"ლიდერის დღიური", ცეცხლი ნავთზე

ნება ღვთისა


1926698_10152284516405477_129645939_nუკრაინისა და საქართველოს უახლესი ისტორიის უკანასკნელი ეპიზოდები ერთი და იგივე მდარე და უსულგულო სცენარისტის მიერ იწერება.
იქაც და აქაც აქცენტი გაკეთებულია ხალხების უარყოფითი თვისებების ამუშავებაზე: სიხარბეზე, კორუმპირებულობაზე, მიამიტობაზე, მიმნდობობაზე, უპასუხისმგებლობაზე, დაუდევრობაზე, სიზარმაცეზე, გედონიზმზე, პოლიტიკურ სიბეცეზე, კერპთაყვანისმცემლობაზე და სხვა.
იქაც და აქაც რეფორმების კურსს ახვედრებდნენ ქვის ლოდებსა და სიჯიუტის მთა-გორებს, რეფორმატორთა გუნდებში „გენმოდიფიცირებულ“ ფალოსებს ნერგავდნენ, აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ თავისუფალი მოძრაობების თავკაცებს და ა. შ.
იქაც და აქაც სამართლიანობის აღდგენის სახელით ხალხებს აღთქმული ჩრდილოეთის ფინანსურ სამოთხეს უქადდნენ – იცოდნენ რა რომ იდეალიზმზე მეტად ამ ქვეყნებში პროვინციალიზმი და ცნობიერების კრიზისებია აღზევებული.
იქაც და აქაც ხალხის სიავის გამოსაღვიძებლად წინა ხელუსუფლებების პრემიერ-მინისტრებს ციხეში ამწყვდევდნენ და საჩვენებელ პროცესებს ეძალებოდნენ.
იქაც და აქაც ხალხებში მენტალურ ქაოსს, გაურკვევლობას, დასავლური და თავისუფალი ღირებულებებისადმი გავეშებულ სიძულვილს აღვივებდნენ, ამძაფრებდნენ ეკონომიკურ კრიზისებს, ყოვლადმიუღებელ საკადრო დაწინაურებებს ახორციელებდნენ. მაგალითად, აზაროვის დანაშაულებრივი ფინანსური პოლიტიკის შედეგად უკრაინის მცირე და საშუალო ბიზნესი რამის საერთოდ განახევრდა!
კარგად ვიცნობ უკრაინელებს და წარმომიდგენია – რა დონემდე უნდა გაამწარო ეს მართლა მშვიდი, ხალისიანი, უბრალო და ლამაზი ხალხი, რომ გამოვიდეს და ქუჩაში ასე დადგეს – სნაიპერების ტყვიებისა და „ბერკუტის“ ხელკეტების სეტყვის ქვეშ!!!
იქაც და აქაც ცდილობდნენ და ცდილობენ ქვეყნები სამოქალაქო დაპირისპირებებამდე მიეყვანათ, შემდეგ – ომებამდე და სახელმწიფოებრივ დაშლამდე.
თუმცა, საბედნიეროდ, არის ერთი განსაკუთრებული გაუთვლელი რამ…
– შეიძლება გქონდეს ფული, ქვეყნის რესურსები,
– გყავდეს მსოფლიო კლასის სტრატეგოსები, პოლიტკონსულტანტები,
– ფლობდე უზარმაზარ აქტუალურ და ქმედით ინფორმაციას,
– მსახიობობდე, როგორც დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა,
– ინტელექტუალური „ასები“ გედგნენ დეტალებამდე გათვლილი ოპერაციის სათავეში,
– ყოველთვის უსხლტოდე სამოქალაქო და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობებს,
– შენს ხალხს თითოეული სიტყვით „აჩოხანებდე“ და თვალსა და ხელს შუა ატყუებდე.
(ხალხი იმიტომაც არის ხალხი, რომ მისი ნება და რეაქცია ხშირად გაუგებარი და ძნელად დასადგენია).
მაგრამ ჯერ ერთი ეს გამუდმებით ვერ და არ გაგრძელდება…
და, რაც მთავარია, არის რაღაც ისეთი, რასაც მწირი და არასრულყოფილი ადამიანური გონება ვერასოდეს ვერ გათვლის, ვერასოდეს ვერ ჩასწვდება და ვერ იწინასწარმეტყველებს –
ნება ღვთისა!
კი, ნება ღვთისა – რაგინდ გულუბრყვილოთაც არ უნდა მოგეჩვენოთ – მიღმიერი სამყაროდან მომდინარე მფარველობა, რომელიც თითოეულ ხალხს თავისი წილხვედრი გააჩნია!
ღმერთო დაიფარე უკრაინა!
ღმერთო დაიფარე საქართველო!
ღმერთო დაიფარე მსოფლიო!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: