"ლიდერის დღიური"

“გონებაშეზღუდული კაცების პრობლემა” – კაცობრიობის უდიდესი ჭირი (ჭაბუა ამირეჯიბი)


10366275_10152518308555477_4842652731605364410_n

„…შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ კაცობრიობას ნამდვილი ჭკვიანი კაცები ერთობ ნაკლებად ურევია. ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების, პრეზიდენტებისა და კანცლერებისათვის, რომელთა ენაზე ამას “ჭკვიანი კაცების პრობლემა” ჰქვია, მაგრამ მათ წინაშე მუდამ დგას მეორე, გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრელი “გონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც” – კაცობრიობის უდიდესი ჭირი.
შემჩნეულია, რომ სახელმწიფოს მართვისათვის დაბადებულად თავის თავს, სწორედ და უპირველესად ყოვლისა, შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები სთვლიან. ისინი გასაოცარი მხნეობითა და შეუპოვრობით მიიწევენ წინ და მათგან უბეჯითესნი აღწევენ კიდეც მიზანს – მართვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სადავეებს.
მე ბევრი მიფიქრია ასეთთა წარმატების ბუნებასა და მიზეზებზე; მგონი, არ ევცდები, თუ ვიტყვი, რომ ყოველივე ეს, ძირითადად, მანიაკობიდან მოდის: როცა კაცს თავისი უპირატესობა უყოყმანოდ ფანატიკურად სწამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება, ყველა საქციელი თავხედობამდე გაბედულია. ეს ცნობილია. თავხედობა გოდოლებს მუსრავს, მაგრამ დაპყრობილის შესანარჩუნებლად არ კმარა, – იქ ჭკუა, განზოგადების უნარი, შემოქმედებაა საჭირო, რაც ჩვენს შემთხვევაში, თავიდანვეა გამორიცხული, – ჩვენ ხომ შეზღუდულ კაცებზე გვაქვს საუბარი. ამდენად, გოდოლი შედარებით მალე გადადის ხოლმე სხვის ხელში და ,,კაცობრიობის უდიდესი ჭირი” ქრონიკულ ხასიათს იღებს. საქმე ის არის, რომ თუნდ ერთხელ და თუნდ მოკლე ხნით მაღალ თანამდებობაზე ნამყოფი კაცისა ყველას ეშინია – სხვათა ცოდვები იცის, ესენი იძულებული არიან, წაბორძიკებულს მხარი დაუჭირონ. ამავე დროს, როგორც უკვე ვთქვით, ჭკვიანი კაცების ნაკლებობის
პრობლემაც ქრონიკულია და ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთი
შეზღუდულის ადგილზე მეორე შეზღუდულმა მოიკალათოს. ასეთ შემთხვევაში მაღალი
თანამდებობის პირებს ცნობილი ცოდვილის შენარჩუნება ურჩევნიათ უცნობი ჭკვიანის დაწინაურებას. ამიტომ შეზღუდულისთვის რომელიმე სავარძლის დაკარგვა მხოლოდ სხვა, ხშირად, უმჯობესის მიღებას ნიშნავს.
ასე გრძელდება იქამდე, სანამ ეს კაცი სოფლად გახიზვნასა და სატაცურის მოყვანას გადაწყვეტდეს ან უმჯობეს სამყაროში გადასახლდებოდეს. მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა, რაღა თქმა უნდა, ერისა და სახელმწიფოს კისერზე გადადის, მთავარია, რომ სანამ ერთი მანიაკის წასვლის ჟამი დაჰკრავდეს, სხვა მანიაკების შემოჭრა–დამკვიდრება ძველებურადვე ხორციელდება. ეს უწყვეტი პროცესია და არა ცალკეული შემთხვევები – ამაში მდგომარეობს “შეზღუდული კაცების პრობლემა”, – შეზღუდული კაცებისა, თორემ გულწრფელი ან გაიძვერა კარიერისტების საქმე სხვაა…“

გრაფი სეგედი, „დათა თუთაშხია“, კარი III

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: