ეპიგრამები

რა ჯობია?


1898287_10152328124820477_1802355608_nჯერ რეპლიკა კითხვაზე – ამ ქვეყანაში განათლებას გადამწყვეტი აზრი არასოდეს ჰქონია – თუნდაც გორის სემინარიის კურსდამთავრებულისა და მამათელი “ფერშლის” თემები გაიხსენეთ.
ამაზე მით უმეტეს პასუხს ვერ გაგცემთ ადამიანი, რომელიც სამი წლის წინ უბრალო ბანკს მართავდა, ეხლა – რაღაც ქვეყნისმაგვარს და სამი წლის მერე შეიძლება სადმე მემუარების წერით იყოს დაკავებული სახელწოდებით “ამბავი გურჯისტანის ყაენად აღსაყდრებისა”.

ახლა რამდენიმე სხვა აზრი, რაც გზადაგზა გამიჩნდა…

წინა ხელისუფლების მომხრეების კილო დაახლოებით ასე ჟღერს ხოლმე.
გაცამტვერებული ქვეყანა თითქმის „გამოუვალი“ ჭაობიდან გამოვათრიეთ, თითქმის „მაპამდე“/ნატომდე და ევროკავშირის ასოციირებულ წევრობამდე მივიყვანეთ, კორუფცია გავაქრეთ, ჩამოვაყალიბეთ თანამედროვე კანონმდებლობა, დავასტაბილურეთ კრიმინალიტეტის ზღვარგასულობა, ქვეყანაში მოვიყვანეთ შუქი, გაზი მიყრუებულ სოფლებშიც კი შევიყვანეთ, გზები და მაგისტრალები მოვაწესრიგეთ და გავიყვანეთ (ნახეთ – რამდენი გავიყვანეთ, მივიყვანეთ ფიგურირებს!), რეაბილიტაცია გავუწიეთ ქალაქების ინფრასტრუქტურას, ქვეყანას საერთაშორისო ცნობადობა მოვუპოვეთ, ეკონომიკა შევქმენით, უამრავი რამ გავაკეთეთ სამოქალაქო და ზოგადდემოკრატიული ცნობიერების დასამკვიდრებლად, ძალაუფლება დემოკრატიულად დავთმეთ და ა. შ. (კონტექსტი: “მერე რა რომ დროდადრო ნაბან წყალს ბავშვი ჰყვებოდა?”/რუსულად მშვენივრად ინტერპრეტირდება – «Лес рубят, щепки летят!»).
ახლანდელი ხელისუფლების თვითპრეზენტაციას მისი არხეინობა, წინამორბედების მიერ დაგროვილი დოვლათი და იგივე წინამორბედების კრიტიკის მდიდარი პერსპექტივა აიოლებს, რაც დაახლოებით ამ ტონით იწყება და თითქმის ასე მთავრდება:
„დამპალი ნაცეეეეეეეეეეეებიიიიიიი!!!
ჩვენ ისეთ ტკბილ ქვეყანას ავაშენებთ, ხალხოოოოო!“, ყველაფერი გამოსწორებადია (იგულისხმება – ჩვენ მიგვიშვით!), „აბა, ასფალტი გვეჭამა?“, “ნახევარი საქართველო დაიჭირეს”, “მთელი საქართველო ისმინებოდა”, “სახელმწიფო ბოზობა-„ჩაშვების“ ლაბორატორია იყო”, “ქვეყანას კლანები მართავდნენ”, “მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველი 1 ლარი გაყიდული საწვავის 1 ლიტრიდან სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა”, “სააკაშვილმა საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსებისა და ელიტების ნახევარი გადა…ნა”, “თაობები „გააუბედურეს“ (ინგლისური ასწავლეს „ძალათ“/სამსახურებიდან გაყარეს „ანტიკომპიუტერისტები“), “რუსეთი გადაგვკიდეს”, “ეკლესიას გვიჩაგრავდნენ” და ა. შ.
რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების უპირატესობად ძირითადად ასეთი მსჯელობის შესაძლებლობა, ამნისტია, ექსპორტიდაღვინისგატანარუსეთში, ფეისბუქზე და თოქ-შოუებში მონაწილეობა-კომენტირება-გულისმოოხება („სოც/მედია/დემოკრატია“) ითვლება.
პირადად ჩემთვის წარმატების სიმბოლოდ ქ. თელავში გარემონტებული ჭავჭავაძის გამზირის „მაწანწრის უბნის“ მონაკვეთია. დიდი საზოგადოებრივი კამპანიის შემდეგ დაგებულ გზაზე ლამის ყოველი (!!!) სახლის წინ საკანალიზაციო ლუქია „შექმნილი“. ვისაც არ უნახავს ერთი კარგად ნახოს რა არის ურბანიზაციის ეს შედევრი – საკ. “ლუქების” ქუჩა! ერთმა უცხოელმა სტუმარმა რამის სამახსოვრო სურათები გადაუღო!
ისე ნეტავ რა ღრმა აზრი ჰქონდა ამგვარი გზის დაგებას თუ ავტომანქანას ბილიარდის ბურთივით უცნაური ფინტები უნდა შეასრულებინო, რათა ამ ლუქებს როგორმე გვერდი აუქციო?
გინდ მიკერძოებაში ჩამითვალეთ, გინდ არა – წინა ხელისუფლება მიღწევების ენით მაინც საუბრობდა (და ესეც საკმაოდ წარმატებული პიარ-ჩანაფიქრი იყო). კი, მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ იგი იმას აკეთებდა, რასაც გადაწყვეტდა და ხალხის აზრებსა და სურვილებს ყურადაც არ იღებდა.
სამწუხაროდ, იგივე ხალხის მმართველობა დღეს უკვე იდეაშიც აღარ მოჩანს. იგრძნობა დიდი ქაოსის, ამღვრეულ „წყლის“, სისტემის მოშლის ავბედითი სუნთქვა.
იგრძნობა ისიც, რომ ხელისუფლება ხალხს უბრალოდ დროდადრო „ორთქლის გამოშვების“ გვარიან შესაძლებლობას აძლევს – „დემოკრატიაა“ მაინც – თუმცა ბოლო ჯამში იმას აკეთებს, რაც სურს.
ვინმე ახლადგამომცხვარმა ქართველმა მაკიაველიმ მაინც განსაჯოს რა ჯობია:
არ ალაპარაკო, რაც სურთ და აკეთებინო ის, რაც გინდა, თუ ალაპარაკო, რაც უნდათ და აკეთებინო ის, რაც გსურს?!

P.S: პასუხისათვის იხილეთ ჩემი ძველი პოსტი:
https://sosomikeladze.wordpress.com/2014/03/09/საქართველო-დიდი-ხანია-ოკ/

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: