"ლიდერის დღიური"

„რა უნდა (!!!) და რა არ უნდა (!!!) აკეთოს მამაკაცმა იმისათვის, რომ ქალისათვის ყოველთვის არაჩვეულებრივი, ერთადერთი იყოს?“


10329899_10152454430055477_7386394457684517100_oსულ ახლახანს დავასრულეთ ტრენინგი „ქალი, რომელიც იმარჯვებს“!!!!!!!

ვაქვეყნებ გუშინ შესრულებული სავარჯიშოს შედეგს, რომელიც ბევრისათვის საინტერესო, ნიშანდობლივი, გასათვალისწინებელი, ყურადსაღები ან სულაც სახალისო იქნება.

„რა უნდა (!!!) აკეთოს მამაკაცმა იმისათვის, რომ ქალისათვის ყოველთვის არაჩვეულებრივი, ერთადერთი იყოს?“

1. უნდა მეგობრობდეს წყალთან, მინიმუმ საპონთან და ერთგულობდეს თავის მოვლის პრინციპებს;
2. უნდა მიუძღვნას ქალს ლექსები (არა ტანკებზე და ომზე, არამედ შექმნას სულისშემძვრელი პოეტური სტრიქონები კონკრეტულად ამ ქალის მისამართით. მაგალითად, თუ ქალს ჰქვია ლელა, არ არის საჭირო ლექსის სათაურში იყოს – „ეძღვნება თამარს!“ და, შესაბამისად, ლექსიც თამარზე არ უნდა იყოს);
3. უნდა უმღეროს ქალს გემოვნებიანი, რომანტიული სიმღერები;
4. უნდა მიუძღვნას ქალს თაიგულები და წაიყვანოს იგი ყვავილების დასაკრეფად;
5. პარაპლანით უნდა აფრინოს ქალი საქართველოს/ევროპის ცაში ულამაზესი პეიზაჟების სანახავად;
6. უნდა წაიყვანოს ქალი ექსკურსიებზე;
7. უნდა წაიყვანოს ქალი სათევზაოდ/სანადიროდ;
8. უნდა წაიყვანოს ქალი დასასვენებლად ისეთ ადგილას, რომ ქალი მამაკაცით აღტაცებული იყოს/დარჩეს;
9. იმდენად გახსნილი და თავისუფალი უნდა იყოს ქალთან, რომ ქალი მამაკაცით აღტაცებული იყოს/დარჩეს;
10. უნდა ჰქონდეს ინიციატიური საუბრის მანერა (და არა მერყევი);
11. უნდა დომინირებდეს (თუმცა ყოველგვარი ფეხების ბაკუნის გარეშე!);
12. უნდა შეეძლოს ხარისხიანი საჭმლისა და სასმელის შერჩევა;
13. უნდა სთავაზობდეს ქალს ექსკლუზიურ საჩუქრებსა და სიურპრიზებს (რაზეც მართებს ცოტა უკეთესად აამუშავოს ფანტაზია!);
14. ქალს მუდმივად უნდა აგრძნობინებდეს თავს ქალად;
15. ხშირად უნდა აღფრთოვანდეს ხოლმე საყვარელი ქალით და გამოხატოს ეს.

„რა არ უნდა (!!!) აკეთოს მამაკაცმა იმისათვის, რომ ქალისათვის ყოველთვის არაჩვეულებრივი, ერთადერთი იყოს/რჩებოდეს?“

1. არ უნდა ბლატაობდეს (ნუ ზოგისათვის ძალიან ძნელია, არ თქვას „ბოზიშვილი ვიყო“, „ჩემი დედა მო…ნ“, „მაგას თავს გავუხეთქამ/მოვაჭრი“ და ა. შ., მაგრამ მაინც, არც საყვარელ ქალთან და არც ისე, აუცილებელი არ არის ამ ფრაზეოლოგიის გამოყენება…);
2. არ უნდა იფურთხებოდეს (ქალის თვალწინ მაინც!);
3. არ უნდა ყრიდეს სიგარეტის ნამწვავებს, მცირე ნაგავს ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბუნებაში;
4. არ უნდა ამცირებდეს სხვა ქალებს საყვარელი ქალის თანდასწრებით;
5. არ უნდა ეკეკლუცებოდეს სხვა ქალებს საყვარელი ქალის თანდასწრებით;
6. არ უნდა იყოს ეჭვიანი;
7. არ უნდა საუბრობდეს გაცვეთილი ფრაზებით, ფეის-სტატუსებით, ყავლგასული ციტატებით;
8. არ უნდა ცანცარებდეს;
9. არ უნდა ჰყვებოდეს სმა-ლოთობას;
10. არ უნდა ეწეოდეს;
11. არ უნდა უზრდელობდეს;
12. არ უნდა „ბლატაობდეს“ მანქანით;
13. არ უნდა სესხულობდეს ფულს საყვარელი ქალისაგან;
14. არ უნდა ამბობდეს გრძელ სადღეგრძელოებს;
15. და, რა თქმა უნდა, არ უნდა ცდილობდეს იყოს „საყვარელი ქალის“ შვილი.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: