმ” “დავით აღმაშენებლებით” და “გრიგოლ ხანძთელებით” (რამდენიმე “რუქა” შეერევა პიკანტურობისათვის);
– კბილებალესილი მტაცებლების კლანები დაიშლებიან და მიწის სამუშაოებს ან მონასტრებისაკენ მიაშურებენ;
– გაჩნდება თვითმმართველი ქალაქები, სადაც აღარ იქნება კორუფცია და ნეპოტიზმი;
– ცენტრი გამოუყოფს უამრავ ტრანსფერებს, გრანტებს ადგილის “ბრატებს”, ხოლო ადგილი დამშვენდება, გაბრწყინდება, აშენდება “ემფაერ-სთეით-ბილდინგები” (იქნება ეს არის მომენტი, რომელზეც ამბობენ „ივერია გაბრწყინდება?-ო“);
– ადგილობრივი მოსახლეობა გახდება ცოტა უფრო დისციპლინირებული, აღარ მოჯვამს საკუთარი სახლის წინ და მალე მელ გიბსონიც ჩამოვა და ეტყვის: „თქვენი ამბავი რომ მცოდნოდა, მე „პატრიოტში“ აღარ გამოვიდოდი…“;
კი, გეთანხმებით, ძნელია ქართველად ყოფნა – მაგრამ ბავშვები მაინც შეიბრალეთ, გიყურებენ და ცოტა არ იყოს უხერხულია. სექსზე ლაპარაკს უკრძალავთ და მათ თვალწინ ისეთ სიგიჟეებს ჩადიხართ, “დიდთურქობაში” რომ არ ხდებოდა ეგეთები!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: