ცეცხლი ნავთზე

ნეტავ ვის უტოვებთ “ეშმაკის ნაჯაფარს”?


558335_10152235166360477_98228135_nგონებამგამჭრიახნი წინასწარმეტყველებდნენ, რომ ტურიზმი საქართველოში ვერ განვითარდება, სანამდე ნორმალურ ტუალეტებს არ დავდგამთ, და ტუალეტებში „ნორმალურად“ (არაცხოველურად) არ მოვისაქმებთ (ანუ ჩვენს შემდეგ იგი ალაგი არ იქნება ვითარცა ვატერლოოს ბრძოლა). რამდენ უცხოელსაც არ შევხვედრივარ, პანიკურად ეშინიათ ასეთ ტუალეტებში („ჩეჩმაში“) შესვლის, ექსპერტები კი სულ მაგას იხვეწებიან, სოფლადაც და ქალაქადაც – „ჯერ ტუალეტი, მერე ინვესტიციები“!
3 წლის წინ, თელავის უნივერსიტეტში მუშაობის დროს, ერთი სახალისო ამბავი მახსოვს. სტუმრად ჩამობრძანდა ახალგაზრდა ქარიზმატულ ქართველი მწერალი, პრეზენტაცია უნდა ჩაეტარებინა. მაშინ წყალმომარაგება სასწავლებელში კარგად არ ფუნქციონირებდა და/ამიტომ ტუალეტებშიც შეიძლება მრავალ „სიურპრიზს“ გადაწყდომოდით. ბედად ისე მოხდა, რომ ეს ჩვენი ქარიზმატიკოსი სწორედ ის აღმოჩნდა, ვინც „ეშმაკის ნაჯაფარი“ იხილა საკუთარი თვალით. რადგან კაცი იგი ყოვლად პირდაპირი და სიტყვაუხვი იყო, ამიტომ საჯაროდ ეგრევე განაცხადა: „ეს დარბაზი კი გაგირემონტებიათ, მაგრამ ჯობს ჯერ ტუალეტებისათვის მიგეხედათ, რა მდგომარეობაშიაო!“.
შემდეგ იყო მშვენიერი მორალიზირება თემაზე: ტუალეტის სისუფთავე ადამიანის, ოჯახის, თემისა და საზოგადოების სისუფთავეზე მიუთითებს, და როდესაც ვინმე ამგვარ „ხელთუქმნელ მშვენებებს“ უტოვებთ სხვებს საცქერლადა, მიუთითებს ან მის ფსიქიურ პრობლემებზე, ან და კიდევ იმაზე, რომ ძალიან-ძალიან ჰკიდია გარშემომყოფები!

ზიმბაბვე არ არის, მაგრამ აღარც არაფრით ვუკლებთ!

© სოსო მიქელაძე

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “ნეტავ ვის უტოვებთ “ეშმაკის ნაჯაფარს”?

  1. მართალია, 3 4 წლის წინ ჩემმა მეუღლემ სტუმრად ამერიკელი ჩაიყვანა საქართველოში, სასაცილო იყო, სატირალი რომ არ ყოფილიყო მისი კომენტარები თუ რა დაამახსოვრდა ამ დიდი მოგზაურობიდან, სტუმართმოყვარეობას და სუფრებისა რა მოგახსენოთ, ბადალი არა გვყავს, მაგრამ აი საქართველოში ტუალეტების სამარცხვინო მდგომარეობა დღესაც ანეგდოტად აქ, იმ ამერიკელს და ჩემს ქმარს.

    Posted by marina | January 31, 2014, 8:58 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: