სხვადასხვა

ტრენინგი “ყველაზე მომხიბვლელი და წარმატებული”


Italian-women-most-attractive-in-Europeმშვენიერო ქალბატონებო!

გასულმა ტრენიგმა „ქალი, რომელიც იმარჯვებს“ საკმაოდ საინტერესო გამოცდილება, შედეგები და მიღწევები შეგვძინა, რაც დაგვეხმარა ახალი, უფრო დახვეწილი, არაჩვეულებრივი ტრენინგის შექმნაში, სახელწოდებით „ყველაზე მომხიბვლელი და წარმატებული“.
ამ ტრენინგის მიზანია გაუხსნას მონაწილეებს შინაგანი ენერგიის წყაროები, მოუწესრიგოს ქრონიკული ფსიქოლოგიური პრობლემები, ღირებულებითი კონფლიქტები, ჩამოუყალიბოს ძლიერი მოტივაცია ცხოვრებისეული წარმატების, პიროვნული და ფიზიკური მომხიბვლელობის ზრდისათვის.
ტრენინგის პროცესში მონაწილეებს გაეზრდებათ თავდაჯერებულობა, გაუძლიერდებათ ემოციური მდგრადობა, თვითგამოხატვა, შინაგანი თავისუფლება, თვითანალიზისა და საკუთარი თავის მართვის უნარები.
ტრენინგის პროგრამაში შედის, როგორც ლექციური ნაწილი, ასევე სავარჯიშოები, თამაშები, ქეისების განხილვა, დავალებები და სხვა.
ტრენინგის მსვლელობაში განხილული იქნება თანამედროვე ქალისათვის განსაკუთრებით საინტერესო თემები:
– სილამაზე და მისი კანონები;
– თავდაჯერებულობის დეფიციტი;
– პიროვნული და ფიზიკური მიმზიდველობის ფაქტორები;
– შებოჭილობა საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში; სხეულებრივი შებოჭილობები და დაჭიმულობები;
– საკუთარი პოტენციალის არცოდნა ან გამოუყენებლობა;
– დათრგუნულობის, დეპრესიულობის მდგომარეობა და მისი გადალახვის შეუძლებლობა;
– ეფექტური თვითპრეზენტაციის პრობლემა;
– ქალურობა და მამაკაცურობა;
– შეცდომები აზროვნებასა და ყოფაქცევაში;
– რელაქსაცია, კონცეტრაცია, სიმშვიდე;
– სხეულის როლი კომუნიკაციის პროცესში (მოძრაობა, პოზა, ჟესტიკულაცია, ჯდომა, მიმიკა, თვალები, ხმა, მეტყველება და სხვა);
– სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიები საპირისპირო სქესთან კონტაქტის დროს (მაგალითად, როგორ ავირიდოთ პარტნიორთან ურთიერთობების გაციება).
ტრენინგს წავიყვან მე, სოსო მიქელაძე – www.sosomikeladze.wordpress.com
ტრენინგის ფასია 50 ლარი. სულ ჩატარდება 8 სამსაათიანი სემინარი. ტრენინგის ბოლოს გაიცემა სამოტივაციო აუდიო დისკი და სერტიფიკატი.
გადახდა წარმოებს წინასწარ, თანხის შესაბამის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
დაინტერესებულ პირები დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: sosomikeladze@gmail.com, დააკომენტეთ აქ (ბლოგზე), ფეისბუქზე შექმნილ „ივენთ“-ზე https://www.facebook.com/events/206359089542292/, ან მომწერეთ ფეისბუქის პირად შეტყობინებებში.

იხილეთ პრეზენტაცია

https://sosomikeladze.files.wordpress.com/2013/10/e183a5e18390e1839ae18397e18390-e183a2e183a0e18394e1839ce18398e1839ce18392e18398e183a1-e1839ee183a0e18394e18396e18394e1839ce183a2e18390.pdf

იცოდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი მომენტიდან და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება – იგრძნოთ თავი ბედნიერ და მიმზიდველ ქალად!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: