ცეცხლი ნავთზე

“პოლიტიკური ზღაპარი” (18+)


1969385_10152343497140477_496597668_nიყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა და ზიმბაბვეს დიდ სამეფოში ცხოვრობდა ქალი, რომელსაც სამი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავდა: ბატი, თახვი და ნიანგი. ქალმა იცოდა, რომ გოგონების გათხოვება მისთვის ადვილი საქმე არიქნებოდა. თუმცა რას იზამ, როდესაც ჯუნგლებში ცხოვრობ – ჯუნგლური ცხოვრება ხან ვისთან დაგაწყვილებს და ხან ვისთან, რქები უნდა დაიდგა და ტახივით მიაწვე ცხოვრებას.
ღვაწლმოსილი აფრიკელი ქალი ხვდებოდა, რომ რაღაც დროულად უნდა ეღონა, რათა მისი ზოოპარკივით ფართომასშტაბიანი ოჯახის ნამატი დროულად დაბინავებულიყო. ქალის აზრით ყველაზე ძნელი მაინც თახვი-გოგონას გათხოვება უნდა ყოფილიყო. მართალია, თახვს წამრგვალებული ფორმები ჰქონდა, მაგრამ ეშხითა და ქალური ეშმაკობით რომ იტყვიან სრული „ნოლი“ გახლდათ, ანუ „ტყემალზე“ იჯდა. მაგალითად, სადმე რომ დასხდებოდნენ დაიკოები, ბიჭები ძირითადად ბატსა და ნიანგს აქცევდნენ ყურადღებას, რის გამოც დედას გულდაწყვეტილი თახვი-გოგონას მუდმივი დაშოშმინება უწევდა. განსაკუთრებული სექსუალობა არც ბატს გააჩნდა, მაგრამ იგი ისე დაუსისინებდა ხოლმე მოარშიყე და ახუნდრუცებულ მამაკაცებს, რომ ყველას უცებ „ჩესტზე“ დაიყენებდა ხოლმე. რაც სათქმელია უნდა გაცხადდეს – იმ დროს ზიმბაბვესტანის მამაკაცების გარკვეული ნაწილი გენდერომანიისა და სხვა სოციალურ-ეკონომიკური ხორცსაკეპების შედეგად, თანდათან მოლბა, ჩამჩვარდა და მეეშვა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ზიმბაბვესტანის ვაჟებს მოსისინე და „დამსაჯე-დამსაჯე“ ქალები უფრო იზიდავდნენ (ისიც, მართალია, რომ მათი ზიმბაბვეს ტრადიციები ძირითადად „დამსაჯე – კოროფცია არ შეარჩინო მაჩვებს – ირობინჰუდე- არ დამზოგო – ჩემი დედა“, ნიშნით მიედინებოდა).
ნიანგ-გოგონას კი რაც შეეხება, საკუთარი პერსონისადმი ზიმბაბვეს მამაკაცების ყურადღების მოზიდვის ამბავში, ნიანგი ყველაზე უფრო წარმატებული ქალიშვილი ბრძანდებოდა. რატომ?
1555436_10152343497155477_1342011240_nმართალია, ნიანგს გრძელი პირი და შოკისმომგვრელი ჩანაყბა გააჩნდა, მაგრამ ბევრი საჭირო საქმის კარგად გაკეთება შეეძლო! მაგალითად, სხვებისაგან განსხვებით, ძალიან მოქნილი თეძო ჰქონდა, ეფექტურად დასრიალებდა და გვერდბარკალს ატრიალებდა, სადაც საჭირო იყო და რა ამპლიტუდითაც საჭირო ხდებოდა.
პლიუს ამას!!!
ადამიანის სხეულის ნებისმიერი ნაწილის ანაზდეულად და გაუფრთხილებლად, ყბის ერთ მოქნევით, გამოჭმა შეეძლო (დამეთანხმეთ, დიდი უპირატესობებია!).
კარგი მზარეულიც გახლდათ ნიანგი (ახლა როგორ უხდებოდა წინსაფარი! იფ-იფ!).
და მთავარია, ყველაზე ლამაზი და სასურველი ღიმილი ჰქონდა, რადგან ზიმბაბვეს ხალხს საშიში ქალის ღიმილი უფრო უხაროდა, ვიდრე უწყინარისა.
გოგონების დედამ მთელი რიგი წინასაქორწილო მარკეტინგული ტრიუკები ჩაატარა, რომ როგორმე დაეწყნარებინა მდედრული ჰორმონებით აღტყინებული შვილები, რომლებმაც ლამის შიდაომი ატეხეს. დედამ სასურველ სასიძოების სიას გადახედა, რომლებიც ზიმბაბვესტანის ძირითადი პოლიტიკური პარტიებიდან იყვნენ წამოზრდილები.
ქალმა გაიხსენა ზიმბაბვესტანის დღევანდელობა და თქვა, რომ ყველაზე ბედნიერია ოჯახი, სადაც ქალ-ვაჟს შორის ორივე თანაბარი ძალის ინდივიდი იქნება.
მრავალნადირგამოვლილმა ქალმა გააცნობიერა, რომ თუ, მაგალითად, თახვ-ქალიშვილს ვინმე მგლური ბუნების ზიმბაბველს მიათხოვებდა (ან უფრო უარესი – ვამპირ-ზიმბაბველს), მაშინ სულ მალე, მეუღლე მის გოგონას, სინდისის ყოველგვარი ქეჯნის გარეშე, შესანსლავდა, როგორც ღმერთი ბუგანგას მშვენიერ ენერგეტიკულ საჩუქარს.
10003185_10152343496855477_686396912_nამიტომაც ადგა ეს ზიმბაბველი ბრძენი ქალი, რომელიც ჯუნგლების კანონს კარგად იცნობდა, და თავისი ქალიშვილები გამსუნაგებულ ზიმბაბვეს პოლიტიკურ პარტიებს ასე გადაუნაწილა-უბოძა. თახვი-გოგონა ქალმა ზიმბაბვეს არასაპარლამენტო ოპოზიციურ ფრთას მიათხოვა – „დაცურავს, ყვინთავსო, სივდება და ფილოსოფოსობსო, მაშასადამე, ესეც ეყოფა“.
ბატი-გოგონა ქალმა ერთ პირმშვენიერ ჭაბუკს გააყოლა, ვინაც პარტიას „ზიმბაბვეური ნირვანა“ წარმოადგენდა – „ბატებმა ძველი რომი გადაარჩინესო (ტუდა-სუდა, ამბავი-გაგება!), რესპუბლიკური წყობა დაამყარეს რომში… არც გედები არიან, არც ქათმები, ვითომ ხმაურობენ-იფხორებიან, თუმცა ხორცი არაფერში არ უვარგათ“ („კაროჩე-რა!“)…
გოგო-ნიანგი კი პარტია „სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენლის ცოლი გახდა – „ჰაერში ყველაფერს ბრღვნიან, ლიბერალები არიან, რეფორმატორები და მიდი-მოვდივარ, ნახტომიც აქვთ ლიბერალური! „ბეზ ბაზარა!“.
დრომ აჩვენა, რომ დედაქალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თახვი თახვობდა, ბატი სისინებდა, ნიანგი ნიანგობდა. მათი გაშმაგება რამის მაროკოში, ტუნისში და რუსანდიკაშიც ისმოდა ხოლმე.
მაგრამ ყველაზე ძალიან მაინც ამ ქალბატონებს, თავიანთი ქმრებითა და პარტიებითურთ, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული თეთრსმოკინგიანი თეთრი ადამიანებისა ეშინოდათ.
ჭირი იქით, ლხინი აქეთ, ქატო იქით ფქვილი აქეთ. რაც მთავარია, და დედამ ხო სწორი არჩევანი გააკეთა და შვილები პატრონებს ჩააბარა?! ჰოდა, ვსიო-რა!
და რაც მთავარია, ჩემი არ იყოს – თქვენც კაი მოცლილი ყოფილიხართ!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: