ცეცხლი ნავთზე

ჩვენებური ტყუილი


უსათაურო2010 წლის შემოდგომაზე, თესაუ-ში, სამოქალაქო სექტორის რაღაც შეხვედრა ტარდებოდა და მაშინ ჩემს ორწუთიან სიტყვაში ვთქვი, რომ ქვეყანა და საზოგადოება ტყუილზე დგას და სანამ ეს სიცრუე არ ამოიძირკვება – ნებისმიერი შედეგი ეროვნულ დონეზე სულ ასეთი, „ფუტურო“, იქნება. მახსოვს, მაშინ დამსწრეთა მთელი მრგვალი მაგიდა, რამის აჟიტირებული, ფეხზე წამოხტა: „რას ლაპარაკობთ, ჩვენ მართალი ერი ვართ, ჩვენი სარწმუნეობა! ენა და სხვა ჭეშმარიტებები! ტყუილად კი არ გვქვია მართლმადიდებელი ერი?! და ა. შ“.
ვტოვებ იმ მეგობრებს თავიანთი სიმართლის კომპანიაში, ხოლო თქვენ კი წარმოგიდგენთ ფუნდამენტური ტყუილების ათეულს, რასაც ეფუძნება ჩვენი პატივცემული საზოგადოება.
1. უმრავლესობამ არ იცის რა არის ღმერთი თეოლოგიური, რელიგიური, ისტორიული, ფილოსოფიური განმარტებებით, არ უფიქრია მასზე, არ ულოცია, რასაც ლოცვა ჰქვია – არ ჩაღრმავებულა საკითხში რა ძალაა, როგორ ვლინდება და ა. შ. – არ აქვს თვალით ნანახი სახარება, ბიბლია, ყურანი, თალმუდი, სხვა რამე წმინდა წიგნი, და სულ ღმერთის მადლზე ლაპარაკობს და სხვას ჯოჯოხეთით, ეშმაკით, ღმერთის მრისხანებით ემუქრება.
2. საქართველო 90-იანი წლების პირველი ნახევრიდან აშშ-ს ინტერესების სფეროში შევიდა. მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ეს თურმე ჩვენი სისხლხორცეული ინტერესი ყოფილა – ვიყოთ აშშ-ის გავლენის სფეროში. ისე კი საერთოდ საკითხავია, ვინ არიან ეს „ჩვენ“? ძნელი წარმოსადგენია გურჯაანელ გლეხს, თელაველ მეთუნეს, ხულოს გამგეობის თანამშრომელს გასულ საუკუნეში ვაშინგტონის დემოკრატიაზე ეოცნება.
3. ჩვენ გვეუბნებიან, რომ სწორედ გლობალიზაციაში, ევროდასავლურ ინტეგრაციაში, დასავლურ თარგზე მოჭრილი დემოკრატიული წესების დანერგვაში, არის ჩვენი ეროვნული ხსნა. ამაში ვლინდება კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, თითქოს სამყარო სტატიკური სტაბილური იერარქიაა! რეალური დემოკრატიის ისტორია, რეალური სამართლებრივი ბაზით სულ რამდენიმე ათეულ წელიწადს მოითვლის და დასავლეთშიც ისტორიული პროცესის ერთ-ერთ ექსპერიმენტს უფრო წარმოადგენს. ჩვენთან კი ღვთის სიტყვის დონის ჭეშმარიტებამდე გააპიარეს.
4. ამბობენ, რომ საზღვრები გაიხსნაო! საქართველოს დამოუკიდებლობის ოცი წლის თავზეც კი დასავლური სახელმწიფოებში სტუმრად მყოფი (ჯერ ვის უშვებენ საერთოდ დასავლეთში ზღაპრებისა და პატრონის, და დიდი ფილტრაციის გარეშე?!) საქართველოს მოქალაქე ჩვეულებრივი „საიმიგრაციო პრობლემას“ წარმოადგენს.
5. კადრების დაწინაურების წესი საჯარო სექტორში დამყარებულია „პარტიული ვასალობის“ და ახლობლობის პრინციპებზე. თუმც დაწინაურებულიც და დასაწინაურებელიც გაჰყვირიან, რომ თანამდებობებს იკავებს ის, ვინც ყველაზე კარგი მენეჯერია, კარგად სწავლობდა, ყველაზე პატიოსანია, ყველაზე ნიჭიერია და ბლა-ბლა-ბლა.
6. ქვეყანაში სტაბილურობა დამყარდა! თუმც რატომღაც ყველა უცებ ივიწყებს მუდმივ საარჩევნო გაწევ-გამოწევას, წინასაარჩევნო „ვაჭრობებსა“ და ხისტ დაპირისპირებებს, აგვისტოს ომს, პოლიტიკური კრიზისებს (2007,2008, 2009, 2012 წწ).
7. ისტორიული მოვლენების რე-ინტერპრეტაცია (1918-21 წლების დამოუკიდებლობა, სამამულო ომი, თბილისის ომი და ა. შ.). საბჭოთა დროს შექმნილი საქართველოს ისტორიის მოდელი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოსახლეობის ცნობიერებაში ნიველირებულია, ან პირიქით, გაზვიადებულია ან სულაც მყარი ეროვნული ისტორიული ჩარჩოს ფორმირება-მიწოდება საერთოდ შეწყვეტილია.
8. პრივატიზაცია ჩატარდა და ტარდება დემოკრატიულად. იგრემც….! (სლენგისათვის ბოდიშს მოვიხდი. უფრო რბილად ამ თემაზე საუბარი წარმოუდგენლად მიმაჩნია!).
9. მოსახლეობის უმრავლესობას წარმოდგენა არ გააჩნია რა არის საქართველო, არ გრძნობს ამ ქვეყანას თავისად, არ იცის მისი ზომა, მხარეები, რეგიონები (არ არის ნამყოფი იქ ფიზიკურად), მოსახლეობის თავისებურებები, არ უფიქრია იმაზე თუ რა არის ეროვნულობის განცდა, სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები, რისკები, ხედვები, სად მივდივართ, როგორც ქვეყანა, და რატომ ვართ განვითარების ამ წერტილში და ასე. თუმც სწორედ ეს უმრავლესობა ყველაზე უფრო თავდაჯერებულად საუბრობს თავისი „საქართველოს“ შესახებ.
10. საქართველოს ხალხი დამოუკიდებლად ირჩევს თავის ბედს, როგორც ეს 2012 წლის ოქტომბერში მოხდა (და ეს სულაც არაა გლობალური მოთამაშეების პოლიტიკური შეთანხმებების ჰუმანიტარული და მრავალი სხვა ტექნოლოგიის საშუალებით რეალიზაციის პროცესი).

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: