ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 3 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


abstraction-wallpapers_0011. “როდესაც აღმოაჩენ, რომ მთელი მსოფლიო დაგიპირისპირდა, უბრალოდ შემობრუნდი და გაუძეხი მსოფლიოს.”

2. “ადრე თუ გვიან ის, ვინც იმარჯვებს, არის ის, ვინც ფიქრობს, რომ ეს შეუძლია.” რიჩარდ ბახი

3. „…ნებისმიერი დღე, როდესაც ერთხელ მაინც არ გვიცეკვია, გვმართებს დაკარგულად მივიჩნიოთ…”
„…ვინც საკუთარ თავს შეიცნობს – თავისავე ჯალათი ხდება…”
„…რაც უფრო მეტს მდუმარებს ადამიანი, მით უფრო აზრიანად იწყებს ის საუბარს…”
„…მას, ვისაც გააჩნია სიცოცხლის „რატომ”, ნებისმიერ „როგორ”-ს აიტანს…”

ფრიდრიჰ ვილჰელმ ნიცშე (1844—1900), გერმანელი ფილოსოფოსი

4. „…რაც უფრო ნაკლებს შოულობს ადამიანი, მით უფრო მეტას აწუხებს მას სურვილი ილაპარაკოს ოლიგარქებზე, მილიარდერებზე და იმაზე, თუ როგორ გადანაწილდეს სწორად ქვეყნის ბიუჯეტი.
…შემოსავლის ზრდასთან ერთად ადამიანი სულ უფრო მეტად ინტერესდება იმით, როგორ დახარჯოს საკუთარი ფული და სულ უფრო ნაკლებად აწუხებს სხვისი…” იური მოროზი

5. „ბრძენი ის კი არ არის, ვისაც შეუძლია ავისა და კეთილის გარჩევა, არამედ ის, ვინც შეძლებს ცუდი უარესისაგან განასხვაოს.” ებრაული გამოთქმა

6. ამბობენ გენიალური იტალიელი ფერმწერი რაფაელი მსუბუქი და კეთილი ბუნების ადამიანი იყო, ხოლო მისი არანაკლებ დიდებული თანამედროვე მიქელანჯელო – განთქმული უკარება მიზანთროპი.
ერთერთი საერო შეხვედრის დროს, როდესაც რაფაელს თაყვანისმცემლებისა და მეგობრების არმია ახლდა, მიქელანჯელომ გადაწყვიტა გაექილიკებინა სახელოვანი კოლეგა.
– თქვენ გენერალივით ამალა დაგდევთ!
– თქვენ კი, როგორც ყოველთვის, ჯალათივით მარტოდმარტო დადიხართ! – უპასუხა რაფაელმა.

7. სახელოვან რუს ფილოსოფოსს, ნიკოლაი ბერდიავს, სიკვდილის შიშის უადგილობისა და სისულელის საჩვენებლად ასეთი ანეკდოტის მოყოლა უყვარდა.
დედის მუცელში მყოფ ტყუპებს, მომავლის გაურკვევლობის გამო, საშინლად ეშინიათ დაბადებისა.
ტყუპებს ვერაფრით გადაუწვეტიათ, ვინ წავიდეს პირველი.
ბოლოს კენჭი ყარეს…
ის „უბედური”, ვისაც წილად ხვდა პირველმა იხილოს ნათელი, კანკალითა და ტირილით ეკითხება ტყუპისცალს:
„რას ფიქრობ, რა იქნება იქ?”
ამაზე მეორე თანაგრძნობით პასუხობს:
„ეს არავინ არ იცის!
იქიდან ხომ უკან ჯერ არავინ დაბრუნებულა!”

8. „…მრავალი ადამიანი ოცნებობს წარმატებაზე. მე ვთვლი, რომ წარმატება შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ თვითანალიზისა და განმეორაბადი მარცხების შედეგად.
ფაქტიურად, წარმატება მხოლოდ 1 %-ით არის თქვენი შრომის შედეგი. წარმატების დანარჩენ 99 %-ს თქვენი წარუმატებლობები შეადგენენ…” 本田 宗一郎 სოიჩირო ჰონდა, 1948—1973, „მეგა-კომპანია „ჰონდა”-ს დამფუძნებელი

9. „…ჩვენ თვითონ ვიგონებთ ჩვენს პრობლემებს, წინააღმდეგობებს, კომპლექსებსა და ჩარჩოებს. გაათავისუფლე საკუთარი თავი, შთაბერე სიცოცხლე და იცოდე, რომ ყველაფერი შეგიძლია!..” ბრუს ლი

10. „იუმორის გრძნობა რომ არ მქონოდა, ალბათ, დიდი ხნის წინ თავს მოვიკლავდი”.
„თავისუფლება არაფრად არ ღირს, თუ ის არ გულისხმობს შეცდომების დაშვების თავისუფლებას.”
„თავიდან შენ იგნორირებას გიწევენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან და შემდეგ შენ იმარჯვებ!”.
„ყველაზე რთული ორთაბრძოლა არის ის, როდესაც ბედნიერებისთვის სიზარმაცეს ერკინები!”.
„თუ რაღაც ჩემში არ მოგწონს, საკუთარ თავში გააუმჯობესე!”.
„გახდი ცვლილება, რომლის ხილვაც გსურს სამყაროში!”

મોહનદાસ કરમચંદ ગાંધી, მაჰათმა განდი, 1886 – 1948, დიდი ინდოელი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე

11. „არ აქვს აზრი განიცდიდეთ იმას, რომ რაღაც უნდა გაგეკეთებინათ და არ გააკეთეთ. წარსულს უბრალოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ცხოვრება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ წინ მიიწევთ.”
„შვიდი სასიკვდილო ცოდვიდან ყველაზე ძლიერი შურია, რადგან, როდესაც გშურს, თავს უკეთესად კი არა, უარესად გრძნობ.”
„ჩაიწერეთ თქვენი იდეები – ეს, ისე როგორც არაფერი, გაიძულებთ იფიქროთ და მოაწესრიგოთ თქვენი აზრები”.
„ერთმა ჩემმა მეგობარმა ოცი წელიწადი შეალია იდეალური ქალის ძიებას. სამწუხაროდ, იპოვა რა ეს მშვენიერი არსება მან აღმოაჩინა, რომ ქალი იდეალურ მამაკაცს ეძებს.”
“ბაზარი, როგორც უფალი, ეხმარება იმას, ვინც ეხმარება საკუთარ თავს, მაგრამ უფლისაგან განსხვავებით ის არ პატიობს მას, ვინც არ უწყის რასა იქმს!”.
„ბედნიერება არ იყიდება”.
„არ შეიძლება კარგად გარიგება ცუდ ადამიანთან.”
პირველი წესი: „არასოდეს არ დაკარგო ფული!”. წესი ნომერი ორი: „არასოდეს არ დაივიწყო წესი ნომერი ერთი”.

Warren Edward Buffett, “Oracle of Omaha, უორენ ედვარდ ბაფეტი, მსოფლიოს უდიდესი ინვესტორი, პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრესი ადამიანი

12. „ეკონომიკური ჩავარდნაა, როდესაც შენი მეზობელი სამსახურს კარგავს. დეპრესიაა, როდესაც სამსახურს კარგავ შენ. და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაა, როდესაც სამუშაოს ჯიმი კარტერი კარგავს.”

რონალდ რეიგანი (1911 – 2004), ამერიკის პრეზიდენტი. ფრაზა წაარმოთქმული 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს (ჯიმი კარტერი – ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი).

© სოსო მიქელაძის თარგმანი

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: