ცეცხლი ნავთზე

ურთიერთბრალდებები – ხალხი და ხელისუფლება


10001315_10152299566190477_1378400796_nდღეს ერთ შეხვედრაზე გახლდით და რაღაც მნიშვნელოვანი შტრიხები დავაკავშირე.
არ მეგონა, რომ ასე ღიად და ცალსახა ვითარება გვედგა კარსა.
აღმოვაჩინე, რომ თუ ხალხსა და საზოგადოებას ჰგონია, რომ ყველა უბედურებაში ხელისუფლებაა დამნაშავე, ხოლო თავად ხალხი მშრომელი, კეთილი, პატიოსანი და არაჩვეულებრივია, ხელისუფლება დიამეტრალურად სხვანაირად თვლის;
ყველაფერი ხალხის ბრალი ყოფილა – ამჟამინდელმა მმართველმა ძალამ არაენთუზიასტი, ბიოროკრატი, დაბალინტელექტუალური, ზარმაცი, უინიციატივო და ა. შ საზოგადოება ჩაიბარა, თვითონ ხელისუფლება კი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ უამრავი პროექტი განახორციელოს და ხალხის სამსახური (თუ მსახურება) სრულფასოვნად განახორციელოს.
ნუ, გასაგებია, რომ არსებობს მესამე პირის პოზიცია – „რაც ხალხი – ის ხელისუფლება“…
ისიც, გასაგებია, რომ ჩვენ ახლა არც ის დრო გვიდგას და არც იმ ჭკუაზე ვართ, ვინმეს დემონსტრატიული გმირობები, გულამოსკვნები, მონანიებები, მუხლებში ჩავარდნა და აღსარებები რამეს გვარგებდეს. სპექტაკლები არ გვაკლდა, არ გვაკლია და არც მოგვაკლდება.
თუმცა დამოუკიდებლობის 23 წლისთავზე ცუდი არ იქნებოდა გარკვეული შედეგის სახით მაინც რაღაცით თავის თავში გარკვეული ხელისუფლება გვყავდეს.
შე, დალოცვილო, თუ შენი ხალხი ბრბო, ბანძი და იდიოტების ხროვა გგონია, რაღას მიიწევ ასე თავქუდმოგლეჯით, ათასი ტყუილით, დაპირებებით, თვალაცრემლებული და გულამაჩუყებელი სიმართლეებით სათავეში და საერთოდ მერე როგორ-ღა სულდგმულობ ამ ვიწროფეოდალურ ლოგიკაში!
არა, ახლა თუ თავი ხალხის მკურნალი ექიმი-ფსიქიატრი გეგონა – ეგ სხვა „თემაა“ (როგორც ახლა მოდურად იტყვიან!). ნუ თუ ახლა აღმოაჩინე, რომ ხალხი მასიურად საჭიროებს კარგ ფსიქიატრს, ეგეც შენი სადეკონსტრუქციო აზროვნების „თემაა“-რა (არა, განა?!).
…რა გითხრათ და, ნორმალურ მოქალაქეს ვერც ის დიდად დაამშვიდებს, რომ თანამედროვეობაში მიმდინარე მსოფლიო დაძაბულობის ჟამს, როცა მტერი ზარებს უშვებს და ჩუმდება, ხან სოჭიდან და ხან ყირიმიდან, ვიღაც ერისმარჩენალს ვნება აეშალა დეცენტრალიზაციის თემაზე, უსმინა რა ევროპულ პორნოფილმს სახელად „თვითმმართველობა VS ცენტრალური ხელისუფლება“.
სად, ხალხო? ქვეყანაში, სადაც დღევანდელ შეხვედრაზე იმავე ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, საკმაოდ სარფიანი რეგიონალური პროექტისათვის „ერთი აქტიური კაციც ვერ მოიძებნა და არ მიუმართავს მისთვის“.
აქ უნდა დავიწყოთ დეცენტრალიზაცია? ეს არის ახლა ყველაზე პრიორიტეტული?
აქ, სადაც, პირადად ჩემი აზრით, სეპარატული და სეპარატისტული ცნობიერება, კარჩაკეტილობა და ფეოდალიზმი ხალხში სისხლსა და ხორცშია გამჯდარი?
აქ, სადაც სახელმწიფოებრივი ცნობიერება, ტერიტორიული განცდა, ეროვნული იდენტობა და ღირებულებითი კარკასი, სრულიად მოშლილია.
აქ, სადაც სამოქალაქო ინიციატივა, ენთუზიაზმი და ეფექტურობა დასჯადი თუ არა, საერთოდ არასოდეს არ ყოფილა წახალისებადი ზემოდან?
აქ გინდათ ეს ვითომ „დეცენტრალიზაცია“?
და ასე ჰაირად?
ისევ ხალხის დაუკითხავად? (მხოლოდ იმიტომ, რომ „ჰარვარდგამოვლილი“ ექსპერტები ასე თვლიან და მტკიცებით, რომ ეს ერთადერთი ჭეშმარიტი გზა არის?)
ისევ ზემოდან ქვემოთ?
ისევ დაუფიქრებულად და ექსპერიმენტების დონეზე?
არ ვიცი, რა გითხრათ, თუმცა მგონია, რომ დეცენტრალიზაცია ერქმევა, მაგრამ აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ხალხი „დაიცენტრება“.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,126 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: