ცეცხლი ნავთზე

შამანი და ბელადი


1891093_10152339458120477_1973781592_nიყო და არა იყო რა შორეულ ზიმბაბვეში იყო ერთი კაცი, რომელსაც ჭარბად ჰქონდა ყველა თვისება, იმისათვის რომ იგი კარგი ბელადი ყოფილიყო. ამიტომ ცოტა ხანში ზიმბაბვეს მოსახლეობამ, რომელიც რუსანდიკიდან ჩამოსულ მთავარ შამანს და მის აურაცხელ სიმდიდრეს ძალიან უჯერებდა და ენდობოდა, ამ შამანის წარდგინებით ეს ჭარბთვისებიანი კაცი ზიმბაბვესტანის ბელადად აირჩია.
შამანმა და ბელადმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და ურთიერთხოტბა ასხეს, ხოლო სახალხო ზეიმზე ერთმანეთს სიხარულით ეხუტებოდნენ და ჰკოცნიდნენ.
ჭარბთვისებიანმა კაცმა ზიმბაბვესტანის ხალხს თავისი ხასიათის იდუმალებაც გულახდილად ამცნო. მომავალმა ბელადმა ქარაგმების გარეშე ზიმბაბველებს უთხრა, რომ იგი პლასტელინივით ადამიანია და სადაც მიაგდებენ იმ ფორმას იღებს ხოლმე.
1978820_10152339458935477_996028402_nდრო გადიოდა და მთავარმა შამანმა ზიმბაბველების მეთაურში პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩინა, რამეთუ არჩევნების შემდგომ, ამ, აწ უკვე არჩეულმა, ბელადმა განსხვავებული ხასიათი გამოავლინა (ამბობდნენ, რომ მას აფრიკის მზემ დააჭირა და გრილ და ფუფუნებით სავსე ვიგვამში შესვლა მოინდომა!)
შამანი გაცეცხლდა, რადგანაც მისი გამოცდილებისდა მიუხედავად მსგავსი გარდასახვის მაგალითი არ ახსოვდა.
ბელადი და შამანი ერთმანეთზე განაწყენდნენ.
თუმცა ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ არსებული უზარმაზარი სამეფოების მეფეებმა თქვეს, რომ ზიმბაბვეში მაგარი ბედნიერი ერიაო და ამიტომ ზიმბაბვესტანის ხალხს მდიდრული საჩუქრები და გრანტები მიაყარეს. მეფეებმა კარგად იცოდნენ, რომ ზიმბაბველებს ოქროსა და ვერცხლის ბზინვა, ყოჩობა და ტინგიცობა ყველაფერს ურჩევიათ!
გაგრძელება იქნება/ან არ იქნება

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: