ეპიგრამები

„ნეტავ იცოდე რა უაზრო ხარ!“ („თეთრი“ ეპიგრამა)


090c60ad0b389082514c9c47b8f0b657„ნეტავ იცოდე რა უაზრო ხარ!“
გულისნადები გადაშალა ერთ-ერთმა მიჯნურმა…
რადგან მუნ მეორემ, ნებსით თუ უნებლიეთ, ფეხი ფუფუაზე დაადგა!
(სავარაუდოდ, ეს არსება ბიოლოგიურად მდედრი იყო, ხოლო გენდერულად – დომინანტი, რამეთუ მამრობითი „პრავას“ ძირითადად სხვა სინტაქსითა და ლოგიკით „აკაჩავებს“ ხოლმე!).
„ცინიკოსი და უგულო ადამიანი ხარ შენ!“
(გოგო, ან ყველაზე მეტი, ახალგაზრდა ბებო, აწყვეტილობაში მაინც, როგორც ჭეშმარიტი სულыერი ინტელიგენტი, ცდილობდა რამე უცენზურო არ წამოსცდენოდა,
რადგან თავად, მისი სანაცნობოს გამოკითხვით,
მეტისმეტად ავტორიტეტული, კდემამოსილი და აზრიანი იყო!
((ახლა კი, რასაც წაიკითხავთ, ესაა ფრჩხილებში ფრჩხილები, შეწყვეტილი კადრი, ამბის შემდეგ გაგონილი სიმართლე.
ჩვენს შორის დარჩეს, სულ ცხელცხელი ამბავი უნდა მოგახსენოთ:
ამ მდედრს ჰყავს „გოლფჩიტირი“ და „იფონი“, ეხლა „ისწავა“ ტარება, თავისი ხელფასით „სამოთახიანი იყიდა ვაჟაზე“, მონდომებით ცდილობს ასო-ბგერა „ი“ ყველგან „ე“-თი შეცვალოს და პარალელურად რომელიმე კლასში შეყოს თავი – იხ. კარლმარქსიადა))).
ქალის აღშფოთებას საზღვარი აღარ ჰქონდა,
და მან რამის სახალხოდ მეხუთე სიჩქარეში „გაჭედა“!
„ბილწი და იაფფასიანი, უხამსი, მდაბიო სულისა ხარ შენ!“
(და რატომღაც შემდეგ დაამატა):
– „გაიგე?“
ყურშეუბერტყავმა მამრმა, რომელმაც ყველაფერი ჯეროვნად აღიქვა,
პასუხად მხოლოდ წაიზმუვლა:
„ „მეეეეეეეეეეეეეეეეეეეუუუუუ?მუუუუუუუუუვვვვვ!“
„ქვეყანა მიცნობს და პატივს მცემს, მხოლოდ შენ ხარ ასეთი უხეში, გულცივი და უაზრო ჩემს მიმართ!
ერთხელ მაინც რომ დაგერეკა, რესტორანში დაგეპატიჟე, ტელეფონზე ჩაგერიცხა, სმს-ი მოგეწერა, მალემსრბოლი გამოგეგზავნა, რადიო „არ დაიდარდო“-ზე მიძღვნით ან მორბენალ სტრიქონში მომსიყვარულებოდი – რა, ძაან ძნელი იყო?“
„რომ იცოდე რა უაზრო ხარ-რა!
და საერთოდ რომ იცოდე, როგორ დავიღალე!“
იმ საღამოს ჩვენი გმირი „გოგო-ქალი“
პატრულის დაუოკებულმა ფერადმა მზერამ
საკუთარი ავტომობილის კაპოტზე
ახმახმამაკაცისმსგავს…
ჩრდილგადაფაფხული…
დააფიქსირა
კახეთის გზატკეცილის
საბედისწერო
მე-2 კილომეტრზე!
ეხლა მოდი და თქვენ გაარკვიეთ ვინ არი უაზრო?!

tipu_jenshin_kotorue_otpugivayut_mujchin_7

 

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: