ცეცხლი ნავთზე

ჩვენ ესე რატომ გვემართება?


431012_489718861101221_1839103709_nხშირად ხალხი გაკვირვებას ეძლევა – „ვა, ჩვენ ესე რატომ გვემართება?“.
ნაწილობრივ პრობლემის პასუხი ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არის ყმების შთამომავალი. თურქულ–ჩინურ–ჩინებული ტანსაცმელი და ბეტონის შენობები, „აი–პადები“ და „ჩემი დედა“ სამწუხარო შინაარს, რა თქმა უნდა, ვერ მიჩქმალავს.
რა ახასიათებს ყმას?
მას სიგიჟემდე სძულს და შურს ბატონის, რომლის განკარგულებაშია არის მისი სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები და იძულებულია ხარკი და ბეგარა მიართვას ხოლმე. მაგრამ რადგანაც სხვა გამოსავალი არ გააჩნია, ამიტომ ყმა თავით ფეხებამდე გადაქცეულია დროებით გაყუჩებულ „მშრომელ“ კონფორმისტად. თუმცა, როგორც კი შანსი ეძლევა, ეგრევე ბატონს რაღაც უნდა ავნოს, დააზარალოს, ატკინოს, მოპაროს, მოკლას, დალეწოს, გაანადგუროს, ჯანყი მოაწყოს და იყოყლოჩინოს. სოციალური მდგომარეობიდან და ვიწრო თვალისაწიერიდან გამომდინარე ყმას სრულიადაც არ ადარდებს ის, რაც ხდება მისი სახლის თუ სოფლის გარეთ. თუმც მან ისიც იცის, რომ თემი და ბატონი – ორი უზენაესი მიწიერი ძალაა მისთვის, ამიტომ თუთიყუშივით იმეორებს მათთვის სასურველ აზრებს, უსრულებს საქმეებს და შვილებსაც მონდომებით ჩასძახის ხოლმე.
ყმას სჯერა მითების და ზღაპრების, თითქოს სადღაც არსებობენ დევები, ჯადოქრები, ჭინკები, ამორძალები, “ღორგორილები” და ა.შ.
მან იცის, რომ სადღაც არის დიდი ქალაქი თბილისი, სადაც ყველაფერს იშოვი და ამ ქალაქის თავად ზის დიდი და უძლეველი ოლიგარქი–ამირა, რომელიც თუ ადგილობრივი ბატონი თავს გავიდა, აუცილებლად მიხედავს ამ ყმას…
დრო და მისი თანმდევი დეკორაციები იცვლებიან, ცნობიერება – არა.
როგორც ჩეხოვი ამბობდა „მონა საკუთარი თავიდან წვეთ–წვეთობით უნდა გამოჭყლიტო…“.
თუმც რამდენს შეუძლია ეს?

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: