"ლიდერის დღიური"

სიტყვა თავისუფლებაზე (მელ გიბსონი, “მამაცი გული”)


braveheart-battle-2ჯარისკაცები:

– უილიამ უოლესი?

– ვერ იქნება. ისეთი მაღალი არ არის.

ირლანდიელი: უზენაესი ამბობს, რომ შეიძლება მეტისმეტად სათვალიო ბრძოლა გვქონდეს. როგორი დახვეწილი ხალხი შეიკრიბა!

შოტლანდიელი ლორდი: სად არის თქვენი სალამი?

უოლესი: ბრძოლის ველზე მობრძანებისათვის მადლობას მოგახსენებთ.

შოტლანდიელი ლორდი: ეს ჩვენი ჯარია. იმისათვის, რომ შეურთდეთ თქვენ მას თაყვანი უნდა სცეთ!

უოლესი: მე შოტლანდიას ვცემ თაყვანს. და თუ ეს თქვენი ჯარია მაშინ რატომ გარბის ის?

ვეტერანი მეომარი: ჩვენ არ მოვსულვართ, რათა მათთვის ვიომოთ.

ახალგაზრდა ჯარისკაცი: სახლში! ინგლისელები მეტისმეტად ბევრნი არიან!

უოლესი: შოტლანდიის შვილებო! მე ვარ უილიამ უოლესი.

ახალგაზრდა ჯარისკაცი: უილიამ უოლესი 2 მეტრაზე მეტია სიმაღლეში.

უოლესი: კი, მეც მსმენია. ამბობენ, ხალხს ასეულობით ხოცავსო და აქ რომ ყოფილიყო ინგლისელებს თვალებიდან გამოტყორცნილი ცეცხლოვანი ბურთებით და საჯდომიდან ნასროლი მეხით გაასაღებდა.

108_6_screenshotუოლესი: მე ვარ უილიამ უოლესი. და მე ვხედავ მთელ არმიას ჩემი თანამემამულეების, რომლებიც ტირანიას არ დაემორჩილნენ. თქვენ აქ მოხვედით, რათა იბრძოლოთ როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, და სწორედ თქვენ  ხართ თავისუფალი ადამიანები!

რას გააკეთებდით თავისუფლების გარეშე? ხომ იბრძოლებთ?

ვეტერანი მეომარი: ვიბრძოლოთ? მათ წინააღმდეგ? არა, ჩვენ გავიქცევით; და ჩვენ ვიცოცხლებთ.

უოლესი: კი, ბატონო, იბრძოლეთ და თქვენ შეიძლება მოკვდეთ. გაიქეცით და თქვენ შეიძლება იცოცხლოთ – ჯერჯერობით მაინც. და მრავალი წლის შემდეგ, სასიკვდილო სარეცელზე მყოფნი, ნუთუ არ გაცვლიდით თითოეულ დღეს ამ დღიდან იმ დღემდე ერთი შანსისათვის, მხოლოდ ერთი შანსისათვის, რომ დაბრუნდეთ აქ, და უთხრათ თქვენს მტრებს, რომ მათ შეიძლება სიცოცხლე წაგართვან, მაგრამ ისინი ვერასოდეს ვერ წაგართმევენ თავისუფლებას!!!

braveheartუოლესი და ჯარისკაცები: Alba gu bra! (შოტლანდია სამარადჟამოდ!)

William Wallace, Braveheart, 1995

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: