ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 2 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


35721489_kR3vCIni_c1. „…ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში 9000-ზე მეტჯერ ავაცილე კალათს. წაგებული მაქვს 300 მეტი თამაში. 26-ჯერ, როდესაც გუნდი უკანასკნელი გადამწყვეტი ტყორცნის შესაძლებლობას მანდობდა, მე ავაცდინე. ცხოვრების განმავლობაში მე ისევ და ისევ ვმარცხდები. და სწორედ ამიტომ მე ჩემპიონი ვარ!..“
მაიკლ ჯორდანი, ლეგენდარული კალათბურთელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 6-გზის NBA-ს ჩემპიონი

2. ვისაც შეუძლია, აკეთებს! ვისაც კეთება არ შეუძლია, ასწავლის! ვისაც სწავლება არ შეუძლია, მართავს!

3. როდესაც გგონია, რომ მთელი მსოფლიო შენს წინააღმდეგ დაირაზმა, გაიხსენე, რომ თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგოდ ფრინდება!

4. თუ შენ გინდა, შენ შეძლებ!

5. “…არ შეგიძლიათ შეუშალოთ ხელი იმას, რომ გადაგსანსლონ – იმას მაინც ეცადეთ, რომ თქვენი მონელება ვერ შეძლონ!..” ჟან-ჟაკ რუსოს რჩევა პოლონელთათვის პოლონეთის პირველი დანაწილების დროს

6. “საკუთარი თავის დამოუკიდებლად შთაგონებისა და მოტივირების უნარი კაცის ერთერთი სასარგებლო ჩვევათაგანია!”

7. “…ძალაუფლება მხოლოდ იმას ეძლევა, ვინც გაბედავს დაიხაროს და აიღოს იგი…” თ. დოსტოევსკი „დანაშაული და სასჯელი“

8. როცა გგონიათ, რომ მიზანი მიუღწეველია, ნუ შეცვლით მიზანს – შეცვალეთ სამოქმედო გეგმა.

9. ვინ უფრო ძლიერია ხმალში? – იკითხა მებრძოლმა.
– გადი მინდორში მონასტრის წინ. – უთხრა მასწავლებელმა. – იქ ერთი დიდი ქვა არის. შეურაცხყოფა მიაყენე.
– რისთვის? – გაიკვირვა მეომარმა. – ქვა ხომ იგივეს ვერ მეტყვის.
– მაშინ თავს დაესხი!
– არა, ჩემი ხმალი გატყდება. შიშველი ხელებით კი რომ შევუტიო, ვიტკენ და დავიღადრავ, მარა ამით ვერაფერს ვერ მივაღწევ. და საერთოდ, რა კავშირშია ამ ყველაფერთან ეს ლოდი? მე გკითხე, ვინ ფლობს ხმალს ყველაზე კარგად.
– ის ვინც ამ ქვის ლოდის მსგავსია! – უპასუხა მასწავლებელმა. – ის, ვინც, ხმლის ამოგების გარეშეც შეძლებს აჩვენოს მტერს, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია.

10. “ხედვა მოქმედების გარეშე ზმანებაა, მოქმედება ხედვის გარეშე – კომშარი.” იაპონური ანდაზა

11. “თუ საკუთარი მეხსიერების გამოცდა გსურთ, სცადეთ გაიხსენოთ, რა გაწუხებდათ ერთი წლის წინ დღევანდელობასთან დაკავშირებით.” ე. ჯოზეფ კოსმანი

12. “რა ტყუილი ძევს ჩვენს უკან და რა ტყუილი ძევს ჩვენს წინაშე დიდი არაფერია იმასთან შედარებით თუ რა ტყუილია ჩვენს შიგნით.” რალფ უოლდო ემერსონი

© სოსო მიქელაძის თარგმანი

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: