ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 13 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


6499_502731176466656_1361400784_n1. “ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ!” (Per aspera ad astra – ლათინური გამოთქმა)

2. წინ არწასვლა უკუსვლას ნიშნავს (Non progredi est regredi – ლათინური გამოთქმა)

3. ეჭვი სიბრძნის ნახევარია! (Incertus animus dimidium sapientiae est – ლათინური გამოთქმა)

4. “…1. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის. 2. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან… “ახალი აღთქმა”, “ფსალმუნნი”, ფსალმუნი 36

5. “…4. თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე. 5. აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება. 6. სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს. 7. ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან. 8. უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება. 9. რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი. 10. ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში. 11. არ დარჩენილა ხსოვნა იმათი, ვინც წინათ იყო; და მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი…”

„ძველი აღთქმა”, “ეკლესიასტე”, თავი I

6.  “…36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. 37. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და მაშინვე სიტყვებით განიკითხები…” „ახალი აღთქმა”, „მათეს სახარება”, თავი XII

7. “…11. პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს…” „ახალი აღთქმა”, „მათეს სახარება”, თავი XV

8. “წელიწადის ფასი რომ გაიგო, სტუდენტს ჰკითხე, რომელიც გამოცდაზე ჩავარდა. ერთი თვის ფასი რომ გაიგო, დედას ჰკითხე, რომელმაც ნაადრევად იმშობიარა. კვირის ფასი რომ გაიგო, ყოველკვირეულის რედაქტორს ჰკითხე. საათის ფასის გასაგებად იმ შეყვარებულს დაეკითხე, რომელიც სატრფოს ელოდება. წუთის ფასი რომ გაიგო, მგზავრს ჰკითხე, რომელმაც მატარებელზე დაიგვიანა. წამის ფასი რომ გაიგო მას ჰკითხე, ვინც ახლობელი ავტოკატასტროფაში დაკარგა. წამის მეათასედის ფასი რომ შეიტყო, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს ჰკითხე.”

ბერნარდ ვებერი, თანამედროვე ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი

9. „ოდესმე თუ გიგრძვნია, რომ გაკლია ის, ვინც არასოდეს შეგხვედრია?” რიჩარდ ბახი, ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი

10. „მხოლოდ მტრები ეუბნებიან ერთმანეთს სიმართლეს. ურთიერთვალდებულების აბლაბუდაში გაბლანდული მეგობრები და შეყვარებულები უსასრულოდ იტყუებიან.” სტივენ კინგი, თანემედროვე ამერიკელი მწერალი-მისტიკოსი

11. „ტალღები ფიქრის ძალით გააპო – ეს სასწაული როდია, ეს ხრიკი და ოინია, ხოლო ოთხი შვილის გამოსაკვებად სამ ქარხანაში მომუშავე მარტოხელა დედა – ესაა სასწაული! თქვენ ადამიანებს ხშირად გავიწყდებათ, რა ძალა იმალება თქვენში.” მარიო პიუზო, ამერიკელი მწერალი, კრიტიკოსი, სცენარისტი 1920 – 1999

12. „თუ საერთოდ ღირს რამის კეთება, მაშინ მხოლოდ იმისა, რაც შეუძლებლად არის მიჩნეული.” ოსკარ უაილდი, ინგლისელი ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი, 1854 – 1900

13. „შეიძლება ჩვენი ეს სამყარო რომელიღაც სხვა პლანეტის ჯოჯოხეთია.” ოლდოს ჰაქსლი, ინგლისელი მწერალი-მისტიკოსი, 1894 -1963

14. “თუ გინდათ, რომ ცხოვრება გიღიმოდეთ, ჯერ მას თქვენი კარგი განწყობილება აჩუქეთ.” ბენედიქტ სპინოზა, ნიდერლანდელი ფილოსოფოსი, 1632 – 1677

15. “ცხოვრებაში მხოლოდ ორი ნამდვილი ტრაგედია არსებობს. ერთი – როდესაც არ იღებ იმას, რაც გინდა, და მეორე – როდესაც იღებ.” ოსკარ უაილდი

16. „ადამიანს გონება იმისათვის მიეცა, რომ გაიგოს: მხოლოდ გონებით ცხოვრება არ შეიძლება.” ერიხ მარია რემარკი, გერმანელი მწერალი, 1898 – 1970

17. „სინამდვილეში თითოეული ჩვენგანი – თეატრალური პიესაა, რომელსაც მეორე მოქმედებიდან უყურებენ. ყველაფერი მეტად საყვარლად მოსჩანს, მაგრამ ვერაფერს ვერ იგებ.” ხულიო კორტასარი, არგენტინელი-ფრანგი მწერალი, პოეტი, 1914 – 1984

18. „თუ საგიჟეთიდან გამოგწერეს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ განიკურნე. უბრალოდ ისეთი გახდი, როგორც ყველა.” პაოლო კოელიო

19. „- უინსტონ, რამდენ თითს გაჩვენებ?

– ოთხს.

და თუკი პარტია გეუბნება, რომ არა ოთხს, არამედ ხუთს – მაშინ რამდენია?” ჯორჯ ორუელი, „1984″

20. „გამჭრიახი მხოლოდ გულია. ყველაზე მთავარს თვალით ვერ იხილავ.” ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, ფრანგი მწერალი, პოეტი, პროფესიონალი მფრინავი, 1900 – 1944

© სოსო მიქელაძის თარგმანი და მომზადება

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: