ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 15 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


1150285_526892800717160_1012923241_n1. „საზღვრებს იქეთ“ (Plus Ultra, ლათ) ესპანეთის სახელმწიფოს ეროვნული დევიზი

2. აშშ-ს სახელმწიფოს ეროვნული დევიზები:

  • „უფალს ვენდობით“ (In God We Trust, ინგლ.) – ოფიციალური;
  • ერთობა მრავალთაგან (E pluribus unum, ლათ.) – დე-ფაქტო.

3. „უფალი და ჩემი უფლება“ (Dieu et mon droit, ფრ.) ბრიტანეთის მონარქიის ეროვნული დევიზი

4.  “სულში ცისარტყელა ვერ გაჩნდება, თუ თვალში ცრემლი არ ჩამდგარა.” (ინდიელთა ანდაზა)

5. ბრძენი შეკრებილ მსმენელებს ანეკდოტს მოუყვა. დარბაზში ხარხარი ატყდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კაცმა იგივე ანეკდოტი წარმოთქვა. ახლა უკვე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გაეღიმა. ანეკდოტი მესამედაც რომ გაიმეორა, ამჯერად არავის აღარ გასცინებია. კაცმა უთხრა:

– ერთსა და იმავე ხუმრობაზე მუდმივად არ გეცინებათ. მაშინ რატომ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას გამუდმებით ერთი და იგივე მიზეზით ტიროდეთ?

6. ცის პროვინციის დიდმა მთავარმა კონფუცის იმის შესახებ ჰკითხა თუ რაში მდგომარეობს სახელმწიფოს მართვა. კონფუციმ უპასუხა.

– დაე ხელმწიფე ხელმწიფედ იყოს, მსახური – მსახურად, მამა – მამად და შვილი – შვილად.

– დიდებულია! – მიუგო მთავარმა. – ჭეშმარიტად, თუ ხელმწიფე არ იხელმწიფებს, მსახური არ იმსახურებს, მამა მამა არ იქნება და შვილი – შვილი, მაშინ თუნდაც პური გამაჩნდეს, შევძლებ კი მის დაგემოვნებას?

7.  “ყოველთვის შენი მაქსიმუმი გააკეთე. რასაც ახლა დარგავ, მოგვიანებით იმას მოიმკი.” ოგ მანდინო, ამერიკელი მწერალი, „გაყიდვების გურუ“, 1923 – 1996

8. „დეპრესია შავებში გამოწყობილ ქალბატონსა ჰგავს. თუკი ის გეახლათ, ნუ ეცდებით მის გაგდებას, მოიპატიჟეთ სუფრასთან, როგორც სტუმარი, და მოუსმინეთ თუ რის მოყოლას აპირებს.“ კარლ იუნგი, შვეიცარიელი ფსიქიატრი, 1875 – 1961

9. “მე ხან მელა ვარ, ხან ლომი. მართვის მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იცოდე, როდის რომელი უნდა იყო.” ნაპოლეონ ბონაპარტე

10. „ვისაც სურს ბრბოზე გავლენის მოხდენა, შარლატანური საკაზმი დასჭირდება. თვით უფალმა ღმერთმა, აკანონებდა რა თავის მცნებებს სინას მთაზე, არ გამოტოვა შემთხვევა საფუძვლიანად აეხმიანებინა მეხთა ქუხილი და ელვანი ებრჭყვიალებინა; უფალი ხომ კარგად იცნობდა თავის პუბლიკას.“ ჰენრიხ ჰაინე

11. „არ შეიძლება გახრწნილი და უმეცარი ადამიანების მართვა სამართლიანად, რაციონალური დებულებების გამოყენებით; ასეთი ხალხი იმდენად მის მიმართ ჩადენილი ბოროტების წინააღმდეგ კი არ ილაშქრებს, რამდენადაც იმ სიკეთის წინააღმდეგ, რომელიც გსურს რომ გაუკეთო.“ მადამ დე სტალი, ფრანგი მწერალი, 1766 – 1817

12. „ძლიერი მთავრობა – ფუტურო იმედია მისი, ვინც ვერ აცნობიერებს, რაოდენ რთულია მართვის ხელოვნება.“ ოსკარ უაილდი

13. „მართვის ხელოვნება არის კერპთაყვანისმცემლობის ორგანიზება“.

ჯორჯ ბერნარდ შოუ, ბრიტანელი მწერალი, რომანისტი, დრამატურგი, 1856 – 1950

14. „რარიგ აზროვნებს საზოგადოება – ისევე იმართება კიდეც. მისი უფლებაა წამოროშოს ხოლმე სისულელეები, მინისტრების უფლებაა – ეს სისულელეები აკეთონ.“ ნიკოლა შამფორი, 1741 – 1794, ფრანგი მწერალი, მოაზროვნე, მორალისტი

15. „ომს გენერლები კი არ იგებენ, არამედ სკოლის მასწავლებლები და სამრევლო მღვდლები.“ ოტო ფონ ბისმარკი

16. “არსებობს ერის დაპყრობისა და დამონების ორი გზა: ერთი – მახვილით, მეორე – ვალით.” ჯონ ადამსი, ამერიკის მე-2-ე პრეზიდენტი, 1735 – 1826

17. „თითოეული გარდასული თაობის ტრადიციები კოშმარივით დასტრიალებენ ცოცხალთა გონებებს.“ კარლ მარქსი, 1818 – 1883, გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ეკონომისტი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

18. „ადამიანები მზად არიან უფრო მეტად ბოროტებას გასცენ პასუხი, ვიდრე სიკეთეს, რადგან მადლიერება – ტვირთია, ხოლო შურისძიება – სიამოვნება.“ პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, ძველრომაელი ისტორიკოსი, დაახლ. 50 – 120 წწ.

19. “არსებობს ტყუილის სამი სახე – ტყუილი, ეშმაკური ტყუილი და სტატისტიკა.” ბენჯამენ დიზრაელი, ინგლისელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, 1804-1881

 

 

© სოსო მიქელაძის თარგმანი და მომზადება

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: