დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა

დასვით თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვა!!!


1005802_526206030785837_1413720398_nძვირფასო მეგობრებო!

დასვით თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები პრაქტიკული ფსიქოლოგიის, გადაუჭრელი ცხოვრებისეული სიტუაციების, მტკივნეული პრობლემების, გადაწყვეტილებების შესახებ და მიიღეთ პასუხები, რჩევები, კონკრეტული და ქმედითი რეკომენდაციები გამოცდილი კონსულტანტისაგან.
კითხვის გამოსაგზავნად გვერდზე “ლიდერის გზა” დააკლიკეთ ღილაკს „Message” (მარჯვენა მაღალ კუთხეში). შემდეგ აკრიფეთ კითხვის ტექსტი და გამოგზავნეთ.
შეგიძლიათ აგრეთვე ისარგებლოთ ბმულით:https://www.facebook.com/messages/LiderisGza
თქვენს მიერ გამოგზავნილი პასუხგაცემული კითხვა მომდევნო დღესვე განთავსდება აქ, გვერდზე „ლიდერის გზა“, თუმცა კითხვის ავტორის ვინაობა, ნებისმიერ შემთხვევაში, დაფარული იქნება.

გისურვებთ წარმატებებს!

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on “დასვით თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვა!!!

  1. მოგესალმებით სოსო
    თქვენი რჩევა და დახმარება ძალიან მჭირდება,როგორც ფსიქოლოგის და როგორც მამაკაცის

    მოკლედ მიგიყვებით ჩემ მდგომარეობას.
    მე-5 კლასიდან მიყვარს კლასელი ბიჭი,მართლა ძალიან შემიყვარდა და ამ ადამიანის გარდა ვერავის ვხედავდი,სკოლა რომ დავამთავრეთ შეასუსტა ყურადღება ჩემ მიმართ და მეც გულდაწყვეტილი ვიყავი,მოხდა ისე რომ მე სხვა ადამიანს გავყევი ცოლად,რასაც ძალიან ვნანობდი,საბოოლოდ დამენგრა ოჯახი,ვერ შევეგუე მეუღლეს.ჩემი გათხოვების შემდეგ ჩემმა შეყვარებულამა მალე მოიყვანა ცოლი და მალევე დაშორდა და მახსოვს მთხოვა რომ მეუღლეს გავშორებოდი და მას გავყოლოდი,რასაც ვერ გავაკეთებდი,გვქონდა ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთიერთობა,კლასელები ხშირად ვიკრიბებოდით და ვილხენდით.
    რაღაც დროის განმავლობაში ეს ადამიანი არსად აღარ ჩანდა მინდოდა მოკითხვა და ვერ ვუკავშირდებოდი ვერსად,როგორ გავიგე ისევ დაოჯახრბულა.
    გავიდა 4 წელი და რასაც ნამდვილად არ მოველოდი რომ ეს ადამიანი მომწერდა ოდესმე და მომიკითხავდა,მომწერა,მართალია ძალიან გამიხარდა მაგრამ ისეთი სიყვარული აღარ მაკავშირებს როგორსაც განვიცდიდი, არც იმაში ვარ დარწმუნებული თუ ნამდვილად ვუყვარვარ,მინდა მჯეროდეს მპირდება რომ დამელოდება და ვუყვარვარ(მე ამჟამად არ ვიმყოფები საქართველოში)უბრალოდ მინდა გავერკვე და მინდა დამარიგოთ როგორ,რომ არ გამომრჩეს მართლა მიჭირს გარკვევა,ალბათ იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ვერ ინარჩუნებს ოჯახს,ვერ ენდობი,ან ხომ შეიძლება მასაც გაუჭირდა იმ ადამიანთან ცხოვრება ვინც ნამდვილად არ უყვარს…მინდა გავერკვე
    ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები ინგა თუ ამომწურავად გამარკვევთ სიტუაციაში
    მადლობა წინასწარ!

    Posted by ნატალი | მაისი 9, 2017, 2:38 AM
    • თქვენი სიტუაცია, ალბათ, ერთეულოვანი არ არის ჩვენს ქვეყანაში. აქ ადამიანები ხშირად მოქმედებენ არა გულის/სულის კარნახით, არამედ წყენებს და წამიერი გაუგებრობებს აყოლილები, ძირეული მოთხოვნილებებისა და ინტერესების, ინტუიციის თქმის გაუთვალისწინებლად.
      თქვენ 2-ჯერ გაუშვით რეალური შესაძლებლობა გეცხოვრათ და მოქცეულიყავით ისე, როგორც გინდოდათ, როგორც სურდა თქვენს გრძნობებს, და თავადაც ნახეთ რა მოხდა; იმედგაცრუებები, სიცარიელე, გამოფიტულობა, დაბნეულობა, დაკარგული ორიენტირები.
      მაშინ რა გამოდის?
      უნდა ისწავლოთ კარგად ჩასაჭიდოთ ხელი იმას, რაც გეძლევათ და რისკენაც გული ასე ძლიერ მიილტვის – ხშირად ეს შეიძლება იყოს ის, რაც ჩვენს საახლობლოს, ოჯახს, ან კიდევ ვინმეს თვალში არ მოსდის. ისწავლეთ აკეთოთ და იბრძოლოთ იმისათვის, რაც გსიამოვნებთ. ეს თქვენი ცხოვრებაა, და იგი სხვებმა რატომ უნდა იცხოვრონ თქვენს ნაცვლად?
      რაც შეეხება ამ პიროვნებასთან ცხოვრების დაკავშირებას, შეიძლება ვცდებოდე, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან და გადასახედიდან, არ მგონია ამ ყველაფრიდან რაიმე სახარბიელო გამოვიდეს (მრავალი ფაქტორისა და მიზეზის გამო). ნუ ჩაიციკლებით წარსულის მარცხებზე. მოკრიფეთ თქვენი გამოცდილება, გახსენით თქვენი გული (ილოცეთ იმისათვის, რომ უფალმა კვლავ გაგიხსნათ გული) და რეალურად ეძებეთ თქვენი პრინცი. ეს იქნება გამოსასყიდი წარსული შეცდომებისათვის. მგონი, ასეთი ეპოქაა – კონკიებმა უნდა ეძებონ პრინცები.
      როგორ?
      უბრალოდ, გარისკეთ ურთიერთობებში, შეცვალეთ თქვენი შინაგანი – იმუშავეთ კომპლექსებზე, შიშებზე, ცხოვრების და ბედის მიმართ უნდობლობაზე, იარეთ ტრენინგებზე, გახსენით თქვენი გრძნობები, სექსუალობა და სულიერება, ბოლო-ბოლო გახდით საოცნებო ქალი!
      ეს სავსებით შესაძლებელია!

      Posted by sosomikeladze | მაისი 14, 2017, 6:28 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,051 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: