ცეცხლი ნავთზე

ქართველი კაცის ნეტარება


08.09.2013

1235893_10151906416355477_950160140_nქართველმა კაცმა ნეტარება რომ განიცადოს, ჯერ ვინმე გვერდითმყოფის მიმართ მძლავრი უპირატესობა უნდა იგრძნოს – ფინანსური, მენტალური, ენციკლოპედიური, წინაპრული-წარმომავლობითი, დედა-ისტორიაშესიხლხორცებული, სქესობრივ-გენდერული, „ბეეენვე-მერსედული“,„რილკე-გიიომაპოლინერულ-პაოლოიაშვილისეული“ და ა. შ. ამ უპირატესობის შეგრძნებებს სხეულის დონეზე გარკვეული ფსიქიურ-ნეტარებითი კულმინაცია მოაქვს (რასაც ზოგიერთი დასავლელი ავტორის ნაშრომში “ფსიქოლოგიური ორგაზმი” ეწოდება). ამ პროცესის თანმდევ უკონტროლო მოქმედებათა მიმდევრობა შეიძლება შემდეგი სახითა და ფორმებით განხორციელდეს. უპირატესობით გამსჭვალულ ქართველს თავისი სამიზნე „ობიექტი“ (სწორედ რომ ობიექტი): ა) ეცოდება ბ) გულში იხუტებს გ) სახლში მიჰყავს და იმეგობრებს დ) პერმანენტულად მოძღვრავს (უკითხავს წმინდა წიგნებს, ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს, ფეის-სტატუსებს, აფორიზმებს და ქეიფებში ყურმოკრულ სიბრძნეებს) ე) ფულს და რაღაც ნივთებს ჩუქნის ვ) უმღერს, უცეკვებს, ცაში იტაცებს, ფიმიამს უხრჩოლებს და ა. შ…
მაგრამ რა ხდება თუკი ასეთი პერსონაჟი თავის ირგვლივ ჩვენმა თანამემამულემ ვერ იპოვა? მაშინ მისთვის საზოგადოება მყისიერ მტრულად გარდაისახება ხოლმე, “309 ქართული სირცხვილი” გადაულახავი სინამდვილე ხდება და მისი არსებიბდან მჩქეფარე სიძულვილი დედამიწის ყველაზე წყალუხვ მდინარეზე უხვი ხდება.
ამ სტატუსის მორალი ასეთია. თუ ქართულ საზოგადოებაში წარმატება გსურთ – მიეცით გარეშემომყოფთ საშუალება ეცოდებოდეთ და თქვენს პიროვნებაზე საკუთარ უპირატესობას გრძნობდნენ და ტკბებოდნენ!
ამასთანავე დროდადრო არ დაგავიწყდეთ, როგორც შესაცოდმა ადამიანმა, რამე სთხოვოთ ხოლმე თქვენზე მზრუნველ სუბიექტს. თუნდაც მოთხოვნილი საგანი ან რესურსი არაფერში არ გჭირდებოდეთ. როლსა გამაგრება უნდა!!!

 

 

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: