ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 11 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


992858_500882189984888_1953765838_n1. „როდესაც თქვენ იმას არ იღებთ, რაც გინდათ, თქვენ იტანჯებით. როდესაც თქვენ იმას იღებთ, რაც არ გინდათ, თქვენ იტანჯებით. და მაშინაც კი, როდესაც თქვენ ზუსტად იმას იღებთ, რაც გინდათ, თქვენ მაინც იტანჯებით, რადგან ამის სამუდამოდ შენარჩუნება არ შეგიძლიათ. თქვენი „გონებაა” თქვენ წინააღმდეგობა. მას სურს თავისუფალი იყოს ცვლილებებისა და ტკივილისაგან, თავისუფალი სიცოცხლისა და სიკვდილის გარემოებებისაგან. მაგრამ ცვლილებები კანონია, და თვალთმაქცობის ვერანაირი ოდენობა ამ რეალობას ვერ შეცვლის.”

 დენ მილმანი, „მშვიდობიანი მეომრის გზა”, ამერიკელი მწერალი

2. „მოხუცებს იმიტომ უყვართ სიკეთით რჩევა, რადგან უკვე აღარ ძალუძთ უკეთური მაგალითების მოცემა.” ფრანსუა დე ლაროშფუკო, ფრანგი მწერალი, 1613-1680

3. „ძალზედ ცოტაა ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სურს საკუთარი თავის შესახებ სრული სიმართლის მოსმენა.” (ლაროშფუკო)

4. „ამგვარია ჩვენი ბუნებისათვის დამახასიათებელი მანკიერება: ის, რაც უხილავი, დაფარული და ამოუცნობია, ჩვენში დიდ რწმენასა და უდიდეს შიშს ბადებს.” გაიუს იულიუს კეისარი, ძვ. წ. 100 ― ძვ. წ. 44

5. „გამარჯვებულები და შეყვარებულები არ ავადმყოფობენ.” გაიუს იულიუს კეისარი

6. „ხშირად ის იმარჯვებს ხოლმე, ვისაც სერიოზულად არ აღიქვამდნენ.” ერაზმ როტერდამელი, აღორძინების ხანის ნიდერლანდელი მეცნიერი, 1469 – 1536

7. “ყველაფერში ეჭვი შეიტანე!” რენე დეკარტი, ფრანგი ფილოსოფოსი და მეცნიერი, 1596 – 1650

8. „ადამიანი არის განხორციელებული აზრი. ადამიანი არის ის, რასაც ადამიანი ფიქრობს.” პარაცელსი, სახელოვანი შვეიცარიელი ალქიმიკოსი და ექიმი, 1493 – 1541

9. “გონების დასახვეწად უფრო მეტი უნდა იაზროვნო, ვიდრე დაისწავლო.” დეკარტი

10. „მითხარ, ვინ გაქებს და გეტყვი, სად დაუშვი შეცდომა.” ვლადიმერ ლენინი, რუსი საბჭოთა რევოლუციონერი, სსრკ-ს სახელმწიფოს პირველი მეთაური, 1870 – 1924

11. „პირდაპირი პოლიტიკა – საუკეთესო პოლიტიკაა. პრინციპული პოლიტიკა – ყველაზე პრაქტიკული პოლიტიკაა.”

„ომი არის ნებისმიერი ერის ყველა ეკონომიკური და საორგანიზაციო ძალის გამოცდა.”

„პოლიტიკური მოვლენები ყოველთვის ბუნდოვანი, რთული და აღრეულია. შეგვიძლია ისინი ჯაჭვსაც შევადაროთ. ჯაჭვი რომ დავიმორჩილოთ, ძირითად რგოლს უნდა ჩავავლოთ ხელი.”

„არ შეიძლება იცხოვრო საზოგადოებაში და მისგან თავისუფალი იყო.”

„აბსტრაქტული ჭეშმარიტება არ არსებობს, ჭეშმარიტება ყოველთვის კონკრეტულია.”

„პოლიტიკა არის ეკონომიკის ყველაზე კონცენტრირებული გამოხატულება”.

„სანამდე არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს თავისუფლება. როდესაც იქნება თავისუფლება, აღარ იარსებებს სახელმწიფო”.

„უნდა შეგვეძლოს იმ ადამიანურ მასალასთან მუშაობა, რაც გაგვაჩნია. სხვა ადამიანებს არ მოგვცემენ.”

ვლადიმერ ლენინი

12. „თუ წინ წავალ, გამომყევით! თუ უკან დავიხევ, მომკალით! და თუ მოვკვდები, შური იძიეთ!”

„ჯობს ერთი დღე ლომად იცხოვრო, ვიდრე ცხვრად – ასი წელი!”

ბენიტო მუსოლინი, იტალიელი დიქტატორი, 1883 – 1945

13. „ეს ყველაზე ძნელია – იყო უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი.”

ჯიდუ კრიშნამურტი, ინდოელი ფილოსოფოსი, 1895 – 1986

14. „როცა თქვენ აცხადებთ, რომ ღმერთი გიყვართ, რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ან საკუთარი წარმოსახვის ან თვით საკუთარი თავის პროექცია გიყვართ, რომელიც შემოსილია რესპექტაბელობის გარკვეულ ფორმებში იმის და მიხედვით, თუ რა მიგაჩნიათ კეთილშობილად და წმინდად. ამგვარად, იმის თქმა, რომ „მე მიყვარს ღმერთი” – სრული აბსურდია. როდესაც თქვენ ღმერთს ეთაყვანებით, თქვენ საკუთარ თავს ეთაყვანებით, ეს კი არ არის სიყვარული.”

კრიშნამურტი

15. „ჩვენ მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ, რომ რაც უფრო სრულყოფილი და უნაკლოები წარმოვჩნდებით გარშემომყოფი ადამიანების წარმოდგენაში, მით უფრო მეტად ვეყვარებით მათ. სინამდვილეში, საპირისპირო მტკიცებულება უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან: მით უფრო ვუყვარვართ, რაც უფრო მეტად შეგვწევს უნარი საკუთარი ადამიანური სისუსტეების მიღებისა.”

ევერეტ შოსტრომი, ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, 1921 -1992

16. „საკუთარ თავს ისე ვექცევით, როგორც სხვას არასოდეს მოვექცეოდით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკუთარ თავს შეგიძლია ნებისმიერი რამ დამართო, რადგან გრძნობა იმისა თუ როგორები უნდა ვიყოთ დაკარგული გვაქვს. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ჩვენშიც არის ჭეშარიტების მარცვალი.” სტივენ ლევინი, ამერიკელი მწერალი, პოეტი

17. „ადამიანმა არ იცის, რა უნდა უნდოდეს, რადგან მას მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს და არ შეუძლია იგი არც წინამორბედ სიცოცხლეებს შეადაროს და არც გამოასწოროს მომდევნო სიცოცხლეებში.” მილან კუნდერა, ჩეხი მწერალი

18. დაიმახსოვრეთ: თქვენს ბედისწერას არა მხოლოდ ის კითხვები აყალიბებენ, რომლებიც დასვით, არამედ ისინიც, რომელთა დასმა თქვენ ვერ შეძელით.” ტონი რობბინსი

19. „ჩვენი შესაძლებლობები ჩვენი შესაძლებლობებით კი არა – ჩვენ კავშირებით ამოიწურება.” ვად შლახტერი

20. “თუ სოციალურ ქსელებში დღე-ღამეში ორ საათზე მეტ დროს ატარებ, ჰკითხე შენს თავს (და შესაბამისად აუცილებლად იპოვე საფუძვლიანი პასუხი): „რა არის ის, რაზეც ფიქრს გაურბიხარ?” SM

21. რა სარწმუნოებასაც არ უნდა აღმსარებლობდეს ადამიანი, თუნდაც იყოს აგნოსტიკოსი, ან პირუთვნელი ათეისტი, არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე გრძნობდეს უზენაესი, შემოქმედი ძალის ფეთქვას საკუთარ პიროვნებაში და რწმენას, გამოსახულს სიტყვებში:
„მე შენთან ვარ!“. SM

© სოსო მიქელაძის თარგმანი და მომზადება

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: