ცეცხლი ნავთზე

“ადამიანი-სათამაშოს” სამყარო


terra1-mერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ტრენდი, რომელიც ცელავს ჩვენს საზოგადოებას და ბეჭებზე ანარცხებს ყველაზე მხარგაშლილ და ფეხადგმულ დემოკრატიულ მიღწევებსაც კი – ეს არის ოჯახში პიროვნების მიმართ დამოკიდებულება…
დამოკიდებულება, რომელიც სათავეს იღებს მშობლებიდან, მათი მშობლებიდან, მათი მშობლების მშობლებიდან და უფრო ადრეც…
ესაა საზარელი დამოკიდებულება ახლადშობილი და მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ. მათი აღქმა ნივთებად, თოჯინებად, სათამაშოებად და, საუკეთესო შემთხვევაში, ლეკვებად ან სხვა რომელიმე შინაური ცხოველის ნაშიერებად.
დამოკიდებულება, რის მიხედვითაც აღმზრდელის წინაშე არათუ ცოცხალი, სრულყოფილი მდიდარი ადამიანური ფსიქიკის მქონე არსებაა, რომელსაც შეიძლება გაცილებით უფრო ფართე ცნობიერება და გრძნობიერება გააჩნდეს, ვიდრე მის მშობელს, არამედ:
ეს არ დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც მშობელი შვილს განუვითარებელ, გაუნათლებელ და დაბალი ინტელექტის ცხოველურ ქმნილებად აღიქვამს, რომლის ფუნქციაა გაართოს, დაატკბოს, გაახალისოს, შეუქმნას სტიმულები და მოტივაცია, ჩამოუყალიბოს აღმზრდელებს საკუთარი არსებობის ღირებულების დასტურები, საზოგადოებრივი აღიარება და ა. შ. ხოლო როდესაც ბავშვი მშობელს თავს ჩვეულებრივზე ცოტა უფრო მეტად მოაბეზრებს, მიაგდონ იგი სადმე – საბავშვო ბაღს, პაპა-ბებიებს, ძიძებს, ნათესავებს.
სწორად ასეთი, თავისი არსით გაუაზრებელი, თუმცა ვერაგული დამოკიდებულება, თითქოს ბავშვი „ნივთი“ ან „მანქანა“ ყოფილიყოს, რომელმაც სოციალური შედეგები უნდა დადოს მშობლების სამსხვერპლოზე, აყალიბებს ტოტალურ „ურთიერთნივთიერ“ დამოკიდებულებებსა და კავშირებს მთელ ჩვენს საზოგადოებაში („სათამაშოების სამყარო“). რადგან რა უნდა შეძლოს საზოგადოებამ, რომელიც წმითაწმიდასაც კი „სათამაშოდ“ აღიქვამს?
kukli_marionetki…დღეს ჩვენ ერთმანეთისათვის აღარ მოვიაზრებით არც ცოცხალ ადამიანებად და არც ავთენტურ პიროვნებებად, არამედ გარკვეული ფუნქციონალობის “ნივთებად”.
ხოლო ყველაზე დიდი უბედურება იმ ადამიანის ცხოვრებაა, ვინც საკუთარი თავის მიმართ მიუტევებლობას, ზიზღსა და გაუტანლობას დააჩვიეს, ვისაც დაბადებიდან არასოდეს აღიქვამდნენ სერიოზულად, ვისაც წაართვეს სრულფასოვანი და მაღალი ნების მქონე პიროვნებისა და ინდივიდის როლი და მიაჭედეს როლი „ნივთისა“, რომლის ბედი, მისია და მდგომარეობა სხვა ადამიანთა განსაკარგია.

*                                                   *                                         *

რაში მდგომარეობის სისტემებში შეღწევის გასაღები? თუ გინდა სხვების მბრძანებელი გახდე, ჯერ ბევრი დამცირება, უარყოფა, გასაზიზღრება, გაპამპულავება თავად უნდა აიტანო. იმდენად უნდა შეიძულო -გააბითურო საკუთარ წარმოდგენაში ადამის მოდგომა, რომ ნებისმიერი კარგი თვისება ყოველ ახალ შემხვედრ ადამიანში უნიკალური შემთხვევითობის გაელვება გეგონოს, ხოლო მოყვასის სიკეთეზე ფიქრი კი – დრომოჭმული ძირგამომპალი იდეა.
როცა დაგინახავენ, რომ შეგიძლია ყველაფერი თუ არა ბევრი რამე იკისრო , ჯერ საკუთარი თავის და მერე სხვათა მიმართ, ოღონდ კი დაეპატრონო ამ სანეტარო კვერთხს ძალაუფლებისა, მაშინ შენც გიწილადებენ რამეს… რადგან მათაც ეს გზა აქვთ გავლილი და იციან რა არის და რა შეუძლია დემონიზირებულ ადამიანურ ნატურას…

© სოსო მიქელაძე, “გურჯისტანი – მართალი და უკუღმართი”

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on ““ადამიანი-სათამაშოს” სამყარო

  1. Martalic aris da martla ukugmartic bevri rame …bavshvs sabavsho bagshi ”ar mivagdeb” mxolod imitom rom mombezrda mastan tamashi, aramed imistvis,rom zustadac pataraobidan iswavlos cxovreba.. .

    Posted by dmuradashvili | February 5, 2014, 11:41 pm
  2. bavshvebs cxovelebic achenen da mere mattvis sachmeli miaqvt. individs fsiqologiuri aghzrda chirdeba rac momavalshi pirdapiri kavshiri iqneba mis qvecnobieridan momdinare survilebtan mis pirdapir survilebtan, mis shesadzleblobebtan. shesanishnavia batono soso. aseti xalxis mcire nawili swored damcirebis, cemis, sheuracxyofis, gandevnis, daufaseblobis da dacinvis xarjze gamoimushavebs tavisshi jins zgva jins swored mteri ganawyobs zogjer mshvidobians mtrulad da aswavlis brdzolas. eseti tiranebi bevrni iynen msoflios da saqartvelos istoriashi mati migwevebi ki gasaognebelia

    Posted by badri qimadze | February 11, 2014, 12:13 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: