ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 6 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


Swallow_flying_drinking1. “ტელევიზორის ყურების სამი ბუდისტური წესი არსებობს. სინამდვილეში, ეს ერთი და იგივე წესია, მაგრამ ვარჯიშის სხვადასხვა სტადიაზე ის სხვადასხვანაირად წარმოგვიდგება.

1) თავდაპირველად შენ ტელევიზორს გამორთული ხმით უყურებ. დაახლოებით დღეში ნახევარი საათი, საყვარელ გადაცემებს. როცა გიჩნდება აზრი, რომ ტელევიზორში რაღაც საინტერესოსა და მნიშვნელოვანს ამბობენ, შენ ამ აზრს მისი წარმოშობის მომენტშივე აცნობიერებ და ამით მის ნეიტრალიზაციას ახდენ. დასაწყისში შენ შეიძლება მოუთმენლობისაგან ადგილს წყდებოდე და ხმას უწევდე, თუმცა თანდათან მიეჩვევი. მთავარია, რომ დანაშაულის გრძნობა არ გაგიჩნდეს, როცა თავის შეკავებას ვერ შეძლებ. თავიდან ეს ყველას ემართება, ლამებსაც კი.

2) შემდეგ შენ ტელივიზორს ჩართული ხმით, მაგრამ გათიშული გამოსახულებით უყურებ.

3) და ბოლოს შენ მთლიანად გათიშულ ტელევიზორს უყურებ. საკუთრივ სწორედ ეს არის მთავარი ტექნიკა, ხოლო პირველი ორი – მოსამზადებელი. უყურებ ახალი ამბების მთლიან პროგრამას, მაგრამ ტელივიზორს არ რთავ. ძალზედ მნიშვნელოვანია ამ დროს ზურგი სრულად გაშლილი იყოს, ხოლო ხელები მუცელზე დაიდო, მარჯვენა ხელისგული ზემოდან ეფარება მარცხენას. ეს მამაკაცებისათვის, ქალებისათვის კი პირიქით. და არ წამითაც არ მოსცდე.

თუ ტელევიზორს ასე ათი წლის განმავლობაში დღეში ერთი საათი მაინც უყურებ, შეძლება ტელევიზიის ბუნება შეიცნო. და ყველა სხვა დანარჩენისაც…”

ვიქტორ პელევინი, რუსი მწერალი

2. “საკუთარი თავის პოვნა შეუძლებელია. საკუთარი თავის მხოლოდ შექმნაა შესაძლებელი.” ჯონი დეპი, ამერიკელი მსახიობი

3. „ჩემი ძირითადი ცხოვრებისეული წესები?

პირველი: გახსოვდეს, თუ აგეკვიატა გრძნობა, რომ ცხოვრება რაღაც ისე ვერ მიდის ან იმ საქმეს არ აკეთებ, რომელიც გეკუთვნის რომ აკეთო, ესე იგი, მალე ყველა ზედ გადაგივლის.

მეორე: არასოდეს არ აღიქვა შენი თავი ზედმეტად სერიოზულად.”

„ერთსქესიანი ქორწინებები 6 შტატშია ლეგალური, სექსი ცხენთან კი – 23-ში. კარგი ნამუშევარია, ამერიკა!”

„თუ ახლა უსაქმოდ ხართ, ესე იგი წინ რაღაც გაურკვევლობაა, ანდა კიდევ რაღაცას ნანობთ.”

ჯიმ ქერი, ამერიკელი კომედიური მსახიობი

4. „მე ღორები მიყვარს. ძაღლები ჩვენ ქვემოდან გვიყურებენ. კატები ზემოდან დაგვყურებენ. ღორები კი თანასწორებივით გვექცევიან.” უინსტონ ჩერჩილი

5. „ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში მე შევიძინე მანკიერი ჩვევა მერწმუნა, რომ ისეთი არ ვარ, როგორც სხვები, და მქონოდა დანარჩენი მოკვდავებისაგან განსხვავებული ქცევა. როგორც აღმოჩნდა, ეს ოქროს ძარღვი ყოფილა!” სალვადორ დალი, ესპანელი მხატვარი

6. „სიცოცხლე უსათუოდ უფრო მეტად „ულისეს” ჰგავს, ვიდრე „სამ მუშკეტერს” – მაგრამ მიუხედევად ამისა ჩვენ მიდრეკილება გვაქვს წავიკითხოთ იგი როგორც „სამი მუშკეტერი”, და არა როგორც „ულისე”.” უმბერტო ეკო, იტალიელი ფილოსოფოსი, მწერალი

7. „ღმერთმა შეიყვარა ფრინველები და ხეები შექმნა. ადამიანმა შეიყვარა ფრინველები და გალიები შექმნა.”

„ის, რაც საკმარისია ჩვენი ბედნიერებისათვის, ხშირად საკმარისი არ არის ჩვენი სიამოვნებისათვის.”

ჟაკ დევალი, ფრანგი კომედიოგრაფი

8. “მე ვამჯობინებ პატარა ღარიბ ქალაქში ვიყო პირველი, ვიდრე მეორე – რომში.” გაიუს იულიუს კეისარი

9. „სიყვარული ეს კბილის ტკივილია ადამიანის გულში.” ჰენრიხ ჰეინე, 1797 – 1856, გერმანელი პოეტი

10. “ნამდვილი პიროვნული თავისუფლება მიუღწეველია ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარეშე. მშიერი უმუშევარი ადამიანები – აი დიქტატურის კადრები.” ფრანკლინ დელანო რუზველტი, ამერიკის პრეზიდენტი

11. “მე ოპტიმისტი ვარ. ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სარგებელს რამე სხვა ვიყო.” უინსტონ ჩერჩილი

© სოსო მიქელაძის თარგმანი

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: