ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 7 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


power1. „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის.“ სოკრატე, 469 -399 ჩვ. წ. აღ., ბერძენი, ათენელი ფილოსოფოსი

2. „თუკი ჩვენ სასწაულების გვჯერა, ჩვენ სასწაულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ. თუ ჩვენ გვწამს, რომ სიცოცხლე გარკვეული ჩარჩოებით არის შეზღუდული, ეს წარმოსახვითი ჩარჩოებოები აუცილებლად რეალური გახდება.“

„კაცის ცხოვრების ეფექტურობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო მეტ გზას მიაგნებს იგი, რაც უფრო მეტ კარზე დააკაკუნებს, რაც უფრო მეტი მიდგომა იცის პრობლემისადმი. თუ თქვენ ყველაფერზე ერთი პროგრამა გაქვთ, თქვენ წააგავხართ მანქანას, რომელსაც მხოლოდ პირველი სიჩქარე გააჩნია.“

„ცხოვრებაში კონცენტრირება უნდა მოახდინო იმაზე, რაც გინდა და არა იმაზე, რაც არ გინდა.“

ტონი რობინსი, თანამედროვე ამერიკელი მოტივატორი

3. “მწერლის უდიდესი ნიჭია – წაშლა შეეძლოს. ვისაც უნარი შესწევს და აქვს ძალა საკუთარი წაშალოს – ის შორს წავა.” თეოდორე დოსტოევსკი

4. „ყოველ ნაბიჯზე წარწერებია: „ნუ იფურთხებით“, „ნუ დაანაგვიანებთ“, „ნუ იხმაურებთ“, „მარცხენა მხარეს არ იაროთ“. არ მინახავს მხოლოდ წარწერა „ნუ მოკლავთ“. იქნებ ემოქმედა?“

“მამალი იმ დილასაც უმღერს, როდესაც მას სუფში ჩადებენ.“

„ხანდახან მხოლოდ სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ შეგიძლია გაიგო თუ რა როლს ასრულებდი.“

„და იქნებ მთელი ეს ჩვენი სამყაროც უბრალოდ „პოტიომკინის სოფელია“ რომელიმე დემიურგის რევიზიის მოლოდინში?“

„რა საწყენია, რომ სამოთხემდე კატაფალკით მოგვიწევს მისვლა!“

„ყველაფერი ადამიანის ხელშია. ამიტომ ხელები რაც შეიძლება ხშირად უნდა დავიბანოთ.“

“იმ წუთიდან, რაც ადამიანი უკანა კიდურებზე დადგა, ყველაფერი პოზად იქცა.”

“ნებისმიერი სიმყრალეს, რომელიც ვენტილიატორს ებრძვის, აქვს მიდრეკილება თავი დონ-კიხოტი ეგონოს.”

“ხშირად მხოლოდ სიმამაცე საკმარისი არ არის, საჭიროა კიდევ სითავხედე.”

სტანისლავ ლეცი, პოლონელი მწერალი, პოეტი, სატირიკოსი,1909 -1966 წწ.

5. “ბედნიერება სწორი მსჯელობით მოდის, სწორი მსჯელობა გამოცდილებას მოაქვს, გამოცდილება კი მცდარ მსჯელობასთან ერთად მოდის.”

რობინ შარმა „ბერი, რომელმაც თავისი „ფერარი“ გაყიდა”

6. “მრავალი ადამიანი „პატარა კაცის“, მეწვრილმანე ცხოვრებით ცხოვრობს. ბევრი ჩვენგანი ოცი წლის ასაკში „კვდება“, მაშინ როდესაც ოთხმოცისას მარხავენ.”

“…დაიმახსოვრე: ვერაფერი შეაჩერებს ადამიანს, თუ მას შეჩერება არ სურს. ადამიანთა უმრავლესობას ნამდვილი მარცხი არც განუცდია – მან უბრალოდ ბრძოლაზე თქვა უარი. ხოლო წინააღმდეგობების უმეტესი ნაწილი, რომელიც ოცნებისაკენ სვლაში ხელს გიშლის, შენ თავადვე აღმართე… მაშ მოისროლე „წვრილმანი აზრების“ ბორკილები, და ამის ნაცვლად გქონდეს სიმამაცე იოცნებო დიდებულზე და გააცნობიერო, რომ მარცხი – შენი ბედისწერა არ არის.”

რობინ შარმა, ამერიკელი ქოუჩი და მოტივატორი

7. „იჯერებენ რა რომ ახალი მმართველი უკეთესი იქნება, ადამიანები ხალისით ჯანყდებიან ძველის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი მალევე რწმუნდებიან, რომ შეცდნენ, რადგან ახალი მმართველი ყოველთვის ძველზე უარესი აღმოჩნდება ხოლმე.“

“ჯობია შენებთან ერთად წააგო, ვიდრე სხვებთან ერთად მოიგო.”

„მე სამოთხეში კი არა, ჯოჯოხეთში მსურს მოხვედრა. იქ შემეძლება პაპების, მეფეებისა და ჰერცოგების საზოგადოებით ტკბობა, მაშინ როდესაც სამოთხე მხოლოდ ღატაკებით, ბერებითა და მოციქულებით არის დასახლებული.“

„ადამიანების პატივმოყვარე მისწრაფებებს ბოლო არ აქვს: თავიდან ადამიანები იქით მიილტვიან, რომ თვით ისინი არავინ დაჩაგროს, შემდეგ კი – თავად იწყებენ სხვათა ჩაგვრას.“

„გამარჯვებულს მრავალი მეგობარი ჰყავს და მხოლოდ დამარცხებულს ჰყავს ნამდვილი მეგობრები.“

“როგორც მხატვარს, რომელიც პეიზაჟს ხატავს, მართებს ველად ჩამოსვლა, რათა თვალით მთებსა და ბორცვებს გადასწვდეს, და ავიდეს ქედად, რათა თვალი მიაწვდინოს ველს, ასევეა აქაც: ხალხის არსი შესაცნობად გმართებს იყო ხელისუფალი, და ხელმწიფეთა ბუნების გასაგებად – ხალხს უნდა ეკუთვნოდე.”

„მცირე ბოროტებისათვის ადამიანს შეუძლია შური იძიოს, ხოლო დიდი ბოროტებისათვის – არ შეუძლია; საიდანაც გამომდინარეობს, რომ წყენა, რომელსაც ადამიანს აყენებ, ისე უნდა გათვალო, რომ შურისძიების არ გეშინოდეს.“

“ის ომია სამართლიანი, რომელიც აუცილებელია და ის იარაღია წმინდა, რომელზედ უკანასკნელი იმედია დამყარებული.”

„ყველა შეიარაღებული წინასწარმეტყველი იმარჯვებდა, ხოლო შეუიარაღებელი იღუპებოდა.“

„ერთჯერადი სისასტიკე ნაკლები გაღიზიანებით გადააქვთხოლმე და უფრო სამართლიანად ითვლება, ვიდრე დროში გაწელილი.“

„ბოროტება ერთბაშად უნდა ჩაიდინო, ხოლო სიკეთე – თანდათან. ადამიანები ჯილდოებს მაშინ უფრთხილდებიან, როდესაც ისინი იშვიათია.“

ნიკოლო მაკიაველი, 1469 -1527, იტალიელი მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე

8. „გვერდით ჩაგვიარეთ და ჩვენ გვაპატიეთ ჩვენი ბედნიერება!“ თეოდორე დოსტოევსკი, „იდიოტი“

9. „მხდალია ის, ვისაც ეშინია და გარბის; ვისაც ეშინია და არ გარბის, ჯერ კიდევ მხდალი არ არის.“

„კარგავს რა მიზანსა და იმედს, ადამიანი დარდისაგან არცთუ ისე იშვიათად ურჩხულად გადაიქცევა ხოლმე.“

„შეიძლება ვცდები, მაგრამ, მგონია, რომ სიცილით ადამიანის ამოცნობა შეიძლება, და თუ თქვენ პირველი შეხვედრისას გსიამოვნებთ ვინმე ყოვლად უცნობი კაცის სიცილი, მაშინ თამამად თქვით, რომ ის კარგი ადამიანია.“

თეოდორე დოსტოევსკი, 1821 – 1881

10. “ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.” კონსტანტინე გამსახურდია

11.     “უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.” ნოდარ დუმბაძე

 

© სოსო მიქელაძის თარგმანი და მომზადება

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: