ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 14 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


17494_505133469559760_1483654515_n1. „ადამიანები – ალკოჰოლზე და თამბაქოზე უფრო დიდი შხამია.”

„ის, რასაც ვერ ვიღებთ, ყოველთვის იმაზე უკეთესი გვეჩვენება, ვიდრე ის, რაც გაგვაჩნია. ამაში მდგომარეობს ადამიანური ცხოვრების რომანტიკა და იდიოტიზმი.”

ერიხ მარია რემარკი

2. „პირველი რასაც ცხოვრებაში იგებ – ეს ის არის, რომ სულელი ხარ. უკანასკნელი რამ, რასაც იგებ, ეს ისაა, რომ იგივე სულელი ხარ”.

რეი ბრედბერი, ამერიკელი მწერალი-ფანტასტი, 1920 – 2012

 

3. „თუ არ ოცნებობ, დრო არ მოძრაობს.”

„ძაღლები ლაპარაკობენ – მაგრამ მხოლოდ იმათთან, ვისაც მოსმენა შეუძლია.”

„სიყვარული – ეს ნიჭია ხედავდე უხილავს და სურვილი მუდმივად გრძნობდე შენს გვერდით არარსებულს.”

„სამწუხაროდ, თქვენ იმ დროში ცხოვრობთ, როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ ნახატის სიყვარული და გაგება თუ არ იციან მხატვრის ვინაობა.”

„შემდეგ მან ჩამიხუტა: ადამიანი, რომელმაც ჩახუტება იცის – კარგი ადამიანია”.

„ემიგრაციაში იმიტომ კი არ მიდიან, რომ საშინაო პრობლემებს გაექცნენ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი სულის სიღრმეებს ჩასწვდნენ”.

ორხან ფამუქი, თანემდროვე თურქი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

4. “ბოზები და ანგელოზები”

მაძიებელი ადამიანები ინტერესდებიან ხოლმე – რა საინფორმაციო წყაროს უნდა ვენდოთ და გამოვიყენოთ? იმას, რასაც ხალხი ამბობს? იმას, რასაც ხედავს თვალი და ყური ისმენს? ან იქნებ იმას, რაც ფაქტების სახით არის ჩვენთვის ცნობილი და შემდეგ დასკვნებად არის გადაქცეული?
საერთო ანალიზამდე და ზოგად გადაწყვეტილებამდე გირჩევთ ამოსავალი წერტილის პრინციპით ისარგებლოთ. რა ბოზთან ან ანგელოზთანაც არ უნდა გქონდეთ საქმე, იცოდეთ, რომ ყოველი გაფორმებული ქცევის უკან დაბალი (არ შეგეშალოთ სიტყვაში „მდაბალი”) რანგის მოტივები დგას:
• საკვებით და ფულით ძღომა;
• უსაფრთხოება;
• სექსი მთელი თავისი დანაშაულისგრძნობასადომაზოფეტიშდომინირებადააშ ნაირსახოვნებით;
• თვითტკბობა;
• ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა;
• თავდასხმის მათრობელი ეიფორია;
• დაფარვა და მოტივების გაკეთილშობილება;
• გაქცევა, გაქცევა, გაქცევა.
• სხვა.
როდესაც ადამიანებთან ურთიერთობას მოტივების ენის დონეზე დაეუფლებით – მაშინ მარტოობა თქვენი უებრო მეგობარი გახდება და უმალ დიადი ეკლესიასტე გაგახსენდებათ: „…როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი – ამასაც არა აქვს აზრი. რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს…” (ძველი აღთქმა, ეკლესიასტე, თავი 1:18)

© SM, სოსო მიქელაძე, 2012

5. „თვალი – სხეულის ერთადერთი ნაწილია, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ სული ბინადრობდეს.”

„სინდისები უფრო მეტად და ხშირად დუმან, ვიდრე მართებთ, ამიტომ ადამიანებმა კანონები მოიგონეს.”

„თუ მთლად ადამიანებივით არა, ვეცადოთ, რომ მთლა ნადირებივით მაინც არ ვიცხოვროთ.”

„ მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ დავბრმავდით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბრმები ვიყავით და ვართ. ბრმები, რომლებიც ვხედავთ. ბრმები, რომლებსაც დანახვა შეუძლიათ, მაგრამ არ ხედავენ.”

ჟოზე სარამაგო, პორტუგალიელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, მწერალი, 1922 – 2010

6. „ ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ არ იბადება იმ დღეს, როდესაც დედამისი ქვეყანას მოავლენს. ცხოვრება მრავალჯერ, კვლავ და კვლავ, აიძულებს ადამიანს თავადვე ახლიდან დაიბადოს.”

„მთავარი ის კი არ არის, რომ შენ არ გჯერა, არამედ ის, რომ უფალს კვლავაც შენი სწამს.”

„ისე არ წახვიდე ამ ქვეყნიდან, რომ ეს სასწაული არ იგემო – გეძინოს იმ ადამიანთან, ვინც გიყვარს.”

„ცხოვრება გარდასული დღეები კი არა, ის დღეებია – რაც დაგვამახსოვრდა.”

გაბრიელ გარსია მარკესი, კოლუმბიელი მწერალი-პროზაიკოსი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაუერეატი ლიტერატურის დარგში

7. „ჩვენ შეძრწუნებულები ვაკვირდებით, რომ კაპიტალიზმი, მას შემდეგ, რაც მისი ძმა, სოციალიზმი, დაღუპულად გამოაცხადეს, დიდების მანიით იტანჯება.”

გიუნტერ გრასი, თანამედროვე გერმანელი მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში

8. “ქრისტიანები ღმერთს ელაპარაკებიან, მეშჩანები ღმერთზე ლაპარაკობენ.”

სერენ კიერკეგორი, დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მწერალი, 1813 – 1855

9. “გინდა შენი IQ (ინტელექტუალობის კოეფიციენტი) გაიგო? ჩადე საკრედიტო ბარათი ბანკომატში”. რუსული გამოთქმა

10. „…ფაქტია, რომ ჩვენ ყველაზე ტექნოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობთ. და სწორედ ამ მომენტში, როდესაც მე თქვენ გესაუბრებით, სადღაც შორს თუ თქვენს სიახლოვეში, ვიღაც მზად არის თავის სიცოცხლეს უდიერად მოექცეს, მოწამლოს ნარკოტიკებით, ავტოკატასტროფაში ჩაფერფლოს, გადმოხტეს ხიდიდან ან მრავალსართულიანი შენობიდან.
იმავდროულად კი სადღაც მოშორებით, ან შეიძლება სულაც მეზობლის სახლშიც, ვიღაც ღვთისნიერი განწირული ადამიანი შემოქმედს სიცოცხლის კიდევ რამდენიმე წამს ემუდარება.
ეს არის ორი უკიდურესობა, რომელთა შორის ვცხოვრობთ და შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ ადამიანის ჰაბიტუსი შევინარჩუნოთ.” © SM, სოსო მიქელაძე

11. „მეცნიერებაში გაკვეთილების გამეორებაა საჭირო, რათა ისინი კარგად დაგვამახსოვრდეს; მორალში კი შეცდომების კარგად დამახსოვრება გვმართებს, რომ შეცდომები აღარ განმეორდეს.”

ვასილ კლუჩევსკი, რუსი ისტორიკოსი, 1841 – 1911

12. „ისტორია ცხოვრების მასწავლებელი კი არა, ზედამხედველია; ის არაფერს გვასწავლის, და მხოლოდ გვსჯის გაკვეთილების არცოდნის გამო”. ვასილ კლუჩევსკი

13. „ეს ჩვენ გვგონია, რომ მზეს ვუთვლით დროს. ამასობაში კი პირიქითაა ყველაფერი. თავად მზე ითვლის დროს ადამიანების სიცოცხლეებით.
ეს მხოლოდ მზეს შეუძლია თქვას და შემდეგ აღწეროს: „არის ჟამი ქვათა შეგროვებისა და ჟამი ქვათა მიმოფანტვისა”.
ადამიანს კი მარტოოდენ იმის გააზრება შეუძლია, რომ მოკვდავის ბედისწერა მას ყოველწამიერად სულ უფრო მტკიცედ მიღმიერი გვირაბისაკენ ისრუტავს.
ჩემი დიდი იდეაა: ისეთები უნდა გავხდეთ, რომ სიკვდილსაც კი ჩვენი ეშინოდეს!” © SM, სოსო მიქელაძე

© სოსო მიქელაძის თარგმანი და მომზადება

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: