"ლიდერის დღიური"

უარისა და უარყოფის შესახებ


MEთქვენს წინაშე იმ ადამიანის ფოტოსურათია, რომელიც 33 წლის წინ ვიყავი. „მე“ დღევანდელსა და „მე“ იმდროინდელს, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ: „ჩვენ ვიცით თუ რა არის უარის მიღება!“.
მთელი ჩემი გაცნობიერებული ცხოვრების განმავლობაში მე ათასობით ჩვეულებრივი უარი ვიმწვნიე: ნაწილი ახლობლებისა და ნათესავებისაგან, ზოგიერთი გოგონასაგან, რომელიც მომწონდა, საქმიანი პარტნიორებისაგან. ხშირად უარი საკუთარი ფიზიკური და ფსიქიური ძალებისაგანაც მიმიღია, რომელთა იმედადაც გასაჭირში ვიყავი.


და ყოველ ჯერზე, როდესაც არ მაღიარებდნენ, სათანადოდ არ მაფასებდნენ, იგნორირებას მიწევდნენ, დამცინოდნენ, ან უფრო სწორედ, არ მისრულებდნენ იმას, რასაც ამ ადამიანებისაგან მოველოდი, მე წყენა და მძიმე განცდა მეუფლებოდა, საკუთარ თავში ვიკეტებოდი და დარდს იმის გამო ვეძლეოდი, რომ, პირველ რიგში, სასურველს ვერ მივაღწიე. მეორე, იმის გამო, რომ ამ უარს პირად შეურაცხყოფად აღვიქვამდი, ხოლო მესამე ის იყო, რომ ვერ ვიგებდი, თუ ადვილად რატომ ვერ ვიგდებდი ცხოვრების ოჟებს ხელში. მაშინ ამ ბავშვს, ისევე როგორც ბევრ ზრდასრულ ადამიანს ახლაც, ეგონა, რომ ბედნიერება ისაა, რამდენად ხშირად გისრულებენ ადამიანები შენს ახირებებს.
დღეს მე უკვე კარგად მესმის, რომ როდესაც მცირედი უარის გამო რაღაც შინაგანი აურზაური მეწყება, ამას ეს პატარა მშვენიერი, ჟინიანი კაცუნა განიცდის, რომელმაც თავისი ასაკის გამო ჩვენი სამყაროს კანონები ნამდვილად არ იცის და არც აინტერესებს.
დღეს მე, უკვე ზრდასრულს, მესმის, რომ ყოველი მიღებული უარი – შემეცნებითია! ყოველი უარი გვასწავლის, რომ აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ სწორედ უარის მიღების აუტანელი შიშისაგან, გავანადგუროთ ჩვენში ეს ლამის მანიაკალური მიჯაჭვულობა „აუცი-ლე-ბელ და-დებ-ით შედე-გზე“.


ამიტომ ჩემს გამოსვლაში მე განსაკუთრებით მინდა შევეხო ერთ საოცარ მიგნებას, რომელიც მეწვია, როდესაც შორ და დამღლელ მოგზაურობაში ვიმყოფებოდი. მახსოვს ტყიანი ფერდობის მწვერვალზე ასვლისას, თითქოს ტვინის ყოველი ნეირონი მოულოდნელად უცნაურმა აზრმა მოიცვა.
თითქოს რაღაც უჩინარი ძალა ამბობდა. ყველაზე საშინელი რამ, რაც ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს, ეს ის არ არის, რომ უარს გეტყვიან, რადგან გარკვეული გაწაფვის პირობებში, ნებისმიერ უარყოფა შეიძლება საპირისპიროდ შემოაბრუნო. ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს, მაინც ის არის, თუ არაფერი არ მოხდება.
იმ წამს მე სხვა რაღაცაც გავაცნობიერე! არჩევანი რომ დამდგარიყო – მქონოდა ეს ყველა უარი, რომლის გამოც ასე განვიცდიდი წარსულში, ან მქონოდა ყოფითი, აუღელვებელი, უღიმღამო ცხოვრება, მე, რაღა თქმა უნდა, ისევ პირველს ავირჩევდი. რადგან სწორედ ამ სულიერი ტკივილის გზით, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ არ ვარ საკმარისად ძლიერი, საკმარისად მაღალი, საკმარისად კარგად მომზადებული, საკმარისად ღირსეული, საკმარისად ლამაზი და ადამიანებისათვის საკმარისად მისაღები, რათა მათი ჩემი თხოვნები და სურვილები შეასრულებინათ, მე ვეზიარებოდი შედარებით რეალურ ცოდნას იმისა, თუ სად, ვისთან და რა დროში ვცხოვრობ. მხოლოდ ამგვარად მეძლეოდა შესაძლებლობა შევხებოდი ჭეშმარიტებას, რადგან ადამიანი, რომელსაც სტუმრად მოიწვევ და ერთბაშად სუფრასთან მოიპატიჟებ, ნაკლებად თუ დაინტერესდება იმით რა მშვენიერია კულინარიის კულისებსმიღმიერი სამყარო: ვინ რა კერძი მოამზადა, ვინ რამდენი იშრომა, რომელი წლის მოსავლისაა ეს ბადაგივით ღვინო, ვინ შექმნა ამა თუ იმ კერძის რეცეფტი.
და კიდევ იმ მთაზე ყოფნისას, მე გავაცნობიერე, რომ თავისუფალმა ადამიანმა ძალისა და თავისუფლების სახელით, ყოველდღიურად უნდა გარისკოს! ეს იმას ნიშნავს, რომ მან თამამად უნდა ითხოვოს, მოითხოვოს და სთავაზობდეს, დამოუკიდებლად და მიზანმიმართულად ცვლიდეს გარესამყაროს, თავის ინტერესებსა და პრინციპებს დღენიადაგ იცავდეს, ახდენდეს გარეშემო ადამიანების გარკვეული მოქმედებებისათვის მოტივირებას. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი ადამიანი, იმავდრულად სრულფასოვნად, სრულ-ფასოვნ-ად უნდა იყოს მზად უარის მისაღებად. თუმცა ეს უარი მის მიერ არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პირადი შეურაცხყოფა, სიცოცხლის დასასრული ან ხდებოდეს სასტიკი შინაგანი განცდების წყარო.


otkaz1უარს ხომ არც ამ ბავშვს, და არც ამ ზრდასრულ პიროვნებას არ ეუბნებიან. ხშირად უარს უფრო იმიტომ ამბობენ, რომ სხვა არაფერი იციან; არ იციან რა უპასუხონ და რა მოიმოქმედონ. უარს ამბობენ საკუთარი არარაობის შეგრძნების გამო, რათა თავი უფრო მეტი შინაგანი თავისუფლებისაგან ან უფრო მეტი პასუხისმგებლობისაგან დაიცვან. უარს აცხადებენ იმის გამო, რომ არცთუ იშვიათად თავად მთხოვნელს არ ჰყოფნის განზრახვის ძალა, რომ საკუთარი თხოვნა ბოლომდე გაიტანოს.
იმ გასხივოსნების შემდეგ მე გავიგე, რომ ყველაზე მთავარია შეცვალო შენი რეაქცია უარზე, ამ რეაქციიდან ის ნაწილი ამოაგდო, რომელსაც „წყენა“ ეწოდება. და მიღებული უარის გამო ყოველწამიერ დისკომფორტს არ გრძნობდე.
წარმოიდგინეთ მილიონობით კომერციული აგენტი, მენეჯერი, გამყიდველი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი, ხელოვანი, უბრალოდ უმუშევარი ადამიანი, რომელიც მრავალჯერად უარს იღებს თავისი ცხოვრებაში, ვისთვისაც სიტყვა „არა“ პროფესიული ყოფის რეალურ ნაწილად იქცა. ისინი ხომ არ იციკლებიან ერთ უარზე და ყოვლად მოწიფული ადამიანებივით ცხოვრობენ, ესმით რა, რომ ვიღაცის „არა“ ეს სულაც არ არის გლობალური მარცხი. მათ იციან, რომ თუ არ იქნებიან მზად ეს უარი მსუბუქად და ადვილად მიიღონ, მაშინ პირველყოვლისა, ისინი ვერასოდეს, ვერასოდეს და ვერასოდეს მიიღებენ სასურველს. მეორე, თუ ასეთი რეაქციები სულ ექნებათ, ისინი დაკარგავენ სხვა, უფრო ღირებულ შანსებს, რომლებიც, უსათუოდ, არსებობს, თუნდაც ახლა, უარის პირობეში. და მესამე, ისინი ვერ დახვეწავენ პირად ცხოვრებისეულ ოსტატობას, რომ შემდეგში გახდნენ ადამიანები, რომლებსაც „არავინ არაფერში უარს არ ეუბნება“.


ამიტომაც თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ახლა მისმენს, მოვუწოდებ უფრო მეტი რისკისაკენ! ანუ გარშემომყოფთაგან ითხოვოს და მოითხოვოს მეტი, უფრო მეტი, უფრო უფრო უფრო მეტი და, რაც მთავარია, არ შეეშინდეს უარის მიღების, იყოს მზად ამ უარისათვის და ამით, გააფართოვებს რა საკუთარ წარმოდგენებსა და ცოდნას სამყაროს შესახებ, მამაცურად გადალახოს ერთ-ერთი მტანჯველი ადამიანური ემოცია – უარის მიღების შიში!
მოდით უბრალოდ მსუბუქად გადააბიჯეთ ამ შიშს გადაწყვეტილებით, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში ზუსტად 1000 უარი უნდა მიიღოთ.
მთავარია, მოიფიქრეთ თხოვნები ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ და შემდეგ უკვე გარისკეთ და… შექმენით ეს „1000 უარი ერთი თვის განმავლობაში“.
და დამიჯერეთ, რომ თუ ამ 1000 უარის შეგროვებას 30 დღის შუალედში ნამდვილად შეძლებთ, თქვენ აუცილებლად სამყაროს მწვერვალზე აღმოჩნდებით.


© SM, სოსო მიქელაძე, “სიტყვა უარის მიღების შესახებ” (მომზადებულია სპეციალურად “ორატორთა კლუბისათვის”)

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “უარისა და უარყოფის შესახებ

  1. ეს პოსტი წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რკინა ცეცხლში გამოიწრთობა. საერთოდაც თქვენი პოსტები მომწონს და დიდი ინტერესით ვკითხულობ ხოლმე, მადლობთ იმისთვის რასაც აკეთებთ

    Posted by Giga Gigauri | August 21, 2013, 12:02 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: