ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


7540155-R3L8T8D-600-ArminMersmann131. “იდეალები ემსახურებიან შანტაჟს. და სწორედ შანტაჟის გამო ეს იდეალები არსებობს”. კაროლ იჟიკოვსკი

2. “…იმდენად, რამდენადაც ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ სიცოცხლეზე, ის მარტოსულია. პასუხისმგებლობა ავტორობას გულისხმობს, ავტორობის გაცნობიერება კი ნიშნავს უარი თქვა იმის რწმენაზე, რომ არსებობს ვიღაც სხვა, ვინ გქმნის და გიცავს!..” ირვინ იალომი

3. დიდი ხნის წინ… იყო კუნძული, რომელზედაც ყველა გრძნობა და ადამიანთა სულიერი ფასეულობები ცხოვრობდნენ. სიხარული, სინანული, სევდა, შემეცნება და სხვა. მათთან ერთად კუნძულზე სიყვარულიც ცხოვრობდა.
ერთხელ გრძნობებმა აღმოაჩინეს, რომ კუნძული ნელნელა იძირება და რამდენიმე ხანში აღმოჩნდება ოკეანეს ფსკერზე.
გრძნობები ჩასხდნენ თავიანთ პატარა ხომალდებში და უმალ დატოვეს კუნძული. სიყვარული კი უკანსკნელ წუთამდე რატომღაც არ ჩქარობდა. და მხოლოდ მაშინ, როდესაც მან დაინახა, რომ კუნძულს არაფერი არ ეშველებოდა და იგი თითქმის ჩაძირულია, სიყვარულმა დაიძახა დახმარების შესახებ.
ამასობაში კუნძულს სიმდიდრის ფუფუნებით აღვსილმა გემმა ჩაუარა. სიყვარულმა სთხოვა სიმდიდრეს აეყვანა იგი ბორტზე, მაგრამ სიმდიდრემ უპასუხა, რომ ხომალდზე ბევრი ძვირფასეულობა, ოქრო და ბროლ-მარგალიტია და სიყვარულისათვის ადგილი ნამდვილად არ არის.
შემდეგ სიყვარულმა სიამაყეს უხმო, რომლის გემი სწორედ ამ დროს მიცურავდა კუნძულის გვერდით. თუმც პასუხად გაიგონა, რომ სიამაყის ხომალდზე სიყვარულის ყოფნა აქ დამყარებულ წესრიგსა და სრულყოფილებას დაარღვევდა.
სიყვარულმა დახმარების მუდარით სევდას მიმართა.
– ო, სიყვარულო! – უპასუხა სევდამ. – ისეთი სევდიანი ვარ, რომ მინდა სულ მარტო ვიყო ჩემს მარტოობაში!.
შემდეგ კუნძულს გვერდით სიხარულის გემმა ჩაუარა, მაგრამ სიხარული იმდენად იყო მოლხენილი, რომ ვერაფრით გაიგო სიყვარულის თხოვნა-მუდარა.
მოულოდნელად სიყვარულს ხმა მოესმა.
– მოდი აქეთ, სიყვარულო, მე წაგიყვან ჩემთან!
სიყვარულმა ჭაღარა ბერიკაცი დაინახა და იმდენად ბედნიერი იყო გადარჩენის გამო, რომ სახელიც კი არ უკითხავს კაცისათვის.
როდესაც მათ ნაპირს მიაღწიეს, სიყვარული ხმელეთზე გადმოვიდა, ხოლო მისმა მშველელმა გზა განაგრძო.
და მხოლოდ ამ დროს სიყვარულს გაუჩნდა უდიდესი სურვილი მადლობა გადაეხადა ბერიკაცისათვის.
მან შემეცნებას მიმართა.
– შემეცნება, მითხარი, ვინ იყო ის კაცი, მე რომ გადამარჩინა?
– დრო! – უპასუხა შემეცნებამ.
– დრო? – გაიკვირვა სიყვარულმა. – და რატომ დამეხმარა?
– მხოლოდ დროს ესმის და იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული.

4. …თქვენი აზრით ხალხი არსებობს იმისათვის, რომ თქვენი მდგომარეობა უზრუნველყოს, მე კი ვთვლი, რომ თქვენ იმიტომ გაქვთ ეგ მდგომარეობა, რომ ხალხს თავისუფლება მისცეთ… კინოფილმი „მამაცი გული“

5. – ის გთავაზობთ რომ ჯარები გაიყვანოთ, სანაცვლოდ კი ტიტულს, მამულს, ოქროთი სავსე სკივრს გიბოძებთ, რასაც პირადად მე ჩაგაბარებთ.
– ტიტული, მამული, კიდევ ოქროც იმისათვის, რომ იუდა გავხდე?
– მშვიდობა ყოველთვის ასე იქმნებოდა…
– ასე ყოველთვის მონები იქმნებოდნენ!… მხატვრული ფილმი „მამაცი გული“

6. “…გაითვალისწინეთ, რომ თუ რაღაცას სწრაფად და ცუდად გააკეთებთ, ხალხს დაავიწყდება, რომ ეს რაღაც გააკეთეთ ს-წ-რ-ა-ფ-ა-დ, მაგრამ მუდამ ემახსოვრება, რომ საქმე ცუდად გაკეთდა. თუ თქვენ სამუშაოს ნელა და კარგად გააკეთებთ, მაშინ ადამიანები დაივიწყებენ, რომ საქმე ნელა შესრულდა და ემახსოვრებათ ის, რომ ყველაფერი შესრულდა კ-ა-რ-გ-ა-დ!..” სერგეი კოროლიოვი

7. „…მიილტვი რა ჭირ-ვარამით და ტანჯვა-წამებით შენი მწვერვალისაკენ, ამ დროს კაციშვილი არ დაგეხმარება, თუმც საკმარისია ფეხი წაგიცდეს და კოტრიალით მწვერვალიდან ქვემოთ დაეშვა, მაშინ ყველა ლამობს ხელი წაგახმაროს…“ ნაპოლეონი

8. „…ხალხი, რომელსაც არ სურს თავისი ჯარის გამოკვება, მალე იძულებული იქნება სხვის ჯარს აჭამოს…“ ნაპოლეონი

9. „…უზნეობათაგან უდიდესია იმ საქმეს მოჰკიდო ხელი, რომლის კეთებაც არ შეგიძლია…“ ნაპოლეონი

10. „…ხალხს ქალივით ერთი უფლება აქვს: იყოს მართული!..“ ნაპოლეონი

11. „…გენერალო, თქვენ სწორედ ერთი თავით ხართ ჩემზე მაღალი, მაგრამ თუ ჩემთან ურთიერთობაში უზრდელობას გააგრძელებთ, მაშინ ამ სხვაობას მე დაუყოვნებლივ მოვშლი…“ ნაპოლეონი გენერალ ოჟეროს

12. „…თუ გსურთ ქვეყანაზე წარმატებას მიაღწიოთ, ყველაფერს დაჰპირდით და ნურაფერს შეასრულებთ…“ ნაპოლეონი

 

13. © სოსო მიქელაძის თარგმანი

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: