სხვადასხვა

სარეგისტრაციო ფორმა – ტრენინგი “ქალი, რომელიც იმარჯვებს”


ძვირფასო მეგობრებო. შეავსეთ მოცემული ფორმა და დარეგისტრირდით მონაწილედ ტრენინგზე “ქალი, რომელიც იმარჯვებს”. ეცადეთ მაქსიმალურად ზუსტად და ხარისხიანად შეიტანოთ ინფორმაცია გრაფების მიხედვით. დასასრულს დააკლიკეთ ღილაკს “Submit”.

ძვირფასო ქალბატონებო!

995990_10151876843625477_578839297_nროგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, დაიწყო მონაწილეების რეგისტრაცია ტრენინგისათვის “ქალი, რომელიც იმარჯვებს“. შეგახსენებთ, რომ ამ სწავლების მიზანია გაუხსნას მონაწილე-ქალბატონებს შინაგანი ენერგიის წყაროები, მოუწესრიგოს ქრონიკული ფსიქოლოგიური პრობლემები, ღირებულებითი კონფლიქტები, ჩამოუყალიბოს ძლიერი მოტივაცია ცხოვრებისეული წარმატების, პიროვნული და ფიზიკური მომხიბვლელობის ზრდისათვის.

ტრენინგის პროცესში მონაწილეებს გაეზრდებათ თავდაჯერებულობა, გაუძლიერდებათ ემოციური მდგრადობა, თვითგამოხატვა, შინაგანი თავისუფლება, თვითანალიზისა და საკუთარი თავის მართვის უნარები.
ტრენინგის პროგრამაში შედის, როგორც ლექციური ნაწილი, ასევე სავარჯიშოები, თამაშები, ქეისების განხილვა, დავალებები და სხვა.
ტრენინგის მსვლელობაში განხილული იქნება თანამედროვე ქალისათვის განსაკუთრებით საინტერესო თემები:

– თავდაჯერებულობის დეფიციტი;
– პიროვნული და ფიზიკური მიმზიდველობის ფაქტორები. სილამაზე და მისი კანონები;
– შებოჭილობა საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში; სხეულებრივი შებოჭილობები და დაჭიმულობები;
– საკუთარი პოტენციალის არცოდნა ან გამოუყენებლობა;
– დათრგუნულობის, დეპრესიულობის მდგომარეობა და მისი გადალახვის შეუძლებლობა;
– ეფექტური თვითპრეზენტაციის პრობლემა;
– ქალურობა და მამაკაცურობა;
– შეცდომები აზროვნებასა და ყოფაქცევაში;
– რელაქსაცია, კონცეტრაცია, სიმშვიდე;
– სხეულის როლი კომუნიკაციის პროცესში (მოძრაობა, პოზა, ჟესტიკულაცია, ჯდომა, მიმიკა, თვალები, ხმა, მეტყველება და სხვა);
– სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიები საპირისპირო სქესთან კონტაქტის დროს (მაგალითად, როგორ ავირიდოთ პარტნიორთან ურთიერთობების გაციება).
ტრენინგს წავიყვან მე, სოსო მიქელაძე – www.sosomikeladze.wordpress.com
ტრენინგის ფასია 80 ლარი. სულ ჩატარდება 8 სამსაათიანი სემინარი. ტრენინგის ბოლოს გაიცემა სამოტივაციო აუდიო დისკი და სერტიფიკატი.
გადახდა წარმოებს წინასწარ, თანხის შესაბამის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

დაინტერესებულ პირები დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: sosomikeladze@gmail.com, დააკომენტეთ ბლოგზე www.sosomikeladze.wordpress.com, ან მომწერეთ ფეისბუქის პირად შეტყობინებებში. იხილეთ აგრეთვე პრეზენტაცია:
https://sosomikeladze.files.wordpress.com/2013/10/e183a5e18390e1839ae18397e18390-e183a2e183a0e18394e1839ce18398e1839ce18392e18398e183a1-e1839ee183a0e18394e18396e18394e1839ce183a2e18390.pdf

გისურვებთ წარმატებებს!

P.S: ტრენინგის დაწყების თარიღია 2014 წლის 27 იანვარი, თუმც შესაძლებელია თარიღის გადმოწევა თუკი მოხდება ჯგუფის (15 კაცი) უფრო ადრეული კომპლექტაცია. გელოდებით!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: