"ლიდერის დღიური"

ეს სოსო მიქელაძეა!


ეს სოსო მიქელაძეა!

მინდა გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრება საოცარ, თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობას, გამოცდასა და ბრძოლას ჰგავს – ბრძოლას სრულყოფილებისათვის, წარმატებისა და ჩემი საარსებო გარემოს გაუმჯობესებისათვის. 
2006 წლის მაისიდან, როდესაც კოლიზეუმის კედლებთან ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა, მიუხედავად მრავალი ჩავარდნისა და ძლიერი ტკივილის, მე ყოველთვის შეუპოვრად მივდევ ამ თავგადასავლებითა და მიღწევებით აღვსილ გზას.
ამ დღიდან მე 30-ზე მეტი მოთხრობა დავწერე რუსულ და ქართულ ენებზე. დავწერე უამრავი ლექსი, ჩანახატი, სკეტჩი, ცოტა ხნის წინ კი -სქელტანიან რომანზე მუშაობას შევუდექი. გასული 8 წლის განმავლობაში მე დავწერე 50-ზე მეტი სტატია პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში, ჩავწერე და გამოვაქვეყნე აუდიოკურსი „შექმენი საკუთარი წარმატება“, რომელიც მრავალ ადამიანს დაეხმარა ცხოვრებისეული მოტივაციის შექმნასა და საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებაში.
2012 წლიდან ათეულობით აუდიოპოდკასტი ჩავწერე მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ცხოვრების რეალური მართვა.
2009 წლიდან დღემდე მე ათზე მეტი ორიგინალური პროგრამის საავტორო კონცერტი მაქვს ჩატარებული, მათ შორის იუმორისტულ-სატირული ჟანრისა (შეგიძლიათ youtube-ზე იხილოთ).
2008 წლიდან დღემდე ჩემს მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიზნეს-ცენტრმა „კახეთი“ განახორციელა 12 საშუალო და რეგიონალური პროექტი, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, მოსახლეობის პიროვნული და ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარება. 2007-2014 წლებში კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობისას ჩატარებული მაქვს მრავალი კონსულტაცია ბიზნეს-დაგეგმვის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის საკითხებში.
2011-12 წლებში წარმატებით გავიარე საერთაშორისო დისტანციური კურსი – „ეფექტური ლიდერების სკოლა“, ხოლო 2013-2014 წწ – „დემოკრატიის სკოლა“. გასულ წლებში აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრაში, ტრენინგში, კონფერენციასა და სამოქალაქო აქტივობებში.
2010-12 წლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მრჩევლის თანამდებობაზე ვმუშაობდი და ყოველი ჩემი სამუშაო დღე იყო დღე ახალგაზრდების მხარდაჭერისა და წახალისების.
2011 წელს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე. წ. „ფსიქოკლუბი“ჩამოვაყალიბე, რომლის ფარგლებში 2011-2012 წლების სეზონებში წავიკითხე ლექციების მთელი ციკლი, სახელწოდებით „ცხოვრების ხელოვნება“. ეს სემინარები დღესაც მრავალი ადამიანის ძლიერ ინტერესს იწვევს და ჯინეტში პიროვნული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული რესურსია.
2010 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული ქვეყანაში ძალისმიერი სამჭიდის განვითარებაში, ეროვნული ჩემპიონატების ორგანიზებაში, ეროვნული ნაკრების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უზრუნველყოფაში და ეროვნული ფედერაციის მენეჯმენტში.
2006 წლიდან დღემდე ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული მაქვს მრავალი პრეზენტაცია, შეხვედრა, დისკუსია, ფოკუს-ჯგუფი.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობის განსაკუთრებულ ნაწილს სწორედ პიროვნული განვითარების ტრენინგები წარმოადგენს.
2006 წლის სექტემბრიდან დღემდე ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული მაქვს ათეულობით მეტად საინტერესო და დაუვიწყარი მრავალსაათიანი ტრენინგი:
„შექმენი საკუთარი წარმატება“, „ლიდერის გზა“, ბიზნესის სათავეებთან“/ბიზნეს–დაგეგმვა“, „ქალი რომელიც იმარჯვებს“, „პიარ–მეომარი“, „პროექტების მართვა“, „მოხიბვლის ხელოვნება“, „მოლაპარაკებები და ეფექტური კომუნიკაცია“, „XXI საუკუნის ორატორი“, „მენეჯმენტი, მარკეტინგი და მარკეტინგის მენეჯმენტი“, „პროექტების მართვა“, „სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია“, „არჩევნები და საარჩევნო პროცედურები“, „ფულის იდუმალება“, „სტრატეგიული დაგეგმვა“ და სხვა.
ჩემს მიერ ჩატარებული ტრენინგები, მინიმუმ ხუთი ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა: სხვადასხვა პროფესიის, ჯგუფის, ასაკის, შესაძლებლობის, ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის. ესენი იყვნენ სტუდენტები, უფროსკლასელები, იძულებით გადაადგილებული პირები, პენსიონერები, მცირე და საშუალო მეწარმეები, საჯარო სამსახურების თანამშრომლები, ქალები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, პრობაციონერები და სხვა დაინტერესებული პირები.
ჩემი ტრენინგების გავლის შემდეგ უამრავი მონაწილე თავის ცხოვრებაში დადებით ცვლილებებსა და ძვრებს აფიქსირებს.
უამრავი ადამიანი მწერს და მირეკავს მადლიერების აღსავსე სიტყვებით (მცირე ნაწილი აღფრთოვანებული და უბრალოდ ბედნიერი გამოხმაურებების თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ალბომში https://www.facebook.com/best1975/media_set?set=a.10150548664990477.435343.737100476&type=3.) ცალკეული პიროვნებები აფიქსირებენ ჩემი ინდივიდუალური კონსულტაციების მაღალდადებით ეფექტსა და ამ შეხვედრების განსაკუთრებულ როლს მათ ცხოვრებაში. ასეულობით ადამიანი აღნიშნავს, რომ სიხარული, თავდაჯერებულობა, მაღალი ენერგეტიკა და სილაღე ჩემი ტრენინგების გავლის შემდეგ მათი ცხოვრების თანმდევი ნაწილი გახდა. ეს ტრენინგები ეხმარება ადამიანებს დასაქმებაში, აზროვნების სტაბილიზაციაში, ცხოვრების მართვის ხარისხის ამაღლებაში, ხანგრძლივად დადებითი განწყობილების ფორმირებაში.
ჩემდა საამაყოდ შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად ისეთ ადგილებში ჩამიტარებია პიროვნების ზრდაზე ორიენტირებული ტრენინგები, სადაც საკუთრივ სატრენინგო სწავლების მეთოდზე თითქმის არაფერი სმენიათ.
ჩემდა საამაყოდ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ადამიანი, ვინც მოსულა ჩემი სიტყვისა და აზრის მოსასმენად, იმედისა და მოტივაციის უძლიერესი მუხტის გარეშე, არასოდეს დამიტოვებია.

და აი, რამდენიმე ციტატა ტრენინგების მონაწილეთა უამრავი გამოხმაურებიდან.

„…შენი ტრენინგები სასიამოვნო ჯადოსნურ სიზმარს გავს, საიდანაც სულ სხვანაირი გამოვედი.
დიდი მადლობა ამდენი სითბოსა და ენერგიისათვის…“

„შენს სტატიებს ვეცნობი. ღმერთის საჩუქარია, რომ გაგიცანი და ამის საშუალება მომეცა. მადლობა უფალს და მადლობა შენ…“

„მერამდენედ ვუსმენ თქვენს აუდიოჩანაწერებს. მაგრამ ყოველთვის მაქვს ერთი სურვილი – მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ არსებობთ!“

„გამარჯოოობაააათ:)) ესეიგიიი თქვენს ლექციებზე ვგიჟდეებიი!! ძალიან ბევრი ასეთი რამე მომისმენია მარა აი მართლა ძალიან მეხმარება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის! ძალიან კარგი ადამიანი ბრძანდებით და ღმერთმა გაგახაროთ:))))!“

„მე არ გიცნობთ, არც თქვენ. თქვენს ატვირთულ ვიდეოებს მოვუსმინე ფსიქოლოგიაზე.
ძაან მაგარი ადამიანი ხართ! უფალი შეგეწიოთ! ძაან მაგრად დამეხმარეთ!
თქვენნაირი კარგი ადამიანებით არის ეს ცხოვრება კიდევ რომ გრძელდება!
რაღაც ქსელურ თამაშში ვიყავი ჩაშვებული, 2 წელი ვერავინ ვერ მიშველა. და, თქვენ რომ მოგისმინეთ, იმ დღიდანვე შეიცვალა ჩემი ცხოვრება!
ბავშვობიდან სწავლისკენ არ ვიყავი. შემდეგ სულიერი კუთხით წავედი და ცოტა ზედმეტიც მოვინდომე და განსაცდელები გავიარე ძაან ბევრი!
ბოლოს ამ ქსელურ ამბებშიც რომ ჩავეშვი, ვეღარც ლოცვა მშველიდა და ვერაფერი! აწი, სოსო, ლოცვებს რომ წავიკითხავ, სულ მოგიხსენიებ და უფალს ვტხოვ რომ ყველაფერი კარგად გქონდეს ცხოვრებაში.“

„სოსო ძალიან მაგარი კაცი ხარ მე ხშირად ვუსმენ შეძლებისდაგვარად შენს ლექციებს და მოხარული ვარ ქართველი რომ ხარ!“

„ეს ადამინი მართლა რო გამორჩეულია და უნიჭერესია და რასაც აღწევს -თავისით; ვინც იცნობთ, ყველამ კარგად იცით, როგორია! ყველაფერს უანგაროდ აკეთებს სტუდენტებისთვის და საზოგადოებისთვის.“

„როგორც კი ”დეპრესიონერა” შემომიტევს, მაშინვე ვრთავ თქვენს ხმას და ყველაფერი უბრალოდ ყველაფერი ქრება მადლობა თქვენ ამისტვის.“ “…არ დაიდარდოთ, თუ რამე ამ სურვილებიდან არ ახდა. იცოდეთ და გწამდეთ, რომ მთავარი ცხოვრებაში მცდელობა, ღწვა და მისწრაფებაა!..” „ფასდაუდებელი სიტყვებია მე ვმუნჯდები ყოველ ჯერზე ამის მოსმენისას!“

„გამარჯობა, ბატონო სოსო, დარწმუნებული ვარ არ გაგიკვირდებათ ჩემი გამოხმაურება. ვცხოვრობ მოსკოვში, სწორი ნათქვამია, სადაც არ ვართ, იქ გვგონია კარგიო. დამეწყო საშინელი დისკომფორტი და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ზუსტად ამ დროს აღმოგაჩინეთ თქვენ, ყოველ დღე გიყურებთ და ძალიან მომწონს თქვენი „ფსიქოლოგთა კლუბი“, მადლობა, ასეთი კარგი საქმისთვის. აღფრთოვანებული ვარ ასევე, თქვენი მრავალმხრივი განათლებით, იხარეთ და იდღეგრძელეთ.“

„ეს იყო ყველაზე საოცარი რვა დღე ჩემს ცხოვრებაში, ბევრი აღმოჩენებით, ემოციებითა და პოზიტივებით დატვირთული. საკუთარი თავის პოვნის ერთი კვირა და ერთი დღე, რომელიც საუკუნედ მომეჩვენა. პიროვნულად რვა წლით გავიზარდე. დღეს მე ყველაზე თავდაჯერებული ქალი ვარ და ვიქნები, ეს არ ყოფილა ერთი დღისთვის განკუთვნილი მუხტი და ენერგია. მთელი ცხოვრება გამყვება ძალა, რაც ამ ტრენინგმა მომცა. ბატონო სოსო, უღრმესი მადლობა ჩვენთვის დახარჯული დროის, ენერგიისა და ცოდნის გადმოცემისთვის.“

„სხვა თვალით შევხედე სამყაროს… ტრენერთან ურთიერთობის ყოველი წამი ნაყოფიერია, მასთან საუბრისას ყოველთვის რაიმე ახალს და საინტერესოს იგებ, გრძნობ როგორ იზრდები დღითი დღე და კარგად აცნობიერებ ადრე რა უსუსური იყავი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან გააკეთა ჩემთვის ისაა, რომ მან საკუთარი თავი მიმაღებინა და შემაყვარა.“

და ბოლოს მსურს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი არსებობით, თანადგომით, ცხოვრებისეული ბრძოლით, მაძლევთ შესაძლებლობას შევასრულო საკუთარი თავისათვის მიცემული პირობა და გავნაგრძო ეს სასწაულებით სავსე გზა, სახელწოდებით „სიცოცხლე“.

იცხოვრეთ გაბედულად!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on “ეს სოსო მიქელაძეა!

  1. soso zoliani brazndebit?

    Posted by vraiment | December 29, 2015, 1:40 am

Trackbacks/Pingbacks

  1. Pingback: კონსულტაციებითა და ინდივიდუალური ტრენინგით დაინტერესებულთათვის | სოსო მიქელაძე - August 6, 2014

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: