ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 8 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


171441ce0d84abfeab411c6672699d0a1. „არ არსებობს ადამიანობა უნამუსობის გადალახვის გარეშე.

და არც უნამუსობა არსებობს ადამიანობაზე გადაბიჯების გარეშე.

არჩევენი ყოველთვის ჩვენზეა და – ამ არჩევანზე აღებული პასუხისმგებლობაც…

და თუ ვამბობთ, რომ ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანი უკვე გაკეთებულია.”

 ფაზილ ისკანდერი, საბჭოთა მწერალი

2. „მრავალი ნიჭიერი ადამიანი ერთი ტიპიური ხაფანგის მსხვერპლი ხდება. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ნიჭი თავისდა საკეთილდღეოდ გამოიყენონ, ისინი გარშემომყოფთ საკუთარი აზროვნების სისწორეს უმტკიცებენ და საჯარო აღიარებას ეძებენ. წესისამებრ – ვერ პოულობენ, უფრო მეტიც – როგორც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ, მათ მიმართ რეპრესიები ხორციელდება. საბოლოო ჯამში – ყველაფერი უშედეგო და უაზროა.” ვ. ლევანდოვსკი

3. „ჩვენ ვართ ქალების მიერ აღზრდილი მამაკაცების თაობა. გვიშველის კი სხვა ქალი ჩვენი პრობლემების მოგვარებაში?”

“შეეშვი ყველაფერზე ჩაბღაუჯებას და შეაფურთხე ყველაფერს! შეაფურთხე!”

„ეს ყველაზე კარგია, რაც შეიძლება ცხოვრებაში დაგემართოს. – ამბობს ტაილერი. – როცა სამსახურიდან გიშვებენ, შენ წყალს მეტად აღარ ნაყავ და ცდილობ ცხოვრებაში რაღაც შეცვალო.”

 ჩაკ პალანიკი, „მებრძოლთა კლუბი”

4. “ადამიანში რწმენაცა და ეჭვიც უნდა იყოს. რწმენას წინ მივყავართ, ხოლო ეჭვი სწორი გზის გაკვლევაში გვეხმარება .”

5. „ვისაც ქალის მართვა შეუძლია, ის სახელმწიფოსაც კარგად წარუძღვება.”

“საზოგადოებრივი აზრი – კახპებს შორის ყველაზე უფრო ბილწი.”

“იდეა ფაქტზე მაღლა დგას.”

ონორე დე ბალზაკი, ფრანგი მწერალი, 1799 – 1850

6. „ადამიანებს რაღაც მიზანი სჭირდებათ, ხოლო მიზანი რომ ჰქონდეთ, მათ მტრები სჭირდებათ. ადვილია ხალხის გაძღოლა, როდესაც მიზანი არჩეულია.” ტერი გუდქაინდი, „ჯადოქრის პირველი წესი”

„მე ვფიქრობ, თუ ეშმაკი არ არსებობს, და, გამოდის, რომ ეშმაკი ადამიანმა შექმნა, მაშინ შექმნა მან იგი ხატად თვისად და მსგავსად.”

თეოდორე დოსტოევსკი

8. „თუ პიესის პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი ჰკიდია, მაშინ ბოლოში ეს თოფი უთუოდ გაისვრის.”

ანტონ ჩეხოვი, რუსი მწერალი, 1860 – 1904

9. “ისე მაინც ჯობია იცოდე, რომ სულელი ხარ, ვიდრე იყო სულელი და ამის შესახებ არ იცოდე.”

“სულაც არაა ერთი და იგივე საკუთარი თავის შესახებ ილაპარაკო სიმართლე და ეს სიმართლე სხვებისაგან გესმოდეს.”

„ვერ ვიტან ხალხს, რომელსაც ფული ეზიზღება. ეს ან ფარისევლები ან კიდევ ტუტუცები არიან. ფული მეექვსე გრძნობას ჰგავს, რომლის გარეშე შენ არ შეგიძლია დანარჩენი ხუთით სრულფასოვნად ისარგებლო.”

სომერსეტ მოემი, ინგლისელი მწერალი, 1874-1965

10. “ჯობია სრულყოფილებას უმიზნებდე და ააცდინო, ვიდრე უმიზნებდე არასრულყოფილებას და მოარტყა.” თ. ჯ. უოტსონი

11.  “ცხოვრებისეული წარმატებისათვის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი ნიჭზე მნიშვნელოვანია.”

ჯონ ლებოკი (1834 – 1913), ინგლისელი არქეოლოგი, ეთნოგრაფი, მწერალი-მორალისტი

12.  “არაფერი ისე არ იწვევს ზიზღს, როგორც უმრავლესობა. რადგან ის შედგება ლიდერების მცირე ხროვისაგან, თვალთმაქცებისაგან, რომლებიც ეწყობიან და ეგუებიან, სუსტებისაგან, რომლებიც ასიმილაციას განიცდიან, და მასისაგან, რომელიც მისდევს მათ, მაშინ როდესაც არაინაირი წარმოდგენა არ გააჩნია იმის შესახებ თუ რა სურს.”

იოჰან ვოლფგანგ გოეთე, გერმანელი პოეტი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, 1749 – 1832

© სოსო მიქელაძის თარგმანი და მომზადება

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: