ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 17 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


1424389_570544279685345_455044196_n1. „ერთადერთი რამ, რაც ცხოვრებაში გესაჭიროებათ – უმეცრება და თავდაჯერებულობაა, და მაშინ წარმატება გარანტირებულია!“ მარკ ტვენი, ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, 1835 – 1910

2. „ჩვენ ყველამ რომ ვიცოდეთ ყველაფერი ის, რასაც ჩვენს შესახებ ლაპარაკობენ, არავინ არავის აღარ დაელაპარაკებოდა.“ სტეფან ცვაიგი, ავსტრიელი მწერალი, ნოველისტი, კრიტიკოსი, 1881 – 1942

3. „ჩვენი გონება სხეულზე ზარმაცია.“ ფრანსუა დე ლაროშფუკო

4. „სიზარმაცე ჟანგივითაა და უფრო მალე ამოჭამს ხოლმე, ვიდრე შრომა გამოფიტავს, მაშინ როცა ხმარებაში მყოფი გასაღები ყოველთვის კაშკაშებს.“ ბენჯამენ ფრანკლინი, ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მეცნიერი, მწერალი, გამომგონებელი, დამოუკიდებლობისათვის ომის ერთ-ერთი ლიდერი, 1706 – 1790
5. „იმდენი რამე მაქვს გასაკეთებელი, რომ ჯობია დასაძინებლად წავიდე.“ რობერტ ბენჩლი, ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, სატირიკოსი, 1889 – 1945

6. „შენს აზრებს სტუმრებივით მოექეცი, ხოლო შენს სურვილებს ისე, ვითარცა შვილებს.“ ჩინური ანდაზა
7. „თუ არ იჩქარებ და ცხოვრებას არ უჩვენებ რა გსურს სინამდვილეში, – თქვა მან ერთხელაც – მაშინ ცხოვრება თავად, და ძალიან მალე, დაგიწესებს იმას, თუ რა უნდა მიიღო.“ დევის რობერტსონი, რომანი „მეხუთე პერსონაჟი“, კანადელი მწერალი-პროზაიკოსი, დრამატურგი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი, 1913 -1995

8. „თუ მართლა მთელი გულით მოინდომებ, სამყარომ შეიძლება წამის ერთ გაელვებაში იცვალოს ფერი.“ „კატუნია საკურასოდან“; „რანობე“ იაპონური ილუსტრირებული რომანი, さくら荘のペットな彼女, Sakurasou no Pet na Kanojo

9. “მე ვაღმერთებ მარგინალებს, მათ ცხოვრება და ცნობიერება წაუბილწავი აქვთ, ისინი არ მონაწილეობენ ამ ჩვენს დაპროგრამებულ ცხოვრებაში.”

“თავისუფლება ჩემთვის ბედნიერებაზე მნიშვნელოვანია.”

“ადრე მეგონა, რომ ხელოვნებით შესაძლებელია შეცვალო მსოფლიო, იგი უფრო უკეთესი გახადო. შემდეგ კი მალე მივხვდი: ეშმაკმა დალახვროს, ამ სამყაროს ვერ შეცვლი, ესე იგი ერთი რამ გრჩება – ეომო მას.”

ემირ კუსტურიცა, ცნობილი სერბი კინორეჟისორი, დაიბ. 1954

10. მეტისმეტად რისკავ.
– კი, მაგრამ, განა რისკი არ არის სიცოცხლის აზრი?

(„დექსტერი“, ამერიკული სერიალი, Dexter, Showtime)

11. „ყველაზე დიდი წარმატება მაშინ მოდის, როდესაც დინების წინააღმდეგ ცურავ.“ დონალდ ტრამპი, ამერიკელი ბიზნესმენი, ტელეწამყვანი, მწერალი, დაიბ. 1946

12. „ერთადერთი, რაც სიცოცხლეს კვებავს – რისკია; რაც უფრო მეტს რისკავთ, მით უფრო ცოცხალი ხართ.“ ოშო (ბჰაგვან შრი რაჯნიში), ინდოელი სასულიერო ლიდერი და მისტიკოსი, 1931 – 1990

13. ერთ ბრძენკაცს ჰკითხეს:
– რატომ არის, რომ ღარიბები უფრო კეთილგანწყობილები და უფრო ნაკლებ მომჭირნენი არიან, ვიდრე მდიდრები?
– გაიხედე ერთი ფანჯარაში. რას ხედავ?
– ვხედავ, რომ ეზოში ბავშვები თამაშობენ.
– ახლა სარკეში ჩაიხედე. რას ხედავ?
– საკუთარ თავს.
– აი, ხომ ხედავ. ფანჯარაცა და სარკეც – მინისაგან მზადდება, მაგრამ საკმარისია დაუმატო მას ცოტა ვერცხლი – და შენ მხოლოდ საკუთარ თავს-ღა ხედავ.

14. „თუ შვიდჯერ დაეცი, წამოდექი რვაჯერ.“ ძიგორო კანო, საბრძოლო ხელოვნებების დიდოსტატი, ძიუდოს შექმნელი, კოდოკანის სკოლის დამფუძნებელი, 1860 -1938

15. „თუკი ფიქრობთ, რომ ნებისყოფის გამოსაწრთობად საჭიროა საკუთარი თავის მიმართ უფრო მკაცრი იყოთ, თქვენ მარტო არ ბძანდებით. თუმცა აქ თქვენ უთუოდ სცდებით. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ თვითკრიტიკის დროს მკვეთრად მცირდება საქმისადმი ინტერესი და კნინდება თვითკონტროლი.“ კელი მაკგონიგალი, ფსიქოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი

16. „მაჩვენე როგორ ატარებ მანქანას, და გეტყვი ვინ ხარ.“ „ფორსაჟი – 6“, Fast & Furious 6, აშშ

17. „საზოგადოდ, ხელისუფლება არ აფუჭებს ადამიანებს, სამაგიეროდ ხელისუფლებას მის სათავეში მყოფი სულელები აფუჭებენ.“ ბერნარდ შოუ

18. „თქვენ შეგიძლიათ არ დაკავდეთ პოლიტიკით; პოლიტიკა ისედაც დაკავებულია თქვენით.“ შარლ მონტალამბერი, ფრანგი მწერალი, ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე, 1810 – 1870

19. „თქვენ გაგაჩნიათ ძალაუფლება, თუკი სხვები ფიქრობენ, რომ თქვენ გაგაჩნიათ ძალაუფლება.“ უილიამ უიჩ ფაულერი, ამერიკელი პოლიტიკოსი და ელჩი, დაიბ. 1940

20. „ადამიანი ყველაფერთან თავისით უნდა მიდიოდეს – საკუთარი გონებითა და საკუთარი სინდისი. რა აზრი აქვს მას ის აუხსნა, რისი განცდისა და გაგების უნარიც არ შესწევს?“ ოსკარ უაილდი

21. „დედობრივი ინსტინქტის წყალობით ქალი ამჯობინებს ფლობდეს ასიდან ერთ აქციას პირველხარისხოვან მამაკაცზე, ვიდრე აქციათა მთელ პაკეტს მეორეხარისხოვანზე.“ ჯორჯ ბერნარდ შოუ

22. „რა თქმა უნდა, ადამიანში ისეთივე რევოლუციები მიმდინარეობს, როგორც საზოგადოებაში. იქ ღარიბები მდიდრების წინააღმდეგ ჯანყდებიან; აქ – ჩაგრული სხეული და ინსტინქტები ინტელექტის წინააღმდეგ. ჩვენ ინტელექტი უმაღლესი კლასის რანგში ავიყვანეთ; ასე რომ მდაბიოთა კლასი ამბოხებას აწყობს!“ ოლდოს ჰაქსლი (რომანი „კონტრაპუნქტი“), ინგლისელი მწერალი, 1894 – 1963
23. „ადამიანი ყველაზე მეტად დასნეულებული და მახინჯი არსებაა ცხოველთაგან; იგი სახიფათოდ დასცილდა საკუთარ სასიცოცხლო ინსტინქტებს.“ ფრიდრიხ ნიცშე

 

24. „რა თქმა უნდა, ადამიანში ისეთივე რევოლუციები მიმდინარეობს, როგორც საზოგადოებაში. იქ ღარიბები მდიდრების წინააღმდეგ ჯანყდებიან; აქ – ჩაგრული სხეული და ინსტინქტები ინტელექტის წინააღმდეგ. ჩვენ ინტელექტი უმაღლესი კლასის რანგში ავიყვანეთ; ასე რომ მდაბიოთა კლასის ამბოხებას აწყობს!“ ოლდოს ჰაქსლი (რომანი „კონტრაპუნქტი“), ინგლისელი მწერალი, 1894 – 1963

25. „ადამიანი ყველაზე მეტად დასნეულებული და მახინჯი არსებაა ცხოველთაგან; იგი სახიფათოდ დასცილდა საკუთარ სასიცოცხლო ინსტინქტებს.“ ფრიდრიხ ნიცშე
26. „ჯობს დილიდან უხერხულობას განიცდიდე, ვიდრე ღამეს მარტოობაში ატარებდე.“

„შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ: შენ გაქვს გული, ყვ…ბი და სტილი.“

„სწორად ცხოვრება ნიშნავს არაფერი არ გახსოვდეს.“

„ყოველ ლამაზ ქალს ჰყავს მამაკაცი, რომელიც დაიღალა მისი გაჟიმვით.“

ჰენკ მუდი, მთ. გმირი სერიალის „მრუში კალიფორნია“, Californication (აშშ, მთ. როლში დევიდ დუჰოვნი, 7 სეზონი, 2007-დან)

27. „ცინიკოსობა ყველას შეუძლია, ვინც ოპტიმისტობას გაბედავს.“ ჰენკ მუდი, „მრუში კალიფორნია“

28. „თანაგრძნობა ადამიანს უფასოდ ერგება ხოლმე, აი შურს კი დამსახურება უნდა!“

„თითოეული ქალის ცხოვრებაში არის ორი მთავარი მამაკაცი; ის, რომელსაც ქალი მისთხოვდა, და ის, რომელსაც ქალი არ მისთხოვდა“.

„ჟურნალისტები დიდხანს გხვევენ ზურგზე ხელს იმ ადგილის ძიებაში, თუ სად ჩაგცხონ დანა“.

„ისტორიკოსებმა კარგად იციან, რამდენი გმირობა იყო ჩადენილი ალტერნატივების არარსებობის გამო“.

„გამოცდილება ამაოდ მიჰქრის ადამიანის კვალდაკვალ. ადამიანი უფრო სწრაფია.“

„წესრიგი – ქაოსია, რომელსაც მიეჩვივნენ“.
ხშირად უფრო სასარგებლოა იცნობდე ბევრს, ვიდრე იცოდე მეტი“.

„ის, რომ თუთიყუში ლაპარაკობს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი ადამიანს წააგავს; აბა მიდი-და ტყუილის თქმა ისწავლოს!“ რობერტ ლემბკე, 1913 – 1989, გერმანელი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი

29. რობინ შარმა, „განსაკუთრებულ მიღწევათა 8 საფუძველი“

1. გადაწყვეტილების არმიღება თავისთავად გადაწყვეტილებაა – არაფრისკეთების გადაწყვეტილება. არაფრისკეთებას კი არსად არ მიჰყავხარ.
2. ის გზა, რამაც დღევანდელ დღემდე მოგიყვანა, სულაც არაა გზა, რომელსაც მიჰყავხარ იქამდე, სადაც ყოველთვის ოცნებოდი ყოფილიყავი.
3. თავისმართლება და მობოდიშება ისევ იმ რაღაცეებს ტვირთავს ენერგიით, რის კეთებასაც გაურბიხარ.
4. თუ მრავალჯერ არ დაუცინიხარ, დიდი არაფერი გიკეთებია.
5. თუ ბევრჯერ არ შეგშინებია, დიდ არაფერი გიკეთებია.
6. პიროვნულ განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია, ყველაზე გონივრული ინვესტიციაა, რაც ოდესმე განგიხორციელებია.
7. რაზეც ფოკუსირებას ახდენ, ყოველთვის უკეთესი ხდება.
8. ყოველი დიდი მიღწევა მიზნისადმი მამაცური ერთგულების ეული ქმედებით იწყება.

რობინ შარმა, კანადელი მწერალი, მოტივატორი, 1965

30. „მიზანსწრაფვა ნებისმიერი, დიდი თუ მცირე, მიღწევის საცდელი ქვაა. ძლიერ მამაკაცს მიზანმიმართული ბავშვი დაამარცხებს…“

…არის ერთი თვისება, რომელიც უნდა გაგაჩნდეს, რათა იმარჯვებდე. და ეს თვისება მიზნის მკაფიოდ განსაზღვრაა – ცოდნა იმისა, თუ რა გსურს და მძაფრი სურვილი ამის მიღწევისა…“

„…რასაც ადამიანის გონება შეძლებს ჩასწვდეს და ირწმუნოს, იმის მიღწევასაც შეძლებს!..“

ნაპოლეონ ჰილი, ამერიკელი მწერალი, 1883 – 1970, ავტორი მსოფლიო ბესტსელერი
ს „იფიქრე და გამდიდრდი“, პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მრჩეველი.

31. „ყველაფერი ძალიან მარტივია – იარე წინ და შეეგუე შედეგებს!“ სტივენ ფრაი, ინგლისელი მსახიობი, მწერალი, დრამატურგი

32. „ზეძალისხმევით მიილტვოდე სულ უფრო მაღლა – სწორედ ამისათვის არსებობს ზეცა!“ ბელ კაუფმანი (რომანი „ზემოთ კიბით, რომელსაც ქვემოთ მიჰყავხარ“), ამერიკელი მწერალი და პედაგოგი, დაიბ. 1911

33. „წარმართე შენი გუნება, რამეთუ როცა იგი არ მორჩილობს, მაშინ მბრძანებლობს იგი!“ კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი 65 წ. ჩვ. წ. აღ-მდე. – 8 ჩვ. წ. აღ-ცხვის

34. „იმის შიშით რომ სასაცილოებად გამოვჩნდებით, ჩვენ სასაცილო ცხოვრებას ვეწევით.“ სტანისლავ ეჟი ლეცი

35. „კრიფეთ ვარდები, სანამდე გვიანი არ არის! ლათინურად ეს ფრაზა ასე ჟღერს, “carpe diem”“. (“დრო იხელთე”, „შეიპყარ დრო/წამი“).

ჯონ ქითინგი, „მკვდარი პოეტების საზოგადოება“, მხ. ფილმი, Dead Poets Society, 1989

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,126 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: