"ლიდერის დღიური"

“გეტისბერგის სიტყვა”, აბრაჰამ ლინკოლნი


969193_496475420425565_525183654_nოთხმოცდაშვიდი წლის წინ ჩვენმა მამებმა ამ კონტინენტზე ახალი ერი დააფუძნეს, თავისუფლებაში აღზრდილი და თავდადებული იდეისათვის, რომ ყველა ადამიანი თანასწორად იყო შექმნილი.

დღეს ჩვენ დიდ სამოქალაქო ომს ვაწარმოებთ, სადაც იცდება შეძლებს თუ არა გადარჩეს ეს, ან ნებისმიერი სხვა ერი, ამგვარად აღზრდილი და ამგვარად თავდადებული.
ჩვენ ამ ომის უდიდესი ბრძოლის ველზე შევხვდით. ჩვენ მოვედით აქ, რათა ამ მინდვრის უმნიშვნელო ნაწილი, როგორც უკანასკნელი განსასვენებელი ალაგი, მივუძღვნათ მათ, ვინც თავი გაწირა, რომ ამ ერს არსებობა შეძლებოდა.
სწორი და მართებელია, რომ ჩვენ ახლა ამას ვაკეთებთ. მაგრამ, საზოგადოდ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ მიწის მიძღვნა, არ შეგვიძლია კურთხევა, არ შეგვიძლია დალოცვა. იმ ვაჟკაცებმა, ცოცხლებმა და გარდაცვლილებმა, რომლებიც აქ იბრძოდნენ, უფრო დიდებულებად აკურთხეს ეს მიწა, ვიდრე ჩვენ, რამის დამატებისა ან მოკლების უმწეო შეძლებით.

მსოფლიო არც დიდად აღნიშნავს და არც დიდხანს დაიმახსოვრებს, თუ რას ვამბობთ ჩვენ აქ, მაგრამ იგი ვერასოდეს შეძლებს დაივიწყოს თუ რა ჩაიდინეს მათ.
ახლა ჩვენზე, ცოცხლებზეა, რომ თავი იმ დაუსრულებელ საქმეს მივუძღვნათ, რომელიც მათ, ვინც აქ იბრძოლეს, ესოდენ ღირსეულად გადგმოგვილოცეს.
ახლა უფრო მეტად ჩვენზეა, რომ ვიყოთ თავდადებულები დიდი საქმისათვის, რაც ჩვენს წინაშე დგას.

რომ ჩვენ, ამ ღირსეული მიცვალებულებისგან, მაღალი ერთგულება შევითვისოთ იმ მიზნისადმი, რომელსაც მათ ყველაფერი, ბოლომდე შესწირეს.

და მოდით აქ საზეიმოდ განვაცხადოთ, რომ ისინი ამაოდ არ დაღუპულან; რომ ამ ერს, უფლის მფარველობით, თავისუფლების ახალი დაბადება ეღირსება – და ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისათვის, არასოდეს აღიგვება პირისიგან მიწისა.

აბრაჰამ ლინკოლნი „გეტისბერგის მიმართვა“, 19.11.1863 (ორატორული ხელოვნების ერთ-ერთი შედევრი).

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on ““გეტისბერგის სიტყვა”, აბრაჰამ ლინკოლნი

  1. ra kargia kartulad amis kitxva, ara da gushin viyavi getisburgshi da amas yvelapers originalshi vusmendi, magram qartuli chemi enaa da madloba am statiisatvis

    Posted by maergo2004Marina | July 2, 2013, 9:20 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: