ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 12 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


Real Human Being 21. „ადამიანს ჯალათობა უწერია ბედად, ისევე როგორც დაბედებული აქვს არ გახდეს ასეთი. ბოლო ჯამში არჩევანი ჩვენზეა. თუკი კაციჭამიას სტომაქი არ მიიღებდა ადამიანის ხორცს, მაშინ ეს კანიბალის ადამიანადქცევის გამარტივებული და საშიში გზა იქნებოდა. გაუგებარი დარჩებოდა, თუ რაში გადავიდოდა მისი ეს კანიბალური მიდრეკილება. არ არსებობს ადამიანობა უნამუსობის გადალახვის გარეშე. და არც უნამუსობა არსებობს ადამიანობაზე გადაბიჯების გარეშე. არჩევენი ყოველთვის ჩვენზეა და – ამ არჩევანზე აღებული პასუხისმგებლობაც… და თუ ვამბობთ, რომ ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანი უკვე გაკეთებულია.”

ფაზილ ისკანდერი, რუსი საბჭოთა მწერალი

2. ვინმემ რომ მკითხოს, რას უნდა ეძლეოდეს ადამიანი მთელი ცხოვრება მე ვუპასუხებდი: „ივარჯიშეთ უფრო მეტ ხანს, ვიდრე გძინავთ”.

საბრძოლო ხელოვნებებში თვითანალიზი სიბრძნეს წარმოშობს. ყოველთვის განიხილეთ საკუთარი მოქმედებების ანალიზი, როგორც თვითგანვითარების შესაძლებლობა.”

„ყოველ ტრიუმფს ახალი დასაპყრობი სიმაღლეები მოსდევს”.

მასუტაცუ ოიამა, კარატეს უდიდესი მასწავლებელი, კიოკუშინკაი-კარატეს სტილის შემქმნელი, 1923 – 1994

3. „ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვა – უბრალოდ ჰაერის შერყევაა, გუნებაში ნათქვამი სიტყვა – საერთოდ არაფერი, ხოლო რწმენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხმა არ ისმის – ეს მძლავრი ენერგიაა.”

ვადიმ ზელანდი, თანამედროვე რუსი ეზოთერიკოსი

4. „ცხოვრებიდან გადაგდება” ნიშნავს, არა უბრალოდ თავის არიდებას, არამედ იგნორირებას. თავის არიდება ნიშნავს შემოუშვა შენს ცხოვრებაში, მაგრამ აქტიურად ცდილობდე მისგან დაღწევას. იგნორირება ნიშნავს, არანაირად არ რეაგირებდე და, მაშასადამე, არც გაგაჩნდეს.”

„შიში – თავდაჯერებულობა, მჭმუნვარება – ენთუზიაზმი, აღშფოთება – გულგრილობა, გაღიზიანება – სიხარული. ეცადეთ მცირედ უსიამოვნებებზე „არაადექვატურად” რეაგირებდეთ. რას კარგავთ?”

„ანგრევთ რა სტერეოტიპებს, თქვენ დახურულ კარებს აღებთ.”

ვადიმ ზელანდი

5. „საკუთარი ღირსების საიდუმლო – დანაშაულის გრძნობის არარსებობაა. ნამდვილი პიროვნული ძალა ის კი არ არის, რომ ვიღაცას ყელში წაუჭიროთ, არამედ იმაში, რამდენად შეუძლია პიროვნებას იყოს თავისუფალი დანაშაუალის გრძნობისაგან.”

„მიიღეთ საკუთარი თავი, ისეთი როგორიც ხართ. მიეცით თავს ფუფუნება იყო ის, ვინც ხართ. ნუ შეასხამთ ხოტბას და ნუ გააცამტვერებთ საკუთარ ღირსებებსა და ნაკლოვანებებს. ესწრაფვოდეთ შინაგან სიმშვიდეს: თქვენ არც მნიშვნელოვანი და არც საცოდავი არ ხართ.”

„ადამიანების კრიტიკითა და განკითხვით, თქვენ წყალს მუშტებს ურახუნებთ და დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ცდილობთ. ჩაიქნიეთ ხელი სხვის ნაკლოვანებებზე და თქვენს ღირსებებზე იფიქრეთ.”

ვადიმ ზელანდი

6. „რაც უფრო დიდია მიზნის მნიშვნელობა, მით უფრო ნაკლებია მისი მიღწევის ალბათობა.”

„თუ თქვენ არ მართავთ რეალობას, რეალობა გმართავთ თქვენ.”

„თქვენი აზრები ბუმერანგივით გიბრუნდებიან უკან”.

„ვისაც დასვენება არ შეუძლია, ის მუშაობასაც ვერ შეძლებს”.

ვადიმ ზელანდი

7. „ჩემი ერთი ნაწილი მუდმივად განიცდის, რომ ჩვეულებრივი წარუმატებელი კაცი ვარ, მაშინ როდესაც მეორეს თავი უფალი ღმერთი ჰგონია.”

„როცა 5 წლის ვიყავი, დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ბედნიერება ცხოვრების გასაღებია. სკოლაში რომ მივედი, მკითხეს, ვინ მინდა ვიყო, როცა დიდი ვიქნები. მე დავუწერე: „ბედნიერი”.

მათ მითხრეს: „შენ დავალება ვერ გაიგე!”. მე კი ვუპასუხე, რომ მათ ცხოვრება არ ესმოდათ.”

„რაც არ უნდა ვთქვათ, ეს მაინც არ შეესაბამება იმას, რისი თქმაც გვინდა.”

„როცა შენს ზემოთ 6 ფუტი მიწაა, ყველას უყვარხარ.”

ჯონ ლენონი, ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, კომპოზიტორი, პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, 1940 – 1980

8. „ნუ იკითხავთ იმას რა შეუძლია თქვენს ქვეყანას გაააკეთოს თქვენთვის – იკითხეთ ის, თუ თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ქვეყნისათვის.”

ჯონ ფიცჯერალდ ქენედი, აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი, 1917 – 1963

9. „ერი არა მხოლოდ იმ ადამიანებში ვლინდება, რომელთაც სიცოცხლეს ანიჭებს, არამედ იმათშიც, ვისაც პატივს მიაგებს და ვინც ახსოვს.”

„ჩვენ დრო როგორც იარაღი უნდა გამოვიყენოთ და არა როგორც დივანი.”

„ჩინურად დაწერილი სიტყვა „კრიზისი” ორი იეროგლიფისაგან შედგება: ერთი ნიშნავს „საფრთხეს”, მეორე – „სასიკეთო შესაძლებლობას”.”

„რაც უფრო მეტს სისულელეს ჩავდივარ, მით უფრო პოპულარული ვხდები.”

„მიუტევეთ თქვენს მტრებს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ მათ სახელებს.”

„ნუ ითხოვთ უფლისაგან ადვილ ცხოვრებას, ინატრეთ, რომ უფრო გაგაძლიეროთ.”

ჯონ ფიცჯერალდ ქენედი, აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი, 1917 – 1963

10. „იბრძოლეთ უფლებისათვის იგრძნოთ საკუთარი ტკივილი.”

ჯიმ მორისონი, ამერიკელი მომღერალი, პოეტი, ჯგუფი თჰე Dოორს-ის ვოკალისტი, 1943 -1971

11. „იცი, ძმაო, შენ ან გჯერა საკუთარი თავის ან ეცემი.”

„მე ყველაფერი მაინტერესებს, რაც დაკავშირებულია ამბოხთან, არეულობასთან, ქაოსთან, ერთი შეხედვით უაზრო საქციელებთან. მე ეს თავისუფლებისაკენ მიმავალ გზად მეჩვენება.”

„ხან წამიც გყოფნის, რომ სიცოცხლე დაგავიწყდეს, თუმცა ხან სიცოცხლეც კი არა კმარა, რათა წამი დაივიწყო.”

ჯიმ მორისონი, ამერიკელი მომღერალი, პოეტი, ჯგუფი The Doors
-ის ვოკალისტი, 1943 -1971

12. „არასოდეს იმდენს არ იტყუებიან, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნებამდე.”

თუ გსურს სამყარო გაასულელო – სიმართლე ილაპარაკე.

„ცხოვრებამ ბევრი რამის პატიება მასწავლა, მაგრამ უფრო მეტად – პატიების თხოვნა.”

ოტო ფონ ბისმარკი, გერმანიის პირველი რეიხსკანცლერი, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, 1815 -1898

13. „ჩინოვნიკები მამალი ფუტკრები არიან, რომლებიც ისეთ კანონებს წერენ, რომელთა მიხედვითაც ადამიანი ვერ იცხოვრებს. რატომ არის მინისტრების ხელფასი მუდმივი და იმისაგან დამოუკიდებელი, კარგად თუ ცუდად ეცხოვრება პრუსიის მოსახლეობას? აი ბიუროკრატების გასამრჯელო რომ მერყეობდეს ხალხის ცხოვრების დონის მიხედვით, მაშინ ეს სულელები უფრო ნაკლებად დაწერდნენ კანონებს, და მეტს იფიქრებდნენ.” ბისმარკი

14. „ქალისა და კაცის მეგობრობა ღამის მოახლოებასთან ერთად საკმაოდ მოისუსტებს ხოლმე.”

ნუ იმედოვნებთ, რომ ისარგებლებთ რა ერთხელ რუსეთის სისუსტით, ამ დივიდენდებს მუდმივად მიიღებთ. რუსები ყოველთვის მოდიან თავიანთი ფულისათვის. და როდესაც ისინი მოვლენ – ნუ გექნებათ იმედი ხელმოწერილი იეზუიტური შეთანხმებების, რომლებიც ვითომ და გამართლებენ. ეს შეთანხმებები იმ ქაღალდადაც არ ღირს, რაზეც დაწერილებია. ამიტომ რუსებს ან პატიოსნად უნდა ეთამაშოთ, ან საერთოდ არ ეთამაშოთ.” ბისმარკი

15. „თქვენი ცხოვრების ხარისხი თქვენი კომუნიკაციის ხარისხია.”

ტონი რობინსი, (ბესტსელერი „უსაზღვრო ძლიერება”), ამერიკელი მოტივატორი და ქოუჩი

16. „ჯობია ერთხელ მაინც სანთელი დაანთო, ვიდრე ათასი წელი სიბნელეს სწყევლიდე.”

ლობსანგ რამპა, ბრიტანელი მწერალი-ეზოთერიკოსი, 1910-1981

 

 

© სოსო მიქელაძის თარგმანი და მომზადება

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: