ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 16 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


1391519_565990730140700_1126529552_n1. „საუკეთესოა ლიდერი, რომლის არსებობის შესახებ ხალხს თითქმის არც სმენია… და როდესაც მისი სამუშაო შესრულებულია და მიზანი მიღწეული, ადამიანები ამბობენ – ეს ჩვენ გავაკეთეთ!“ ლაო-ცზი

2. “ყოველთვის შენი მაქსიმუმი გააკეთე. რასაც ახლა დარგავ, მოგვიანებით იმას მოიმკი.” ოგ მანდინო, ამერიკელი მწერალი, „გაყიდვების გურუ“, 1923 – 1996

3. “ლიდერი იმედის ვაჭარია.” ნაპოლეონ ბონაპარტე

4. „თუ გსმენიათ რომელიმე სახელოვანი მხედართმთავრის შესახებ, რომელიც მტრის ციხესიმაგრის აღებამდე მოწინააღმდეგეს თავისი გეგმის შესახებ აცნობებდა?
დაფარეთ თქვენი მიზანი და წარმატებებით ნუ იტრაბახებთ; ნუ მისცემთ ადამიანებს შესაძლებლობას გაიგონ რამდენად შორს მიდის თქვენი ჩანაფიქრები, სანამდე რამეს შეუძლია ჩაშალოს თქვენი გეგმები, სანამდე ბრძოლა არ დასრულებულა.
მოიპოვეთ გამარჯვება ჯერ კიდევ ომის გამოცხადებამდე. ერთი სიტყვით, მიბაძეთ სამხედროებს, რომელთა განზრახვები არავისთვის არაა ცნობილი, გარდა იმ გაცამტვერებული ქვეყნებისა, რომლებზეც მათ გამარჯვებული მარშით გაიარეს.“ ნინონ დე ლანკლო, ფრანგი კურტიზანი ქალი, მწერალი, 1623 – 1705

5. „ადამიანები შენზე დამოკიდებულები გახადე. ამ დამოკიდებულებით უფრო მეტი რამის მიღება შეგიძლია, ვიდრე უბრალოდ მადლიერების. ვინც წყურვილი მოიკლა, უმალ ზურგს აქცევს ხოლმე წყაროს. როდესაც დამოკიდებულება იკარგება, მასთან ერთად ზრდილობა და წესიერება, შემდეგ კი, პატივისცემა ქრება.
პირველი გაკვეთილი, რომელიც შენმა გამოცდილებამ უნდა გასწავლოს, ასეთია: მიეცი იმედს არსებობის, მაგრამ არა ხორცშესხმის შანსი, აიძულე რა თვით გვირგვინოსანი მბრძანებელიც კი მუდმივად განიცდიდეს შენს საჭიროებას.“ ბალთაზარე გრაციანი, ესპანელი პროზაიკოსი, ფილოსოფოსი, ლიტერატურის თეორეტიკოსი, იეზუიტი, 1601 – 1658

6. „ეცადე არ დაჩრდილო შენი ბატონი. ნებისმიერი უპირატესობა საზიზღრობაა, მაგრამ ვასალის უპირატესობა საკუთარ ბატონზე უბრალოდ ბრიყვული კი არა – ფატალურია! ეს გაკვეთილია, რომელსაც ვარსკვლავები გვასწავლიან – შეიძლება ისინი, მზისამებრ თვალისმომჭრელადაც კაშკაშებდნენ, მაგრამ მნათობის გვერდით არასოდეს გამოჩნდებიან.“ ბალთაზარე გრაციანი

7. „გენიოსი ადამიანია, რომელიც პროვინციაში იბადება, რათა პარიზში მოკვდეს!“ გი დე მოპასანი, ფრანგი მწერალი, 1850 – 1893

8. „როდესაც მინდოდა გამეგო თუ რას ფიქრობდა საფრანგეთი, მე საკუთარ თავს ვეკითხებოდი.“ გენერალ შარლ დე გოლი, საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, 1890 – 1970

9. „ვინც თქვენთან ჭორაობს, ის თქვენზე ჭორაობს.“ ესპანური ანდაზა

10. ჭორები ეს იგივეა, რაც მუნჯი კაცი ეუბნებოდეს ყრუს, რომ მისმა ბრმა მეგობარმა ნახა თუ როგორ გაიარა წყალზე ცალფეხა მამაკაცმა. (ანდაზა)

11. “…არაფერი ისე არ იწვევს ზიზღს, როგორც უმრავლესობა. რადგან ის შედგება ლიდერების მცირე ხროვისაგან, თვალთმაქცებისაგან, რომლებიც ეწყობიან და ეგუებიან, სუსტებისაგან, რომლებიც ასიმილაციას განიცდიან, და მასისაგან, რომელიც მისდევს მათ, მაშინ როდესაც არაინაირი წარმოდგენა არ გააჩნია იმის შესახებ თუ რა სურს…” ი. ვ. გოეთე

12. ბრმად ნუ ირწმუნებ ადამიანის, რომელიც მართლად მეტყველებს და ღვთისმოსაობით სახეს იხოკავს, რადგან ასე ხშირად ხაფანგი იგება. ადვილად ნურც იმ ადამიანს ენდობი, რომელიც უბრალოდ მართლად მოქმედებს, რადგან ასე უფრო დახვეწილი, “ხაფანგთ-ხაფანგები” ეგება.
ეცადე იპოვო ისეთი ადამიანი, ვისი სიტყვებიც, საქმეებიცა და შედეგებიც ერთმანეთის თანაზიარია. © SM

13. როდესაც გღალატობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს ჯაჭვში სუსტი რგოლები წყდება.
სუსტი რგოლები იმიტომ წყდება, რომ გაიგო – ამ ჯაჭვებში შენ თავად დაუშვი სუსტი რგოლების არსებობა.
თვითონ კი ამ მყიფე რგოლების არსებობა მხოლოდ იმიტომ დაუშვი, რადგან ქვეშეცნეულად იცოდი, რომ ვიღაც აუცილებლად ისარგებლებდა შენი მიმნდობობით, ყველაზე საჭირო მომენტში მიგატოვებდა, ყველაზე უფრო წარმოუდგენლად მოგექცეოდა, ყველაზე უფრო გაუგონარს იტყოდა შენს შესახებ, ჩვეული ორმაგი ცხოვრებისა და რწმენების საძირკვლებს ძირფესვიანად მოგირყევდა, ადამიანური ჭაობის ფსკერს დაგანარცხებდა, მგელივით აგაყმუვლებდა და სხეულის ყოველ უჯრედს ცოფიანი ადრენალინით აგიჩქროლებდა.
ეს ძალისმიერი სისუსტე კი შენს არსებაში თავად მხოლოდ ორი რამისათვის დაუშვი:
1. ყოველ კაცს, შენთან დამეგობრებულსა და გაცნობილს, შანსი მიეცი ადამიანად შემდგარიყო;
2. შენს თავსაც, მრავალთა ნაცნობსა და მეგობარს, შანსი მიეცი ადამიანად შემდგარიყო… ღალატზე ღალატით კი არ გეპასუხა, არამედ მაღვიძარას გამჭოლი ზარის მსგავსი ტკივილით გამოფხიზლებულიყავი ვიღაცის მიერ მოჩმახულ წუთისოფელში მობინადრე მაიმუნის სიზმრიდან. © SM

14. “განკურნავ რა ძერის დაკოდილ ფრთას, მის კლანჭებზე ხდები პასუხისმგებელი.” ვიქტორ ჰიუგო

15. „თუ მტერი შენზე ძლიერია, მაშინ შენი მოქმედებები მისი გაცნობიერების საზღვრებს უნდა გასცდეს.“ ბერნარდ ვებერი

16. „კუმიკო, საკმაოდ ადვილია შენთვის დახმარების გაწევა, თუკი დაეცი.
მაგრამ ყველაზე მთავარია – დამოუკიდებლად წამოდგე ფეხზე და შენს მჩაგვრელს გაბედულად შეხედო სახეში.
თუკი ძლიერი არ იქნები, სულ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ დაგეხმარებით – ასე შენ მაინც ვერ შეძლებ წამოდგომას.“ იაპონური ტელესერიალი „გოკუსენი“ (მანგა/სერიალი/მხ. ფილმი)

17. „საკუთარ თავში ადამიანს გაუფრთხილდით…
ეული კაცისათვის ყველგან უდაბნოა…
საქმეები მიზნების მიერ იმართება; მხოლოდ ის საქმეა დიდებული, რომელსაც დიდი მიზნები წარმართავს…
არასოდეს არაა გვიანი თავს კითხვა დაუსვა: საქმით ვარ დაკავებული თუ წვრილმანებით?“ ანტონ ჩეხოვი, რუსი მწერალი

18. „მე ხეს ვთხოვე – მომიყევი ღმერთის შესახებ. და იყვავილა მან…“ რაბინდრანათ თაგორი, ინდოელი მწერალი, პოეტი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, 1861-1941

19. „თუკი რამე გაქვს სათქმელი, ფეხზე წამოდექი, რომ დაგინახონ!“ ინდოელთა სიბრძნე

20. „არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება, რომ სხვაში ვნება ააგიზგიზო, ვიდრე ის, რომ თავად სიცივე შეინარჩუნო.“ ლაროშფუკო

21. „ვნებიან ქალთან ცხოვრება უფრო ადვილია, ვიდრე მოსაწყენთან. მართალია, მათ ხანდახან ახრჩობენ, მაგრამ იშვიათად ტოვებენ.“ ჯორჯ ბერნარდ შოუ

22. „იმისათვის, რომ თქვა: „მე შენ მიყვარხარ“, ჯერ უნდა გქონდეს შესაძლებლობა თქვა „მე“!“ აინ რენდი, ამერიკელი მწერალი ქალი, ფილოსოფოსი, 1905-1982

23. “უქმადყოფნა – ეჭვისა და შიშის მსგავსია. მოქმედება თავდაჯერებულობასა და სიმამაცეს ჰგავს. თუ შიშის დამარცხება გსურთ, სახლში ნუ გაჩერდებით და ამაზე ფიქრს ნუ შეუდგებით. გამოდით ქუჩაში და მოქმედება დაიწყეთ.” დეილ კარნეგი, ამერიკელი პედაგოგი, ფსიქოლოგი, მწერალი, 1888 – 1955

24. „საკუთარი თავის რწმენა უბრალოდ მომზადებაა. ყველაფერი დანარჩენი თქვენს კონტროლს მიღმაა.“ კელვინ რიჩარდი კლაინი, ტანსაცმლის დიზაინერი, აშშ, დაიბ. 1942

25. „გამოცდილება გეუბნებათ რა უნდა აკეთოთ, თავდაჯერებულობა კი ნებას გრთავთ ეს რაღაც განახორციელოთ.“ სთენ სმიტი, ამერიკული სერიალის “ამერიკელი მამიკოს” მთავარი გმირი  (Stan Smith, “American Dad”).

26. „ერთადერთი რამ, რაც ცხოვრებაში გესაჭიროებათ – უმეცრება და თავდაჯერებულობაა, და მაშინ წარმატება გარანტირებულია!“ მარკ ტვენი, ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, 1835 – 1910

27. „მეომრის თავდაჯერებულობა საშუალო ადამიანის თვითრწმენა როდია! საშუალო ადამიანი გარკვეულობას ეძებს მაყურებლის თვალში და ამას თავდაჯერებულობას უწოდებს.
მეომარი საკუთარ თვალში ეძებს სრულყოფილებას და ამას თავმდაბლობას ეძახის.
საშუალო ადამიანი თანამემამულეებთან არის შეკავშირებული, მაშინ როდესაც მეომარი მხოლოდ უსასრულობაზეა მიერთებული.“ კარლოს კასტანედა

 

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: