ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 9 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


у1. „ტალახში ჩავარდნილი ბრილიანტი მაინც ბრილიანტად რჩება, ხოლო ცამდე ასული მტვერი, ისევ ისეთივე მტვერია.” ჩინური სიბრძნე

2. “ადამიანს სულ ორი წელი ესაჭიროება იმისათვის, რომ ლაპარაკი ისწავლოს, და სამოცი წელი იმისათვის, რათა ენაზე კბილის დაჭერა ისწავლოს.” ლიონ ფოიხტვანგერი, გერმანელი მწერალი, 1884 – 1958

3. “როდესაც უფსკრულში იყურები უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ!” ფრიდრიხ ნიცშე

4. „რაც უფრო ფართედ შლი ხელებს ჩასახუტებლად, მით უფრო ადვილია შენი ჯვარცმა.” ფრიდრიხ ნიცშე

5. “დაიღალე – შეისვენე! თუმცა ამის შემდეგ შენ ვეღარასოდეს იქნები რევოლუციის ჯარისკაცი!” ჩე გევარა, ლათინოამერიკელი რევოლუციონერი, 1928 -1967

6. “უცნაურია! რაც უფრო სუსტია პიროვნება, მით უფრო ნაკლებად არიან ისინი, ვისაც ეს პიროვნება აბრაზებს!

თუ ყველა კმაყოფილია შენით და შენ არავის ხელს არ უშლი, იცოდე, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც ისე ვერ არის!!!”

ვად შლახტერი, რუსი ფსიქოლოგი, ექსტრემალური სიტუაციების მართვის სპეციალისტი

7. “ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთნი მსოფლიოს მიაგორებენ, ხოლო მეორენი გვერდით სირბილით მოსდევენ და დასჩხავიან: “საით მიექანება მსოფლიო?!” ვად შლახტერი

8. „მე ღმერთს ველოსიპედის შესახებ ვევედრებოდი. მაგრამ გავიგე, რომ ღმერთი მაგ გზით არ მუშაობს. მაშინ მე მოვიპარე ველოსიპედი და შემდეგ უფლისაგან პატიება ვითხოვე.”

ალ-პაჩინო, ამერიკელი მსახიობი

9. “ჩაუფიქრდი იმას თუ რა ძნელია საკუთარი თავის შეცვლა, და შენ მიხვდები, რამდენად მცირეა შენი შესაძლებლობა შეცვალო სხვები.” ფრანსუა მარი არუე ვოლტერი, ფრანგი ფილოსოფოსი-განმანათლებელი, 1694 – 1778

10. “ცუდს ჩვენს შესახებ ჩვენზე უარესები ფიქრობენ. ვინც ჩვენზე უკეთესია – ჩვენთვის არ სცალია.”

ომარ ხაიამი, სპარსი პოეტი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, 1048-1131

11. “ან არაფერია ჭეშმარიტი, ან ჭეშმარიტება ჩვენთვის უცნობია!”

დემოკრიტე, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი

12. „ნურასოდეს ისარგებლებ იმ ადამიანთა რჩევებით, რომლებიც ისე არ ცხოვრობენ, რა ცხოვრებაზეც შენ ოცნებობ!”

13.  „თუნდ ვიცოდე, რომ ხვალ სამყარო უნდა გაცამტვერდეს, მე მაინც დავრგავ ჩემს ვაშლის ხეს.” მართინ ლუთერი, ქრისტიანი ღვთისმეტყველი, რეფორმაციის ინიციატორი, ბიბლიის მთარგმნელი გერმანულ ენაზე, 1483 – 1546

14. „რაც უფრო მეტ დროს ვყოვნდებდით ფიქრში ჩვენი უიღბლობის შესახებ, მით უფრო დიდი ხდება ძალა, რომელმაც შეიძლება დაგვაზიანოს.” ვოლტერი

15. „ბედნიერება პეპელას წააგავს. რაც უფრო დაედევნებით – მით უფრო დაგისხლტებათ იგი ხელიდან. მაგრამ თუკი თქვენს ყურადღებას სხვა რამეებზე გადაიტანთ, ის მოვა და მხარზე ნაზად დაგაჯდებათ.”

ვიქტორ ფრანკლი, ავსტრიელი ფსიქიატრი, ნევროლოგი, ფილოსოფოსი, 1905 – 1997

16. „ცხოვრება ქორეოგრაფიაა. ნურაფერს ნუ ითხოვ, ნურაფერს ნუ ელოდები და ყველაფერი მშვიდად მიიღე. მე ასე ვმსჯელობ: „რასაც ადამიანები ჩემზე ამბობენ ან ფიქრობენ, ეს მე არ მეხება. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, და იმას ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ, უბრალოდ გასართობად – ასეა ეს თამაში ჩაფიქრებული. სიცოცხლის საოცარი თამაში მისავე მოედანზე. აქ არაფერია მოსაგები და არც დასაკარგია არაფერი; აქ არაფერი არ უნდა ამტკიცო. საჭირო არ არის წელებზე ფეხის დადგმა – რისთვის? ვინაიდან არსობრივად მე არავინ არ ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ.” ამ აღმოჩენამ ათი წლის წინ, რომის ერთ-ერთ ოტელში, უსაშველო დეპრესიში ყოფნისას მომიარა. ამას ჩემს თავს შელოცვასავით ვუმეორებდი. და მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მრავალი არაჩვეულებრივი რამ მოხდა.”

ენტონი ჰოპკინსი, ამერიკელი მსახიობი

© სოსო მიქელაძის თარგმანი და მომზადება

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “ვსწავლობთ ცხოვრებას – 9 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: