ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 5 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


images (1)1. მე იქამდე ვტიროდი, რომ არ მქონდა საფეხბურთო “კედები”, სანამდე არ შევხდი კაცს, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა.” ზინედინ ზიდანი

2. “არც ერთი დარტყმა, გარდა მზისა, არ უნდა რჩებოდეს უპასუხოდ.” მოჰამედ ალი

3. “გამარჯვებას არ მოაქვს ძალა. შენი ძალები ბრძოლების შედეგად ვითარდება. როდესაც განსაცდელებს გადიხარ და არ ნებდები, სწორედ ეს არის ძალა.” არნოლდ შვარცენეგერი

4. „ალბათ, მტრედები რომ არ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ბოქსს არც გავყოლოდი. ჩემი პირველი ჩხუბი სწორედ ფრინველის გამო მომიხდა. ერთმა ბიჭმა, ის ჩემზე უფროსი და ტანიანი იყო, ჩემი მტრედი გამომართვა და ჩემს თვალწინ კისერი მოსწყვიტა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც მახსოვს სცენა, რომელმაც ჩემს სულში უდიდესი იარა დატოვა…
მე ვეძგერე ჩემს მეტოქეს და სასტიკად ვცემე. იმ წუთში მე ვგრძნობდი, რომ მასზე ძლიერი ვიყავი – და სწორედ ამიტომ ვაჯობე.”

მაიკ ტაისონი

5. ცხოვრება ანგრევს უძლიერესებს და მათაც აჩოქებს. იმისათვის, რომ დაამტკიცოს, რომ უძლიერესს შეუძლია კვლავ ფეხზე წამოდგომა. სუსტებს კი განგება საერთოდ არ ეხება – ისინი ისედაც მთელი ცხოვრება მუხლმოდრეკილნი ატარებენ.

6. „მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ გაზეთები იტყუებიან, მაგრამ მხოლოდ ესპანეთში ვნახე (იგულისხმება ესპანეთის სამოქალაქო ომი), რომ გაზეთებს სინამდვილის სრული ფალსიფიკაცია შეუძლიათ. მე პირადად ვმონაწილეობდი „ბრძოლებში”, სადაც ერთი ტყვიაც არ გავარდნილა და რომლებსაც აღწერდნენ, როგორც გმირულ სისხლიმღვრელ ბატალიებს და მე ვიბრძოდი ნამდვილ შეტაკებებში, რომელთა შესახებ პრესას კრინტიც არ დაუძრავს, თითქოს ისინი არც მომხდარიყოს. მე ვხედავდი უშიშარ ჯარისკაცებს, რომლებსაც გაზეთები მხდალებად და მოღალატეებად რაცხავდნენ და ჯაბანებს და გამცემებს, რომლებსაც პრესა ხოტბას ასხამდა. მე დავინახე, როგორ აგებენ გაზეთები ამ სიცრუეზე მსოფლმხედველობის სისტემებს.”
„ვინც წარსულს მართავს, ის მომავალს მართავს; ვინც მართავს აწმყოს, ის წარსულს მართავს.”

„თუ წვრილმან წესებს იცავ, შეგიძლია დიდი წესები დაარღვიო.”

„თუ საიდუმლოს შენახვა გსურს, იგი საკუთარი თავსაც უნდა დაუმალო.”

„ომი – მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა, არცოდნა – ძალა.”
„არ არსებობს არაფერი შენი, გარდა რამდენიმე კუბური სანტიმეტრის თავის ქალაში.”

„თავისუფლება არის უფლება უთხრა ადამიანებს ის, რისი მოსმენაც მათ არ სურთ.”

„მასები თავისით არასოდეს აწყობენ ამბოხს და არ ჯანყდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ ჩაგრულები არიან. უფრო მეტიც, ისინი ვერც აცნობიერებენ, რომ ჩაგვრას განიცდიან, სანამდე მათ შედარების საშუალებას არ მისცემ.”

„ჩემი წესია – ყოველთვის იბღავლე ბრბოსთან ერთად. მხოლოდ ასე ხარ უსაფრთხოდ.”
“ჭკვიანი ის არის, ვინც წესებს არღვევს და მაინც ცოცხალი რჩება.”

ჯორჯ ორუელი, ინგლისელი მწერალი

7. “…ადამიანი თოკია ცხოველსა და ზეკაცს შორის გადაჭიმული – თოკი უფსკრულსა ზედა. სახიფათოა სვლა, სახიფათოა გზად ყოფნა, სახიფათოა უკუცქერა, სახიფათაო შიში და გაჩერება.
ადამიანში ის არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ხიდია და არა მიზანი, კაცში შეიძლება მხოლოდ ის გიყვარდეს, რომ იგი გარდამავლობა და წარხდომაა…”

ფრიდრიხ ნიცშე, “ასე იტყოდა ზარატუსტრა”

8. “დაე ადამიანმა აკეთოს ის, რაც მართებს – მოვა დრო და ის შეიცნობს საკუთარ ბედისწერას.” მხ. ფილმი „უკანასკნელი სამურაი”
9. „როდესაც ვიღაცას ვებრძვი, მინდა დავამსხვრიო მისი ნებისყოფა. მინდა წავართვა ვაჟკაცობა. მინდა გული ამოვგლიჯო და მასვე ვაჩვენო.”

„ნამდვილი თავისუფლებაა – როცა არაფერი არ გაქვს. გაცილებით თავისუფალი ვიყავი, როდესაც ერთი ცენტიც არ მქონდა.”

„ხალხს არანაირი წარმოდგენა არ აქვს რა ძნელია ვინმეს ყბა ან თვალის ბუდე ჩაულეწო. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ ძალაა. მაგრამ ეს არაფერია თუ არა ძალის სიზუსტე. ყოველი დარტყმა ცუდი განზრახვით და ეშმაკის სისწრაფით მიემართება.”

მაიკ ტაისონი

10. “…გარდნერი: ჰეი. არასოდეს არავის მისცე უფლება გითხრას… რომ შენ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლია. მეც კი. კარგი?
კრისტოფერი: კარგი.
გარდნერი: თუ გაქვს ოცნება, შენ იგი უნდა დაიცვა. როცა ადამიანებს თვითონ არ შეუძლიათ რაღაცის გაკეთება, მათ სურთ გითხრან, რომ ეს შენ არ შეგიძლია. თუ რაღაც გსურს, წადი და მიიღე…”

მხ. ფილმი „ბედნიერების დევნაში”

11. „არც ერთი ადამიანი არ არის კუნძულივით, თავისთვის, ყოველი კაცი მატერიკის ნაწილია, მთლიანის ნაწილი. და თუ ტალღა ზღვაში კლდოვან ნაპირს ჩაიტანს, უფრო მცირე იქნება ევროპა, და ასევე თუ ჩარეცხავს მიჯნას კონცხისას ან დაანგრევს ციხესიმაგრეს შენსას ან შენი მეგობრისას.
ყოველი ადამიანის სიკვდილი მამცირებს მე, რამეთუ კავშირში ვარ კაცობრიობასთან, ამიტომ ნუ იკითხავ თუ ვისთვის რეკს ზარი; ის შენთვის რეკს!”

ინგლისელი პოეტი ჯონ დონი (1572-1631), ეპიგრაფი რომანის „ვისთვის რეკს ზარი”, ერნსტ ჰემინგუეი, ამერიკელი მწერალი

12. “თუ თქვენი მოქმედებები შთააგონებენ სხვებს იოცნებონ მეტი, ისწავლონ მეტი, აკეთონ მეტი და გახდნენ მეტი, თქვენ ლიდერი ხართ.”

ჯონ ქუინსი ადამსი, 1767 – 1848, ამერიკის მეექვსე პრეზიდენტი, ამერიკის მეორე პრეზიდენტის, ჯონ ადამსის, შვილი

 

 

© სოსო მიქელაძის თარგმანი

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: