ცეცხლი ნავთზე

რატო, უნდა ვიგებდე მე ასე გვიან ამ ამბავს?


ჭკუისსასწავლებელი იგავი (2010 წელი, სექტემბერი)

უნივერსიტეტის საფეხბურთო სტადიონის ხრეში ეკვრის ჩემი ბოტასების ძირს… 
უკვე მესამე წრეზე მივდივარ… მიყვარს ეს სივრცე, ნიავი, სიმწვანე.
შემოდგომა ჯერ კიდევ ნელნელა შემოდის ცივის ფერდობებით.
წინ ბევრი და რთული ამბავია გასავლელი.
მობილურზე ნაცნობი ლექტორი-ქალბატონის სახელი იწერება.
მისი ზარის მიზეზი სრულიად გასაგებია. აქამდე ცოტა მაკვირვებდა კიდეც მისი პასიურობა. მან, ძირითადად, ზუსტად იცის ხოლმე დროისა და პოზიციის შერჩევა.
– სოსო, შენთან საქმე მაქვს აუცილებელი! სად ხარ? აუცილებლად უნდა გნახო…
ეს ქალი ყოველთვის მიყურებდა, როგორც მტაცებელი – მსხვერპლს.
ახლა კი მიახლოვდება ზედმეტი ფამილიარობის გარეშე, თუმც ხაზგასმითი პატივისცემით.
– ჰეეე, ბიჭოოოოოოოოოოოო?!!!
– დიახ?!
– ბიჭოოოოოოოოოოოო? შენ რომ ყოფილხარ რექტორობის ყველაზე რეალური კანდიდატი, მე რატო უნდა ვიგებდე ასე გვიან?
– უი, რექტორობის კანდიდატი? – ვეკითხები მსუბუქი ირონიით. – არ ვიცი, რაზე მეუბნები?
– კაი ეხლა?! წეღან მითხრეს, რომ სოსო მიქელაძე და რექტორობის ყველაზე ნამდვილი კანდიდატია…
შემდეგ ჩვენი მეცნიერი ქალბატონი 10 წუთში მიხსნის ვინ ვისთან წევს უნივერსიტეტში, ვინ ვის აძლევს, ვისას და რას ართმევს, რა პროექტები ხორციელდება, ვინ არის საშიში, ვინ ნაკლებად და ა. შ.
მიყვება რაღაცეებს უნივერსიტეტში არსებული საბჭოების შესახებ. პირდაპირ არ მეუბნება, მაგრამ ქვეტექსტების დონეზე გულისხმობს, რომ ყველაზე ერთგული თვითონ იქნება.
დიდხანს ცოტა გაბრუებული ვუსმენ მის საუბარს. ქვეცნობიერად ვგრძნობ, რომ ის გაწიწმატებულია, რომ ვიღაც სოსო მიქელაძეს ასეთი შანსი გაუჩნდა, ხოლო იგი ამდენს ირჯება და აი უბრალო მეცნიერულ დონესაც არ გასცდენია.
ყურში ისევ მესმის მისი მოუნელებელი სინანული.
– ისე მაინც, რატო, ჰა, რატო?
– რა?
– რატო, რატო, უნდა ვიგებდე მე ასე გვიან ამ ამბავს? რატო? ხომ შეგეძლო გეთქვა? ჰა? რატო?

ისე, მართლა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მაინც რატო, ჰა? მაინც რატო?

1236540_541559272583846_1078532634_n

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: