ცეცხლი ნავთზე

თესევსი-საქართველო და ლაბირინთი…


1780825_10152233207925477_1905399199_nმრავლად არიან მოქალაქეები, რომელთაც ჰგონიათ, რომ, როგორც პოლიტიკური მოუმწიფებლობის ლაბირინთში დაკარგული სახელმწიფო, შეძრწუნებული საშინელი ურჩხულ მინოტავრის ბღავილის ექოებით, საქართველო ფრთხილი ნაბიჯებით მაინც მისდევს არიადნას მაცხონებელ ძაფს. ჰგონიათ, რომ ჩვენი ტრიუმფი და ტრაგედია, სწორედ ერთი ძაფის ღეროა, რასაც, ამჟამადაც კი, წარსული და მომავალი თაობების საფიქრალ-სადარდებელი ჰკიდია…
თუმცა დღევანდელი საზოგადოებრივი აზრის ზედაპირზე ამაყად მაინც სხვა ფენა ტივტივებს: წარმონაქმნი, რომელსაც კრებსითი სახელი „ამომრჩეველი“ შეგვიძლია ვუწოდოთ. ამ ხალხმა შესანიშნავად უწყის, რომ კონფორმისტულ ქაქში პირმოკუმულმა უნდა ისულდგმულო, რადგან წესით ხმის ამოღებას მაინცდამაინც ლამაზი და სასიამოვნო გაგრძელება არ უნდა მოჰყვეს.
“შეგვიძლია თუ არა ბოლოს და ბოლოს შექმნილი ალყის გარღვევა და ამ დაწყევლილი ლაბირინთიდან გასვლა?”
“შევძლებთ კი მოვახდინოთ გარღვევა, თუნდაც ინდივიდების დონეზე, რომ შემდეგ ამ ბუმბერაზების მხრებზე მოვახდინოთ ერის გლობალური გათავისუფლება-ტრანსფორმაცია?”
…მჯერა, რომ მხოლოდ “ვულკანურმა ამოფრქვევამ” შეიძლება რადიკალურად და ტოტალურად შეცვალოს ჩვენი სოციალ-პოლიტიკური და დემოგრაფიული ლანდშაფტი და კლიმატი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს საუკეთესო და ნორჩ ნაწილებს მინოტავრი ცოცხლად გამოხრავს, ოდეს ლაბირინთის ჩიხის კედლებში მისავათებულებსა და ღონიმილეულებს მოგვიმწყვდევს…

 

© სოსო მიქელაძე

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: