ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 4 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


  1. motherly-love-animals-370-28…მოცემულ საუკუნეში კრიზის-მენეჯმენტი თანდათან ზოგადად მენეჯმენტის სინონიმი ხდება. შეუძლებელია იყო ლიდერი, თუ არ ფლობ კონფლიქტის პროვოცირებისა და გადაწყვეტის ხელოვნებას, წინააღმდეგობების გაცნობიერებასა და მათი ამოხსნის უნარებს.
    გარდაუვალია, რომ ლიდერად მხოლოდ ცვლილებების ინიციატორი იქცევა; ის, ვინც მართავს ცვლილებების პროცესის ნაკადს.
    ახალი საუკუნის სოციალური პროცესების ხასიათი ისეთია, რომ ცვლილებების ინიციირების ნებისმიერი შეყოვნება ან შეწყვეტა, ნიშნავს ლიდერული პოზიციების, დაგროვილი ავტორიტეტის, ქარიზმისა და უფლებამოსილებების დაკარგვას.
    როგორც ეუბნებობდა ალისას დედოფალი ცნობილი რომანიდან „Alice’s Adventures in Wonderland“, ამ სამყაროში გამუდმებულად უნდა გარბოდე, რომ ადგილზე დარჩე. ხოლო თუ წინ გაჭრა გსურს, უნდა გარბოდე უფრო სწრაფად… (ე. გილბო)

2. “ადამიანებს არ აქვთ ძალის უკმარისობა, მათ ნებისყოფის უკმარისობა აქვთ.” ვიქტორ ჰიუგო

3. “მას, ვინც ძველს იმეორებს და ახალს იგებს, შეუძლია წინამძღოლი გახდეს.” კონფუცი

4. “მმართველის გონების შესახებ პირველყოვლისა იმის მიხედვით მსჯელობენ, თუ რა ადამიანებს იახლოვებს იგი.” ნიკოლო მაკიაველი

5. “ცხვრის ჯარი, რომელსაც ლომი თავკაცობს, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც სათავეში ცხვარი უდგას.” ნაპოლეონ ბონაპარტი

6. “სიზარმაცე ფულივითაა. რაც უფრო მეტი აქვს იგი ადამიანს, მით უფრო მეტი სურს.”
“მთელი მსოფლიო ისტორიისათვის ცნობილია მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, რასაც ფულით ვერ იყიდი – ძაღლის კუდის ქიცინი.”

ჯოშ ბილინგსი, 1818-1885, ამერიკელი მწერალი

7. “ყველაზე მამაცი ადამიანიც კი ჯაბანი ხდება, როდესაც მას არ აქვს ჩამოყალიბებული შეხედულებები.” ეჟენ დელაკრუა

8. “ლიდერობის საიდუმლო იმაშია, რომ ამბობდე „არა”-ს და არა „კი”-ს. „კი”-ს თქმა მეტისმეტად ადვილია.” ტონი ბლერი

9. “…ხალხს თავისთავად არ შეუძლია ჯანყის მოწყობა.
თუნდაც შიმშილობდეს, თუნდაც უსამართლო ხელისუფლება ჰყავდეს, თუნდაც უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის იყოს უზარმაზარი; იმისათვის, რომ საზოგადოება ბოლომდე შეანჯღრიო, მაინცდამაინც ქარიზმატული ლიდერი და ფულია საჭირო…
…ხალხს ძლიერი ლიდერი სჭირდება. იგი ხალხს თავდაჯერებულობას უნერგავს, თავისუფლება კი – შიშს…”

ბერნარ ვერბერი, თანამედროვე ფრანგი მწერალი

10. „პირდაპირ დიდით დაიწყეთ, უფრო და უფრო მაღალი მწვერვალები დალაშქრეთ და ნურასოდეს ნუ იხედებით უკან.” არნოლდ შვარცნეგერი

11. „ასეა თუ ისე – მე ვაპირებ ყოველთვის ბრძოლაში ვიცხოვრო.” მაიკ ტაისონი

12….სიცოცხლე თამაშია. თქვენი შეიძლება იტანჯებოდეთ, მაგრამ ადამიანები ავიაკატასტროფებში იღუპებიან, კარგავენ ხელებსა და ფეხებს ავტოავარიებში. ადამიანები ყოველდღე კვდებიან.
იგივეა ბოქსიორებთანაც: ზოგი იღუპება, ზოგი იტანჯება, ზოგი კი აგრძელებს გამოსვლას. თქვენ უბრალოდ არ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას ირწმუნოთ, რომ თქვენც იგივე დაგემართებათ…”

მოჰამედ ალი

© სოსო მიქელაძის თარგმანი

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: