ცეცხლი ნავთზე

ჩვენ გვგონია ან გვსურს გვეგონოს…


998638_10151848803020477_142288619_n12.08.2013

ჩვენ გვგონია ან გვსურს გვეგონოს, რომ საქართველოს მოქალაქეები “უ-ნ-დ-ა” იყვნენ სხვანაირები!!!
და არ ვიღებთ სინამდვილეს ისეთად, როგორიც არის.
რას?
იმას, რომ ესაა ტრადიციული ბატონყმური/ვასალური საზოგადოება. თავისი მეხოტბეებით, კარის მგოსნებით, ნაზირ-ვეზირებით, სეპარატიზმით, საზარელი ინტრიგებით, დიდი და სახელოვანი ციხე-ქალაქ თბილისით და მისი გარშემო არსებული სოფლებით, პოლიტიკური სპექტაკლებით, ქვეყნის გადაბარება-გადმობარება-მიძღვნით ამირების, იმპერატორების, ხალიფებისა და ყაენებისათვისათვის, უნიჭო წარმოდგენის მაყურებლებით, რომლებიც იჯერებენ რომ „ოტელომ“ მართლა დაახრჩო დეზდემონა, თავი მოიკლა ჯულიეტამ ან პიგმალიონმა გააცოცხლა გალათეა, ხოლო “გიორგი სააკაძე” “კარგად” მთავრდება.
რეალობა ის არის, რომ სანამდე ჩვენი აკვიატებული “უნდა იყოს ასეთი” არ გადავა შეუჩერებელ “მინდა”-ში და თანმდევ პირად ქმედებებში, არაფერი არ შეიცვლება.
ვინმემ იცის რა არის საქართველო – სრულფასოვანი პატრონის ცნობიერებით? უმცირესი და უბრალო მოქალაქისაგან გინახავთ ქვეყნის პატრონობის მაგალითი? ვინმე აყენებს საზოგადოებრივს პირადულზე წინ? ვინმემ უდიდესი პირადული დადო და დათმო უმცირესი საზოგადოებრივისათვის?
უმრავლესობა აკეთებს გაცილებით უფრო ნაკლებს, ვიდრე შეუძლია გააკეთოს თავისი ქვეყნისათვის. და სწორედ ეს “უმცირესი” და უბრალო მოქალაქე უღებენ ბოლოს წინსვლის ნებისმიერ პროგრესულ მცდელობას.
და ავიწყდება, რომ “საქართველოს მოქალაქის” ტიტულისათვის (!!!) ქართველი ერი 6 საუკუნეზე მეტ ხანს იბრძოდა!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: